სისხლის სამართალი ორსულ ცოლს დანა 7-ჯერ ჩაარტყა, 6 შვილი მოკლა, გვამები დანით დაანაწევრა 2021, 22 სექტემბერი, 10:49
.
გამოძიება, რომელიც ერთ წელიწადს გაგრძელდა, სასჯელი, რომლის დადგენასაც ხუთი საათი დასჭირდა - ეს რიცხვები უკავშირდება არაადამიანური ქმედების ჩადენის სულ ათიოდე წუთს, როცა მამაკაცმა ორსული ცოლი და ექვსი მცირეწლოვანი (ერთიდან შვიდ წლამდე ასაკის) შვილი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას პროექტი „ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი“ ავრცელებს.
.
2015 წლის 26 ივნისის დილას, რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდში მცხოვრებ ოლეგ ბელოვს მეუღლესთან ჩხუბი მოუხდა. შემდეგ კი ათ წუთში, სიცოცხლეს მთელი ოჯახი გამოასალმა: ახალგაზრდა ორსული ცოლი და ექვსი შვილი: 7 წლის ალენა, 6 წლის ფედორი, 5 წლის სონია, 3 წლის ნიკიფორი, 2 წლის ილია და 1 წლის დაშა. , მკვლელობის შემდეგ, ბელოვი ერთი კვირის განმავლობაში ალაგებდა სახლს, რათა მოესპო დანაშაულის ყველანაირი კვალი. გვამები დანით მცირე ნაწილაკებად დაჭრა და ცელოფნის პარკებში გადაანაწილა. , 2015 წლის 4 აგვისტოს, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, ვერჰნეპეჩერსკაიას ქუჩის #9 სახლში პოლიციამ დანაწევრებული ცხედრები აღმოაჩინა. პოლიციამ ბელოვის უამრავ თითის ანაბეჭდსაც მიაგნო. , რა გახდა დანაშაულის ჩადენის მიზეზი?. მიზეზი იყო ის, რომ ცოლ-ქმარი ვერ შეთანხმდა ვარცხნილობაზე, თუ როგორ შეეჭრათ თავიანთი ვაჟისთვის თმა. რამდენიმე წუთში ბელოვმა მოთმინება დაკარგა და თავის 31 წლის ცოლს, იულია ზაიცევას სილა გააწნა. ქალმა შეჰკივლა და საშველად მეზობელთან გაიქცა. მეზობელი, ნატალია პონომარევა ამბობს, რომ ბელოვმა ცოლს მიაკითხა და უკან წაიყვანა. იულიამ პოლიციაში დარეკვა სცადა, მაგრამ მეუღლემ შეაჩერა. რამდენიმე წუთში პონომარევამ საზარელი კივილი და ბავშვების ტირილი გაიგონა, შემდეგ კი სრული სიჩუმე ჩამოწვა. . „რამდენიმე საათში, ჩემს ბინაში ოლეგი შემოვიდა და კალათით ჟოლო შემომიტანა“, - იხსენებდა პონომარევა, - მთხოვა, არავის გაეგო მათი ჩხუბის შესახებ და დააყოლა, რომ იულია და ბავშვები სოფელში გაემგზავრნენ, სადაც სექტემბრამდე დარჩებოდნენ“. , მეზობლის აღწერით, იულია წყნარი, კეთილი გულის ქალი იყო. ბელოვი კი, „გულჩათხრობილი, ჩუმი კაცი“. , 2014-15 წლებში პოლიციაში იულიას ნომრიდან 39 ზარი შევიდა. 2015 წლის ივნისში პოლიციას იულიამ 12 დღის განმავლობაში რვაჯერ დაურეკა. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, ბოლო ზარი 26 ივნისის დილას, 7 საათსა და 13 წუთზე შევიდა და სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა: , „მკლავს!“ პოლიცია, გისმენთ”... ბელოვმა სამზარეულოს დანას დასტაცა ხელი და შვილების თვალწინ ხუთჯერ ჩაარტყა ცოლს. შემდეგ ეცა ბავშვებს და სათითაოდ მოკლა ყველა - ისინი ზედმეტად პატარები იყვნენ იმისთვის, საკუთარი თავის დაცვა შეძლებოდათ. სასამართლო სხდომაზე ბელოვმა ბავშვების დახოცვის ფაქტი ასე ახსნა: არ სურდა ისინი ობოლთა თავშესაფარში დაეტოვებინა. , სასამართლოს დროს ჩატარებული ფსიქოლოგიური კვლევების მიხედვით, ბელოვს გონებრივი პრობლემები ჰქონდა, მათ შორის: „დომინირებისკენ მიდრეკლიება, საკუთარი გადაწყვეტილებების შეუმცდარობაში სრული რწმენა, ნეგატიურ მოვლენებზე ფიქსაციის