სხვა ისტორიული მოვლენების და ცნობილი ადამიანების იშვიათი კადრები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ 2021, 24 სექტემბერი, 19:05 ადამიანებს ყოველთვის იზიდავს ის, რაც იდუმალებით არის მოცული. ეს იშვიათი და უნიკალური ფოტოსურათებიც სწორედ იმიტომ იძენს ამხელა მნიშვნელობას, რომ მათზე ერთი თვალის შევლებითაც კი შესაძლებელია ისტორიას შეეხო და აქამდე უხილავ არაერთ საიდუმლოს ახადო ფარდა. გეპატიჟებით წარსულის სხვადასხვა კუთხეში სამოგზაუროდ სადაც ბევრ საინტერესო დეტალს შეიტყობთ.![]() პრინცესა დაიანა და როუენ ატკინსონი, ლონდონი, 1984 წელი![]() ჯიმ ქერი ქალიშვილ ჯეინ კერისთან ერთად, 1991 წელი![]() დოქტორ დრე და ემინემი, 1990 წელი![]() ბატუტის გამომგონებელი ჯორჯ ნისენი კენგურუსთან ერთად გარშემომყოფებისთვის თავისი "შვილობილის" დემონსტრირებას ახდენს, 1960 წელი![]() ჰოლანდიელი კორინ როტშეფერი - "მის სამყარო" 1959 წელი![]() სიგურნი უივერი და ალან რიკმანი ფილმის "გალაქტიკის ძიებაში" გადასაღებ მოედანზე, 1999 წელი![]() ახალგაზრდა ჰოლანდიელი, დახვრეტის საფრთხის მიუხედავად გერმანიის ჯარების მიერ ნიდერლანდების ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ქუჩაში შიშველი გავიდა, 1941 წელი![]() ![]() ცნობილი ფილმის "კრავთა დუმილის" პოსტერზე ჯოდი ფოსტერის სახეა გამოსახული, რომლის ბაგეზეც პეპელაა აღბეჭდილი, მასზე თავის ქალა იკვეთება, თუმცა სინამდვილეში ის თავის ქალა არ არის. ეს გახლავთ სხვადასხვა პოზაში მყოფი შვიდი შიშველი ქალის ფოტო, რომლის პირველი ვერსიაც 1951 წელს სალვადორ დალის ესკიზის მიხედვით ფილიპ ჰალსმანის მიერ იქნა გადაღებული.![]() უილიამ ტომსონს, ლორდ კელვინს, ერთხელ ლექციის გაუქმება მოუწია და დაფაზე დაწერა: "Professor Tomson will not meet his classes today" (პროფესორი ტომსონი დღეს არ შეხვდება თავის ჯგუფს). სტუდენტებმა გადაწყვიტეს პროფესორს გახუმრებოდნენ და სიტყვიდან "classes" - "с" ასო წაშალეს. მეორე დღეს, წარწერის ნახვისას ტომსონი არ დაიბნა, სიტყვიდან კიდევ ერთი ასო წაშალა და ჩუმად გავიდა.* Classes - კლასები, lasses - საყვარლები, asses - ვირები![]() ბარი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე გოგონებისთვის, პარიზი, 1930 - იანი წლები![]() შავი ჭირის მკურნალი ექიმის ნიღაბი, გერმანია, XVI საუკუნე![]() კასტინგი შავი კატის როლისთვის, ჰოლივუდი, 1961 წელი![]() მარია კიური-სქლოდოვსკა თავის ლაბორატორიაში![]() ქირურგიული ინსტრუმენტების ნაკრები კრანიოტომიისთვის, საფრანგეთი, XIX საუკუნე![]() ნაცისტური გასამხედროებული ორგანიზაციის წევრები რასობრივი სიწმინდის აქტის დამრღვევებთან პოზირებისას, 1935 წელი![]() ცხელი ჰიუსტონის რესტორნებში ასე აწვდიდნენ ცივ ჰაერს მანქანებში, აშშ, 1957 წელი![]() ბობ მარლის ერთ - ერთი ბოლო ფოტო, 1980 წელი2015 წლის 6 თებერვალს, ბობ მარლის დაბადების დღეს, ხუთსაათიანი დებატების შემდეგ, იამაიკის სენატმა მიიღო კანონი მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ![]() მონღოლი არისტოკრატი ეროვნულ სამოსში, XIX საუკუნე![]() შეყვარებულები კალიფორნიის სანაპიროზე, რალფ კრეინი ჟურნალ "LIFE"- სთვის, 1960 -იანი წლები![]() გამოცდა ჩინეთის ქალაქ უჰანის საშუალო სკოლაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, 2008 წელი![]() ჯონი დეპი და ქეით მოსი, 1994 წელი![]() მერლინ მონრო სანაპიროზე, 1949 წელი![]() კურტ კობეინი "Nirvana"- ას კონცერტზე ვანკუვერში, 8 მარტი, 1991 წელი![]() ჟან-პოლ სარტრი ბერლინში სტაჟირებისას მყოფი ჰიტლერის სიტყვით გამოსვლას უსმენს, 1934 წელი![]() ელვის პრესლი კვერცხს და ბეკონს, ფერადკანიანი ქალი კი სენდვიჩს ფეხზე მდგომი მოთმინებით ელის. იმ პერიოდში შავკანიანიანებს დაჯდომა ეკრძალებოდათ, ტენესი, 1956 წელი610 შეფასება არ არის |