x
მეტი
  • 19.10.2021
  • სტატია:115074
  • ვიდეო:354145
  • სურათი:488933
„შვილებს ვფიცავ ესე ცუდად ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, საშველი არაფერია“ - კოტე ლოლაშვილი
image


„ცუდად ვარ ძაან, ერთი აცრა მაქვს გაკეთებული 10 დღის წინ და რავიცი აბა.... შვილებს ვფიცავარ, ესე ცუდად ცხოვრებაში არ ვყოფილვარ“


9 სექტემბერი. დილის 11;15 საათი -- „მე ძალიან ცუდად ვარ, საავადმყოფოში დამაწვინეს, მაგრამ წინ მაინც ვერ მოვდივარ“


"ძალიან ცუდად ვარ სოფო, საშველი არაფერია?! ყველაფერი მტკივა" - ეს იმ მესიჯების მოკლე ამონარიდებია, რომლებიც კოვიდით გარდაცვლილმა დედოფლისწყაროელმა კოტე ლოლაშვილმა სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუგზავნა. 26 წლის ბიჭი კორონავირუსით 6 სექტემბერს დაინფიცირდა. მესამე დღეს დათარიღებული მესიჯებიდან ირკვევა, რომ ის უკვე ცუდად იყო.



სოციალურ ქსელში ვრცელდება ვერსიები, თითქოს ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერ აცრილი იყო, თუმცა აცრამ მისი სიცოცხლე ვერ დაიცვა. როგორც გაირკვა, ეს ინფორმაცია სიცრუეა და მას მხოლოდ ერთი აცრა ჰქონდა ჩატარებული.


ორჯერ აცრას უარყოფს გარდაცვლილის ოჯახიც და მისი ახლობლებიც... ჩვენ მოვიპოვეთ კოტეს მესიჯები, სადაც გარდაცვლილი ერთ-ერთ მეგობარს თავადვე უდასტურებს, რომ 10 დღით ადრე ერთი დოზით აიცრა და მეორე ვაქცინა ვერ მოასწრო.


დედოფლისწყაროს ტელევიზიის ინფორმაციით, კოტე ლოლაშვილს კოვიდის დელტა შტამი ჰქონდა დადასტურებული და 3 დღის განმავლობაში დედოფლისწყაროში, ადგილობრივ კლინიკაში მკურნალობდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მდგომარეობა დამძიმდა, ის თბილისში გადაიყვანეს.
.
დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ხელმძღანელი ხათუნა აგლაძე დედოფლისწყაროს ტელევიზიას ეუბნება, რომ ლოლაშვილი მათთან 8 სექტემბერს 19:00 საათზე მოთავსდა, ხოლო დედაქალაქში გადავიდა 11 სექტემბერს დილით. მისი შეფასებით პირველ ეტაპზე, შემოყვანისას მისი მდგომარეობა მძიმე არ ყოფილა.
.
ლოლაშვილი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში 10 დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები არ ჰქონია. თუმცა, მისმა ფილტვებმა დატვირთვას ვერ გაუძლო.
.
როგორც კოტე ლოლაშვილი სოციალურ ქსელში წერდა, მას და მის უმცროს ძმას კორონავირუსი 6 სექტემბრის დილას დაუდასტურდათ. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მისი ბოლო პოსტიც სწორედ 6 სექტემბერს, დილის 10:51 საათზე ფიქსირდება: „დაინფიცირებულ 1120 ადამიანში ორი ჩვენც მიგვათვალეთ“ -- დაწერა კოტიკო ლოლაშვილმა.
image
კოტე ლოლაშვილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დედოფლისწყაროში კორონავირუსმა 40-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თუმცა ეს ახალგაზრდის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა..
.

გარდაცვლილი ახალგაზრდა ცნობილი ოჯახიდანაა. ის საზოგადოებას მცირე ასაკიდან, ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლიდან ახსოვს. ბოლო ხანს ის ბიზნესში საქმიანობდა.
.

გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოქმედმა მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილმა. მათ ტრაგედიის სიმძიმეზე ისაუბრეს და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.


ჯამში, წელიწადნახევრის განმავლობაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 5600 კოვიდინფიცირებულია აღრიცხული. ბოლო მონაცემებით კოვიდვითარება კვლავ მძიმეა. დღეში საშუალოდ რაიონში 30-40 ახალი ინფიცირებულია.
.
ვითარების გართულების გამო 25 საწოლიანი დედოფლისწყაროს ახალი საავადმყოფო მთლიანად კოვიდ კლინიკად გადაკეთდა. წელს საწოლების რაოდენობა ჯერ 30-მდე, გასულ თვეში კი 40-მდე გაზარდეს. მედიკოსები საზოგადოებას კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
.
დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მარიეტა გონაშვილი და საავადმყოფოს დირექტორი ხათუნა ზურიკაშვილი ირწმუნებიან, რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფი და PCR ტესტის ჩატარება დედოფლისწყაროში სრულიად უფასოა. ტესტირების გავლა სახანძრო-სამაშელო სამსახურის გვერდით, ჯანდაცვის ცენტრში და საავადმყოფოს მთავარ შესასვლელში შეგიძლიათ.
image
0
288
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0