x
image
პოკაჰონტასი
ვინ არის თურქი მსახიობი მამაკაცი სერიალიდან "ერთხელ ჩუქუროვაში" (+ფოტოები)
image


სახელი და გვარი: ფურქან ფალალი
დაბადების თარიღი: 27 ოქტომბერი, 1986 წელი
დაბადების ადგილი: კონია, თურქეთი
ეროვნება: თურქი
პროფესია: მსახიობი, მოდელი
კარიერა: 2009 წლიდან
ზოდიაქო: მორიელი
სიმაღლე: 190 სმ
წონა: 81 კგ


ახალგაზრდა თურქი მსახიობი, ფურქან ფალალი, დაიბადა კონიაში, საშუალო კლასის ოჯახში. მისი მამა მცირე ბიზნესით იყო დაკავებული, ხოლო დედა დიასახლისი გახლდათ. ფურქანმა საშუალო განათლება მშობლიური ქალაქის კერძო სკოლაში მიიღო.


ფურქან ფალალი შვიდი წლის განმავლობაში თამაშობდა კონიასპორის საკალათბურთო გუნდში, რომელიც მაშინ თურქეთის მთავარი საკალათბურთო ლიგის ნაწილი იყო. 2000 წელს ის შეუერთდა ტოფაშის სპორტული კლუბის კონიის ფილიალს. საბოლოოდ კი, გუნდში ორი წლის თამაშის შემდეგ, ფურქანმა უარი თქვა კალათბურთელის კარიერაზე.


ფურქან ფალალი არის ანკარის ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტის გეოლოგიური ინჟინერიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. ასევე, მან გაიარა დრამის 6 თვიანი კურსი ანკარაში და სამსახიობო სწავლება თურქეთის ცნობილ მსახიობებთან, რის შემდეგაც, სწავლა განაგრძო მარმარას უნივერსიტეტის რადიოსა და ტელევიზიის ფაკულტეტზე, მაგისტრის ხარისხის მისაღებად.


სტუდენტობის წლებში, მეგობრების და ნათესავების რჩევით, ფურქანმა დაიწყო სამოდელო კარიერა ანკარის სამოდელო სააგენტოში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 2010 წელს, მან გააფორმა კონტრაქტი სელინ ბორონკაის სააგენტოსთან, რომლის მეშვეობითაც 1.5 წლის განმავლობაში მონაწილეობდა სხვადასხვა ჩვენებებში. თავდაპირველად, 2011 წელს, იგი თურქეთის საუკეთესო მოდელად შეირჩა, შემდეგ კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოდელიც გახდა. ამ სფეროში მიღწეული წარმატების შემდეგ, ფურქანმა მალევე მიიღო სამსახიობო შეთავაზებები მრავალ წარმატებულ პროექტში.


ფურქან ფალალის სატელევიზიო დებიუტი შედგა 2010 წელს, არასის როლით, სერიალში "Küçük Sırlar" ("პატარა საიდუმლოებები"), რასაც მოჰყვა ახალი პროექტები და ახალი წარმატებები.


ამ ეტაპზე, ახალგაზრდა მსახიობი ფიქრეტ ფეკელის როლს ასრულებს სასიყვარულო დრამაში "ერთხელ ჩუქუროვაში". იგი სერიალის გუნდს 2020 წლიდან შეუერთდა.


რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ფურქან ფალალი დაოჯახებული არაა. თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის სასიყვარულო ურთიერთობაშია, მელიქე იპექ იალოვასთან, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ განქორწინდა მეუღლესთან. ამავდროულად, ფურქანი და მელიქე (ასრულებს მუშგენის როლს) პარტნიორები არიან სერიალში "ერთხელ ჩუქუროვაში".



ფილმოგრაფია:


2010 - "Küçük Sırlar" ("პატარა საიდუმლოებები") (არასი)

2011 - "Adını Feriha Koydum" ("მე მას ფერიჰა დავარქვი") (მოდელი)

2012 - "Hayat Devam Ediyor" ("ცხოვრება გრძელდება") (გირაი)

2013 - "Son Yaz Balkanlar" ("გასული ზაფხული ბალკანეთზე") (არიფი)

2013 - "Aşk Emek İster" ("სიყვარულს ძალისხმევა სჭირდება")(დემირი)

2014 - "Kızılelma" ("წითელი ვაშლი") (მურად ალტაი)

2015 - "Son Çıkış" ("ბოლო გასვლა") (ქენალ ალტაი)

2016 - "No: 309" (ონურ სარიჰანი)

2018 - "Bir Mucize Olsun" ("დაე, იყოს სასწაული") (იჩიტ ტუმერი)

2019 - "Benim Tatlı Yalanım" ("ჩემი ტკბილი ტყუილი") (ნეჯატი)

2020 - "Bir Zamanlar Çukurova" ("ერთხელ ჩუქუროვაში") (ფიქრეტ ფეკელი)


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






ასევე დაგაინტერესებთ:



ვინ არის სელინ ჯენქი და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში (+ფოტოები)

image









0
596
შეფასება არ არის
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
596
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0