x
image
ნარილა
გორან ბრეგოვიჩი თბილისშია!
image



დაახლოებით 5 წლიანი პაუზის შემდეგ სერბი კომპოზიტორი და მომღერალი გორან ბრეგოვიჩი თბილისს კვლავ ესტუმრა. 13 სექტემბერს 20:00 საათზე მეიდანზე ის თავის დამკრძალავ და საქორწილო ორკესტრთან ერთად გამართავს კონცერტს. მას თავის მომღერალთა გუნდში ასევე ჰყავს ალენ ადემოვიჩი და დები რადკოვები. თუმცა ამ ახალ კონცერტზე ის სახეცვლილი შემადგენლობით გამოვა.




გორან ბრეგოვიჩის ბოლო კონცერტი თბილისში Magticom-ის ორგანიზებით გაიმართა.



გორანომანებს კარგად ახსოვთ ეს კონცერტი, რომელიც 2007 წლის 3 ოქტომბერს ჩატარდა. მაშინ ბილეთებიც შეზღუდული რაოდენობით იყო და ბევრმა მსმენელმა ვერ მოახერხა მასზე მოხვედრა. ამჯერად კი დასწრება თავისუფალია. ამიტომ იქ წამსვლელებმა რკინის აბჯარი უნდა ჩაიცვათ, რასაც ჰქვია, ისეთი ამბავი იქნება!


აღნიშნული კონცერტი იმართება გორან ბრეგოვიჩის ბოლო ალბომის პოპულარიზაციის მიზნით.


გისურვებთ კარგ ამინდს და ამაღლებულ განწყობას. იმედი მაქვს ისიამოვნებთ მისი ციგანკური და ბალკანური მუსიკის მოსმენით.





დამერწმუნებით, ეს ადამიანი თავის სტილს კვლავ ინარჩუნებს და დროთა განმავლობაში არც შარმი ეკარგება!

0
92
1-ს მოსწონს
ავტორი:ნარილა
ნარილა
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0