x
მეტი
  • 28.10.2021
  • სტატია:115322
  • ვიდეო:354183
  • სურათი:489110
სელენა გომესი ისე გასუქდა,რომ ფანები ვეღარ ცნობენ
imageპაპარაცებმა მაშინ გამოიჭირეს 29 წლის მომღერალი ლოს ანჯელესში, როდესაც ის ლანჩზე მიდიოდა წავიდა, წერს thenews.com.pk.


ფოტოზე სელენა გომესს აცვია მოკლე მაისური, სადაც ჩანს მისი მუცელი და ფართო შავი შარვალი. ვარსკვლავს თავისი გრძელი ხვეული თმა ჩამოშლილი ჰქონდა და დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით.


სურათები სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში და მომხმარებლებმა მაშინვე დაიწყეს მსჯელობა იმაზე, რომ გოგონამ მსუყედ მოიმატა წონაში . ვარსკვლავს დაბერილი ლოყები და მომრგვალებული მუცელი აქვს.

image


თუმცა, თუ ზოგიერთმა მომხმარებელმა გადაწყვიტა, რომ სელენა გომესი კრიტიკის ღირსი იყო მომატებული კილოგრამების გამო, სხვები მაშინვე გამოექომაგნენ და გვერდით დაუდგნენ მას. ფანებმა აღნიშნეს, რომ გარეგნული ცვლილებები შეიძლება ავადმყოფობის ფონზე განვითარდა, რომ ვარსკვლავი მაინც ძალიან მიმზიდველად გამოიყურება და იმსახურებს მხარდაჭერას.


ამერიკლი მომღერალი და მსახიობის კარიერა ჯერ კიდევ შვიდი წლის ასაკიდან იწყება, გაიანას როლის შესრულებით სერიალში „ბარნი და მეგობრები.“ იგი ასევე მონაწილეობდა სხვადასხვა სერიალებში, სადაც ჰქონდა მცირედი როლები.


2004 წელს იგი დისნეიმ აღმოაჩინა. ამის შემდგომ სელენა გამოჩნდა სერიალში „ჰანა მონტანა“. ამ წლებში ასრულებდა მცირე როლებს ფილმებსა და სერიალებში, შოუებში, რითაც ფართო საზოგადოებას თავი გააცნო.


პირველი მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა სერიალმა „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“. ამას გარდა მას მთავარი როლები აქვს შესრულებული ფილმებში „კიდევ ერთი კონკიას ამბავი, “ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“, „პრინცესების დაცვის პროგრამა, “ „რამონა და ბიზუსი, “ „მონტე–კარლო.“

image

ასევე წარმატებული აღმოჩნდა სელენას მუსიკალური კარიერა. 2009 წელს მან შექმნა საკუთარი ჯგუფი „Selena Gomez & the Scene, “ რომელთან ერთად ჩაწერა სამი ალბომი: „Kiss & Tell, “ „A Year Without Rain“ და „When The Sun Goes Down.“ 2008 წლიდან სელენა ბავშვთა საერთაშორისო ფონდის, UNICEF–ის ელჩია.

0
457
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
457
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0