x
image
ლანა92
ერთი მეგრული ეზო შემოდგომაზე, რომელიც ყვავილების ზღვაში გამოგზაურებთ (+ფოტოები)

image



სტატიაში წარმოგიდგენთ ულამაზეს მეგრულ ეზოს, რომელიც გაფორმებულია სხვადასხვა დეკორატიული მცენარით, ყვავილით. უპირველესად ყურადღებას იქცევს ზღვის ბალახით შემოსაზღვრული დეკორატიული სამკუთხედი, ასევე, ცინიების, ხავერდულებისა (ხავერდა) და ხავერდის ყვავილების (ქათმისქოჩორა) ზღვა, ბანანის პალმები, ბუჩქები. მათი დამსახურებით ეზო ზღაპრულად გამოიყურება.




image




image



დეკორატიული სამკუთხედი



image

ზღვის ბალახით იქმნება სამკუთხედის ფორმა. მასში ჩარგულია სხვადასხვა ყვავილი: ხავერდა (ყვითელი ყვავილი, ზაფრანა; ქათმისქოჩორა, ანუ ხავერდის ყვავილი, მისი 2 ქვესახეობა). სამკუთხედის ცენტრში ბუჩქია, რომელიც, ასევე, შემოკავებულია ზღვის ბალახის წრით. ირგვლივ ხარობს ქათისქოჩორები (ხავერდის ყვავილები).





image

ბანანის პალმა და ზღვის ბალახი

ეს ბანანის პალმებისა და ზღვის ბალახის ხეივანი, რომელიც ძალიან დაამშვენებს ნებისმიერ ეზოს.



image


თეთრი ვარდი

ეს თეთრი ვარდია, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე ისხამს ყვავილს. გაზაფხულიდან მოყოლებული მთელი ზაფხული და შემოდგომა პერიოდულად ყვავილობს. ახლა სექტემბერშიც ასეთი საყვარელი თეთრი ვარდებით იწონებს თავს.


image


image


ხავერდა

ქვემოთ ფოტოზე გამოსახულია ხავერდა, იგივე ხავერდულა, იმერული ზაფრანა, ყვითელი ყვავილი. ხავერდულების ჯგუფის მცენარეები უპირველესად გარეგნული სილამაზით იპყრობს ყურადღებას. სავარაუდოდ, სახელწოდება (TAGETES- ხავერდას) მოდის ბერძნული მითოლოგიიდან, ტაგესი იყო იუპიტერის შვილიშვილი, სილამაზითა და წინასწარმეტყველების უნარით დაჯილდოებული.



image


ფიქრობენ, რომ ხავერდას წარმოშობის ადგილია ამერიკა, იგი ველურად ხარობდა ნიუ მექსიკიდან და არიზონადან, არგენტინამდე. ახლა ფართოდაა გავრცელებული საქართველოშიც. ცნობილია ხავერდას 30-მდე სახეობა. არსებობს როგორც ერთწლიანი, ისე მრავალწლიანი ჯიშები.


image


ხავერდა ბალახოვანი მცენარეაა და წარმოდგენილია ბუჩქის სახით. მისი უპირატესობა ეზოში დეკორატიული მიზნით გამოყენებისას ისიცაა, რომ არა მხოლოდ ულამაზეს და ხშირ ყვავილებს ისხამს, არამედ ბუჩქად იზრდება და მთელი 4-5 თვის განმავლობაში მწვანეა (მაისი-ივნისიდან სექტემბერი-ოქტომბრის ჩათვლით). ფოთლებიც საკმაოდ ლამაზი აქვს. მას შემთხვევით არ უწოდებენ იმერულად "ზაფრანას". მართლაც ყვავილებით, ფოთლებითაც კულინარიაში ფართოდ გავრცელებულ სანელებელს, ზაფრანას ჰგავს. ფრანგული ხავერდულა იგივე იმერული ზაფრანა, ყვითელი ყვავილია ("ზაფრან" - "ყვითელი" არაბულად). ცნობილია ხავერდას სხვადასხვა ჯიში და ჰიბრიდი.



image


ხავერდას ყვავილები გაწყობილია ყვითელ და ნარინჯისფერ ფერებში. ხშირია, როცა ფერები გადადის ერთმანეთში, მაგალითად, აი, ქვემოთა ფოტოზე:




image

ნარინჯისფერი ყვავილების პარალელურად ერთი ღია ყვითელი ყვავილიც ასხია.



ეს ისევ ბანანის პალმა, რომელიც არაა პრეტენზიული და ადვილად მრავლდება. შესაბამის ასაკში პატარა ბანანებსაც კი ისხამს ჩვეულებრივ, მაგრამ ვერ ასწრებს დამწიფებას.



image




image



ხავერდის ყვავილი - ქათმისქოჩორა


ეს ქათმისქოჩორაა (celosia spp.) - სულხან-საბა-ორბელიანი: წითელა, ძუმელა; კახური - ჯიჯლიბო; იმერული ხავერდის ყვავილი, ერთწლიანი მცენარე აღმოსავლეთ ინდოეთიდან. არის ჯიჯლაყასებრთა ოჯახის წარმომადგენელი. ფართოდ იყენებენ დეკორაციულ მებაღეობაში. ფორმით ყვავილი ძალიან ჰგავს ქათმის ქოჩორს, რის გამოც "ქათმისქოჩორას" უწოდებენ საქართველოში. ევროპასა და აფრიკაში იგი გავრცელდა რენესანსის პერიოდში. ქათმისქოჩორა ევროპულ ბაღებს ამშვენებს. მისი ნორჩი ყლორტებისა და ფოთლებისაგან ამზადებდნენ მხალსაც (ბოსტნეულის, ან მინდვრის მწვანილი, რომლის ფოთლებს ხარშავენ საკვებად), თესლიდან კი ხდიან ზეთს.



image



ქათმისქოჩორას ჯიშებში გამოიყოფა 2 ჯგუფი: 1. პირამიდული (თითქოს გუმბათს ჰგავს), ფრთისებრი ყვავილედების მქონე ჯიშები და 2. ბიბილოს მსგავსი ყვავილედებიანი ჯიშები. ორივე წარმოდგენილია ფოტოებზე.


image


image


ქათმისქოჩორას ორივე ჯიში: ბიბილოს მსგავსი ყვავილედებითა და პირამიდული ყვავილედებით



image



image



აი, ესეც მარჯვნივ პირამიდული ქათმისქოჩორა.. მარცხნივ ბიბილოსებრი ქათმისქოჩორები..

image




ქათმისქოჩორა არა მხოლოდ მუქი მეწამული, ბორდოსფერია, არამედ ალისფერი, ოქროსფერი ყვითელი, წითელი და სხვადასხვა შეფერილობის გვხვდება.




image



image


image


image


image


image


image


image



image


image


image


image



image



image


image


image


image



image


image



image


ცინია (კვირისტავა)




image



ფოტოზე, წინა ხედში ხედავთ ცინიას, იგივე კვირისტავას. იგი მიეკუთვნება ასტრისებრთა ოჯახს. მისი სამშობლო სამხრეთ მექსიკაა. ცინია გვხვდება, როგორც ბალახოვანი, ისე ბუჩქოვანი სახით.




image




image



ცინიების ხეივანი მართლაც ულამაზესია..



image




image



image



image



image



image



image




image



image



image



image



image



image



image




image



image




image



image





image



image




image



image



image



image



image



image

0
174
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0