მომავალმა მამამ გადაწყვიტა გაეგო, რა სირთულეებს აწყდებიან ორსული ქალები ყოველდღიურად
მამები შვილების გაჩენას ისევე მოუთმენლად ელიან, როგორც დედები, თუმცა, უნდა ითქვას, რომ მათ წარმოდგენაც არ აქვთ თუ რა სირთულეებს შეიძლება გადააწყდნენ ორსული ქალები ყოველ დღე. სწორედ ამის გაგება გადაწყვიტა მომავალმა მამამ და ბლოგერმა, მეიტლენდ ჰენლიმ.
ავანტიურისტი წყვილი ავსსტრალიიდან ახალი კონტენტის შესაქმნელად შანსს არ უშვებს, სწორედ ამიტომ, ჰენლიმ გადაწყვიტა 1 დღით “ორსული" გამხდარიყო და ეჩვენებინა, თუ რა დაბრკოლება შეიძლება შეექმნას ორსულ ქალს დიდი მუცლით. ბლოგერმა მუცელზე საზამთრო მიიმაგრა, მკერდზე კი ორი პატარა ნესვი. ყველაფერი ეს კი მჭიდროდ მიიწება წებოვანი ლენტით.
დავიწყოთ იმით, რომ საწოლიდან ადგომა ძალიან გაუჭირდა. ორსულობა ხომ მხოლოდ ჭარბი წონა და მოძრაობის შეზღუდული დიაპაზონი არაა. ამ დროს ორგანოებიც იწყებენ მოძრაობას და ადგილს “უთმობენ" ახალ სიცოცხლეს, რომ აღარაფერი ვთქვათ ჰორმონების გამო ხასიათის ცვალებადობაზე და ტოქსიკოზზე. მაგრამ ეს ჯერ კიდევ აისბერგის მწვერვალია.
სააბაზანოდან ამოსვლაც პრობლემატური ყოფილა
რას იტყვით მანქანაში ჩაჯდომაზე, ან თუნდაც მანქანის მართვაზე?
და ფეხსაცმლის ჩაცმა?
ექსპერიმენტის დროს საჭიროა დადებითი მხარეების შემჩნევაც. როგორიცაა მაგალითად პირადი პატარა მაგიდა მუცლის სახით.