ტენდენცია და დანაშაულის განცდის ნაკლებობა“. , თუმცა, ამ მკვლელობების დროს გადადგმული თითოეული ნაბიჯი განზრახ იყო ჩადენილი. სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიაში ბელოვმა იყიდა შუქის შეღწევისგან დაცული პოლიეთილენის პაკეტები, წებოვანი ლენტა და გადასაყვანი ქაფი, რათა შესასვლელი კარის ღრიჭოები ამოევსო და გვამების სუნს გარეთ არ გამოეღწია. სასამართლო დარბაზში ბელოვმა თქვა, რომ დანაშაულის ჩადენამდე ინტერნეტში უყურებდა ვიდეოებს, თუ როგორ შეიძლება ადამიანი მოკლა სწრაფად. , სასამართლოს მასალებში ასევე ჩანს, რომ 2010 წელს სხვა ჩხუბის დროს, იულიამ გაყრაზე დაიწყო ლაპარაკი, ქმარი გაბრაზდა და ნაჯახის ბლაგვი პირი თავში ჩაარტყა - შესაშინებლად. ამან გაჭრა. ქალმა შემთხვევის შესახებ პოლიციას არ განუცხადა. , 2015 წელს იულიამ პოლიციაში განაცხადა ცემის შესახებ, მაგრამ განცხადება მალევე უკან გაიტანა. სასამართლო სხდომაზე გამოსული მოწმის თქმით, ბელოვი ცოლს აშინებდა, ბავშვს თავს მოვაჭრი, თუ ბრალდებას უკან არ გაიტანო. , სასამართლოს მონაცემებით დასტურდება, რომ იულიას სერიოზულად ჰქონდა გადაწყვეტილი, გაყროდა ქმარს. განაცხადი სასამართლოშიც შეეტანა და პირველი მოსმენა 27 ივნისს იყო ჩანიშნული - მისი და ბავშვების მკვლელობიდან ერთი დღის მერე. , იულია პატარა ქალაქ კოვროვში გაიზარდა. ნიჟნი ნოვგოროდში სულ რვა წელიწადს დაჰყო. 24 წლის იყო, როცა 44 წლის ბელოვს გაჰყვა ცოლად და მათი პირველი შვილი ალენა მალევე დაიბადა. მკვლელობის მომენტში იულია მეშვიდე ბავშვს ელოდა. , ცოლ-ქმარი ქალაქის ცენტრთან ახლოს, პრესტიჟულ საცხოვრებელ კორპუსში სამ საძინებლიან ბინაში ცხოვრობდნენ. ბელოვი არ მუშაობდა და ყოველთვიურად იღებდა დახმარებას, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. ეს ბინა ბელოვის ოჯახს მთავრობამ გადასცა, როგორც მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც 3 შვილზე მეტი ჰყავდა. , იულია ძალიან აქტიურობდა ონლაინ, აქვეყნებდა თავისი დიდი ოჯახის ფოტოებს და ტოვებდა კომენტარს სხვადასხვა საკითხზე: ახალ ამბებზე, ისტორიაზე, პოლიტიკაზე. ხშირად ხუმრობდა. რეალურ ცხოვრებაში კი სრულიად სხვანაირი ადამიანი ჩანდა. მეზობელ პონომარევას დაკვირვებით, იულია თავისი ქმრის ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ვეგეტარიანელიც გახდა, ხორცს არც ბავშვებს აჭმევდა. , საოჯახო ფსიქოლოგი რუზანა არაკელიანი ამბობდა: „საგულისხმოა ის, რომ ქალისთვის იოლი უნდა იყოს ქმრისგან წასვლა, თუ ქმარი ურტყამს, შეურაცხყოფს, აუპატიურებს - ასეთ შემთხვევაში წასვლის გადაწყვეტილების მიღება ქალს არ უნდა გაუჭირდეს. თუმცა, ძალადობრივ ინციდენტებს ცვლის წყნარი ფაზები და ამ დროს ქალი ტირან ქმარში ძველ პრინცს ხედავს. აქედან გამომდინარე, ქალს ურთიერთობის დასრულება კი არ სურს, არამედ ამ ურთიერთობაში არსებული ძალადობის დასრულება, რაც, რა თქმა უნდა, არ შეიძლება მოხდეს, თუ იმავეს ტირანიც არ მოისურვებს, ტირანს კი, ცხადია, ასეთი რამ არასდროს უნდა“. , დაპატიმრების შემდეგ, ბელოვმა აღიარა მკვლელობები და დეტალურად აღწერა, თუ როგორ მოკლა ოჯახის წევრები. თუმცა, სასამართლოს დარბაზში ყველაფერი უარყო. სასამართლომ, წარმოდგენილი ნივთმტკიცებების საფუძველზე, ბელოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.176 1-ს მოსწონს
|