x
image
მაია 24
"ვფიქრობ, პანდემია შემდეგ წელს დასრულდება როგორც ჩვენთან, ისე მსოფლიოში" - როგორ ხსნიან გაზრდილ სიკვდილიანობას ასტროლოგები და რა ეპოქალურ ცვლილებებზე გვაფრთხილებენ ისინი
image


რატომ არის მიმდინარე წელი ასეთი მძიმე, რატომ მძვინვარებს ასე დაუნდობლად პანდემია, რომელიც ათასობით ადამიანის ჯანმრთელობას პრობლემებს უქმნის და ამ ცხოვრებიდან გაჰყავს. ამ კითხვებზე ასტროლოგიას თავისი პასუხები აქვს. ასტროლოგი ლია ბარათაშვილის თქმით, ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ სამყარო ახალ ენეგიებზე გადსასვლელად ემზადება და კაცობრიობას ამისთვის ამზადებს, ეს სამზადისი კი მხოლოდ ახლა დაიწყო. ჩვენ უბრალოდ ამ ეპოქალურ პერიოდს მოვესწარით. „სამყარო აქამდე სრულიად სხვა ენერგიებზე იყო, ახლა სხვა ტიპის ენერგიების მოხმარებაზე გადადის, - მიდის ეპოქალური, გლობალური ცვლიებები. აქ საუბარია დიდ (2000-წლიან) პერიოდზე. სამყაროში ყველაფერი იცვლება... როცა ასეთი გლობალური ცვლილიებები მიდის, ეს ყოველთვის დაკავშირებულია ტრაგედიებთან - ომები, პანდემიები. იკითხავთ ალბათ, რატომ ხდება ეს? წარმოიდგინეთ, როცა ახლის აშენება გინდა, ამისთვის რაღაც მანამდე არსებულს ხომ ანგრევ? დაახლოებით ასეთ მასშტაბური ნგრევის ვერსიასთან გვაქვს ახლა საქმე.


- ეს ნგრევა რატომ გახდა აუცილებელი?


- იმიტომ, რომ სამყარო თავისი კანონებით ვითრადება. როგორც ნებისმიერი ადამიანი ცალკე გადის რაღაც პერიოდებს, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა რამ მოეთხოვება, სამყაროს სტრუქტურაც ასეა. ზუსტად ასეთივე განვითარების პროცესებს გადის. შესაბამისად, მთელი კაცობრიობა სამყაროსთან მიმართებაში ვართ როგორც ერთი ადამიანი, ერთი ორგანიზმი. განვითარების სხვადასხვა ეტაპს იმიტომ გავდივართ, რომ ეს არის სამყაროს განვითარების გეგმა და ყველაფერი იცვლება. აქამდე მიჯაჭვული ვიყავით მატერიალურ სამყაროზე და სულიერი განვითარება სულ დაგვავიწყდა.



image


- ახლა ეს ახალი პერიოდი კაცობრიობას მატერიალურს დაავიწყებს?


- არა, ადამიანმა მატერიალური არ უნდა დაივიწყოს. ის ორბუნებიანია - მიწის და ცის შვილია... ჩვენ ახლა გვახსენებენ, რომ ცის შვილებიც ვართ. როგორ უნდა დაგვავიწყდეს მატერია, როცა ამ მატერიაში ვცხოვრობთ. აქ ლაპარაკია ბალანსზე - ეს ბალანსი გვქონდა დარღვეული - ადამიანები ძალიან ჩაერთნენ მატერიაში. ამიტომ ახლა, როცა სამყარო სხვა ენერგიებზე გადადის, ამ მეორე ბუნებას გახსენებს. ეს ცვლილება ფიზიკურ სხეულში კი იმით გაოიხატება, რომ სამყაროს ცხოვრებიდან დიდი რაოდენობით ადამიანი გაჰყავს - დიდი სიკვდილიანობაა. ის, ვინც არ არის მზად ამ ახალი ტიპის ურთიერთობებისთვის, ამის გაცნობიერებისთვის, ისინი ვეღარ ასრულებენ ეპოქალურ მისიას და გადიან... ეს პანდემია იგივე ომია, დაპირისპირება, თუმცა მან ბევრი ადამიანი "გამოაღვიძა" და ამას როგორც აქტიური კონსულტანტი ისე გეუბნებით. ჩემთან კონსულტაციაზე ადამიანები სრულიად სხვა საკითხებით მოდიან. ბევრმა სხვაგვარად დაიწყო ფიქრი. პანდემიის დროს გადააფასა ცხოვრება. ბევრი ადამიანი, რომელსაც კარგი ხელფასი აქვს, კარგი სამსახური, სოციალურად წრამატებულია, მიაჩნია, რომ რაღაცას არასწორად აკთებს, მხოლოდ მატერიალური არ აკმაყოფილებს, სხვანაირი განვითარება სურს.


- ე.ი. როგორ მოვიპოვო ფული - ეს აღარ არის მათი ინტერესის სფერო?


- ნაკლებად. ამიტომაც ვამბობ, რომ მათ სხვანაირი ფიქრი დაიწყეს... ამასთან, ახლა მერწყულის ეპოქის სულ დასაწყისია. სამყაროს განვითარება სხვადასხვა ცილკელბისგან შედგება. ყოველი ციკლი ერთმანეთზეა დამოკიდებული და ყველი მათგანი კიდევ ქვეცილებისგან შედგება.



image


- აქამდე, მაგალითად, ბოლო 20 წლის განმავლობაში რა ენერგიებზე ვცხოვრობდით?


