x
image
nukrichanturia
ამომრჩეველთა გულები კუჭზე გადის

image ამერიკის შეერთებულ შტატებში, არჩევნების შემდეგ ხმის მიცემის განხილვისას, განიხილავენ არა მხოლოდ საარჩევნო უბნების ელექტორატის ინტელექტუალურ და სოციალურ თავისებურებებს, არამედ ზედმიწევნით შეისწავლიან სამომხმარებლო მოთხოვნების სტრუქტურას, მათ შორის კვების პროდუქტებზეც. მიზეზი კი შემდგომ არჩევნებში მეტი ხმების დაგროვებაა. ამ მეთოდს " მიკროტარგეტინგი" ჰქვია. პოლიტექნოლოგები ელექტორატს მცირე სეგმენტებად ყოფენ: ასაკი, შემოსავლის დონე; შემდეგ ამას უთავსებენ მათთვის დამახასიათებელ მოთხოვნებს, მაგალითად, კაზინო ურჩევნიათ, თუ კრუიზი, ნადირობა თუ კულინარია... ყოველივე ამას ანალიზს ფსიქოლოგები უკეთებენ; განსაზღვრავენ ამომრჩეველთა კატეგორიას და ამის მიხედვით, რაზე უნდა დახარჯოს თანხა საარჩევნო შტაბმა. ამ სტრატეგიამ შეაძლებინა ჯორჯ ბუშსს 2004 წელს კვლავ დაბრუნებულიყო თეთრ სახლში. ბუშის გუნდმა ამომრჩევლებში შეისწავლა ათეულობით ინდივიდუალური მიდრეკილებები, მათ შორის, კვებითი თავისებურებები, რათა "რესპუბლიკელებს" უფრო მეტი ხმა მიეღოთ.

ამაში ეჭვი შეაქვს პროგრესულ კვლევით-პოლიტექნოლოგიურ ფირმა "ამერიქან ენვირონისის" დირექტორს ჯეფ ნეივენს. " რძე შეიძლება შეიძინოს არა მარტო დემოკრატიის მომხრე ეკოლოგიაზე მზრუნველი დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატის მომხრემ, არამედ ბავშვების მოყვარული კონსერვატორი ქალის ამომრჩეველმაც. ისინი ერთსა და იმავე პროდუქტს სხვადასხვა მიზნით ყიდულობენ. ასე, რომ მიკროტარგეტინგი მხოლოდ ფულის უაზრო ხარჯვაა".

1
68
5-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
68
  
2012, 12 სექტემბერი, 13:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1