- მიწის სტქის, კუროს პერიოდს გავდიოდით, სადაც წინ მატერია იყო წამოწეული. ახლა მაღალი ენერგიები შემოდის. ადამიანის ადგილს სამყაროში, მის არსს განსაზღვრავს არა მხოლო მატერიაზე დამოკიდებულება, არამედ მისი ურთიერთობა ღმერთთან...


- სამდიცინო კუთხით, პანდემიას თუ ვიგულისხმებთ, რას გვპირდებიან პლანეტები?


- ჩემი დაკვირვებით, მინიმუმ ეს მკვეთრი ფაზა ჯერ კიდევ გაგრძელდება, მერე კი დამშვიდებას დაიწყებს. მერწყულის ეპოქა ჰაერის ტიპის ენერგიებისგან შედგეა. ამჯერად მუტაცია ჰაერის ნიშანში მოხდა, შესაბამისად სამყარო რეზონანულ თემას გვთავაზობს - შევცვალოთ და გადავიდეთ მიწის ენერიებიდან ჰაერის ენერგიებზე. წელს უბრალოდ ასეთი დამთხვევა მოხდა - ურანი სატურნის კვადრატია ცაზე, ურანი ეს მერწყულის მმართველი პლანეტაა. შესაბამისად ურანმა მკვეთრად შემოიტანა მერწყულის „თემები“. ის მთელი წელი სატურნს "ურტყამს", სატურნი კი მუდმივად სიმყარის გამოხატულებაა, ურანი - ცვლილების და აქვე ეს არის პლანეტა, რომელსაც ცნობიერების სხვა დონეზე გავყავართ, რომელიც ასევე მერწყულთან არის დაკავშირებული. ცნობიეების სხვადასხვა დონეზე გადასვლა კი ძველის დანგრევის გარეშე არ მოხდება. ასე რომ, წელს ცაზე ამანაც გაზარდა არაერთი პროცესი. ვფიქრობ, პანდემიის თემა შემდეგ წელს დასრულდება როგორც ჩვენთან, ისე მთელ მსოფლიოში. თან, პანდემიის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებები ხომ ტარდება და მხოლოდ ასტროლოგია ხომ არ არის?! ხედავთ, როგორ გაერთიანდა მთელი მსოფლიო, დედამიწა როგორც პრობლემის წინაშე, ასევე მისი გადაჭრის საკითხშიც.



image


- მიუხედავად ამისა, პანდემია შემდეგ წლამდე თავს არ დაგვანებებს...


- ასეთი მკაფიო სამედიცინო თემები ჯერ კიდევ იარსებებს, მაგრამ როდესაც „გამოღვიძებული“ ადამიანების რაოდენობა პროცენტულად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ დედამიწა სხვა განვითარების გზაზე დადგეს, ეს თემებიც აქედან გამომდინარე განელდება. აქ მნიშვნელოვანია, ადამიანის ცნობიერების დონე, მიხვდე, რა გევალება და მოახერხო დროული და სწორი ადაპტაცია - ეტაპიდან მეორეზე გადასვლა. პანდემიის თემა ყველას ცხობრებაში შემოვიდა. თითოეულს ხომ აქვს ამოცანა, რომ ემსახუროს საერთო ამოცანას, რომელიც საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს. ეს საუკეთესო შესაძლებლობაა. ვურჩევ, ნუ ჩაებღაუჭებიან იმას, რაც ფუჭია, ის აუცილებალდ დაენგრევათ. ჩაბღაუჭება კი იმას ნიშნავს, რომ ისინი სიახლისთვის მზად არ არიან. ვინც მიხვდება, რომ ამ ჩაჭიდებას მის შესანარჩუნებლად აზრი არ აქვს და ახლის შენებას დაიწყებს, გადარჩება. რეტროგრადულად მოაზროვნეებს კი დიდი ალბათობით თავზე დაენგრევათ ყველაფერი. ნებისმიერი კრიზისი ადამიანის ცხორებაში ნორმალური მოვლენაა. მხოლოდ კრიზისებზე ვითარდება ის, თუ კრიზისს განიხილავენ, როგორც განვითარების საშუალებას, მაშინ გარდამავალ ეტაპს გადალახავენ და განვითარების სხვა ეტაპზე გადავლენ, თუ არადა, ამ ქვეყნიდან გასვლა თუ არა წარუმატებლობა გარანტრებული ექნებათ. ღირს დაფიქრება!



ასევე ნახეთ:





რატომ არის 2021 წელი ასეთი მძიმე, რისთვის ემზადება სამყარო და როდისთვის გვპირდებიან პლანეტები ვითარების გაუმჯობესებას - ასტროლოგის პროგნოზი

როგორ აისახება ფიქრები და ემოციები ჩვენს ცხოვრებაზე - მეცნიერები შოკისმომგვრელ შედეგებამდე მიდიან





"კიბო არ არის მომაკვდინებელი, ის ბოლო გაფრთხილებაა, რომ..." - ამერიკელი ფსიქოლოგის საოცარი დასკვნა დაავადების მიზეზებსა და მკურნალობაზე

ყველა ავადმყოფობის სათავე ჩვენს ფსიქიკაშია - რომელ ავადმყოფობას რა იწვევს და როგორ უნდა მოვირჩინოთ თავი


სიღარიბის მშობელი მენტალიტეტია და არა ყოფა - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშია



მიეცი ადამიანებს უფლება, იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი - ჯეფ ფოსტერის გენიალური წერილი


1
1329
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1329
  
22 სექტემბერი, 13:08
მჩხიბავებიც გამოჩდნენ :)))
0 1 1