x
image
მაია 24
ამაღამდელი სიზმრები მნიშვნელოვანია, რადგან სავსემთვარეობაა ზოდიაქოს ყველაზე იდუმალ ნიშანში - რა უნდა იცოდეთ მომდევნო დღეების შესახებ
image


21 სექტემბრის სავსემთვარეობას ველოდებით თევზების ზოდიაქოში, ბოლო გრადუსში. სავსემთვარეობა წინა დღესაც იქონიებს გავლენას, ამიტომ ეს ორი დღე ფრთხილად და დაკვირვებით უნდა გაატაროთ. გაიხსენეთ, რა მოხდა 2021 წლის 13 მარტს, როცა ახალმთვარეობა იყო თევზების ნიშანში. შეიძლება ახლა დასრულდეს ის პროცესები, საქმეები, რაც მაშინ დაიწყეთ, ან მიიღოთ შედეგი, პასუხი.


22 სექტემბრამდე მზე ქალწულის ნიშანშია. ქალწული არის ყოველდღიური ვალდებულებების, საქმეების, მოსავლის დაბინავების, ჯანმრთელობის, საყოფაცხოვრებო წესრიგის ნიშანი.


სავსემთვარეობა ხდება თევზების ნიშანში, წყლის სტიქია, აქვეა თევზების მმართველი პლანტა ნეპტუნიც, ისიც წყლის სტიქია. თევზები ეს არის ღვთაებრივი სიყვარულის, ქველმოქმედების, საიდუმლოებების, იდეალების, მრწამსის, თანაგრძნობის სიმბოლო. ნეპტუნი არის ქიმიის, მუსიკის, პოეზიის, არომატების, სიზმრების, მედიტაციისა და რელიგიის მფარველი. ძლიერი ნეპტუნის გავლენით ადამიანი მკურნალიც შეიძლება იყოს, მედიუმიც, ფსიქოლოგიც, წმინდანიც, მსხვერპლიც, მისტიკოსიც და რომანტიკოსიც.



სავსემთვარეობა არის რაღაცის (საქმეების, სურვილების) დასრულების ეტაპი. გაიხსენეთ, რა დაიწყეთ მარტის დასაწყისში და შეიძლება ახლა მიიღოთ შედეგი. სავსემთვარეობა გვაძლევს შესაძლებლობას გავთავისუფლდეთ უსარგებლოსა და დრომოჭმულისგან, იმისგან, რაც სიამოვნებას აღარ გვანიჭებს. თევზების ნიშანი ყველას გვაქვს ასტროლოგიურ რუკაში და რა სფეროებში გექნებათ ცვლილებები ამას მოგვიანებით, სავსემთვარეობის პროგნოზში წაიკითხავთ. ახლა კი ვნახოთ რა ტენდენციები გველის სექტემბრის სავსემთვარეობაზე.


სავსემთვარეობაზე ემოციები მომატებულია და განსაკუთრებით ქალებში. მომატებულია ენერგიაც და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ვერ შეძლებთ დაძინებას. მიმართეთ ენერგია და დრო კეთილი საქმეების შესასრულებლად, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად (დახატეთ, დაწერეთ, გამოძერწეთ). გაგიძაფრდებათ ინტუიცია და მიხვდებით, რა შეგიძლიათ მიიღოთ მომავალში, რა გზას უნდა დაადგეთ. დააკვირდით შინაგან შეგრძნებებს, სიზმრებს (შეიძლება ფილმის ყურების დროსაც კი მოკრათ ყური თქვენთვის მნიშვნელოვან ფრაზას, პასუხს, თქვენს კითხვაზე). რადგან, როგორც უკვე გითხარით, სავსემთვარეობა დგება თევზებში, ყველაზე ინტუიციურ ნიშანში. ზოგიერთს მოგინდებათ შემოქმედებითი იდეების განხორციელება. ამ სავსემთვარეობამ შეიძლება მოგიტანოთ ახალი იდეები ხელოვნების სფეროებში ან ახალი სიყვარული. კარგი იქნება ქველმოქმედება, ლოცვა. მეტად გამოავლინეთ სიყვარული საკუთარი თავისა და გარშემო მყოფების მიმართ. ეცადეთ, შინ ჰარმონიული და ლამაზი გარემო შეიქმნათ.


დააკვირდით შეგრძნებებს, სიზმრებს, ინტუიციას, თუ ჯანმრთელობის მხრივ რამე გაწუხებთ, შეიძლება სხეულმა თავად გიკარნახოთ, მკურნალობის რომელ მეთოდს უნდა მიაქციოთ ყურადღება. გამორიცხული არაა, ამ სავსემთვარეობაზე გამჟღავნდეს საიდუმლოებები. გაიგოთ ის, რასაც საგულდაგულოდ გიმალავდნენ. თუმცა, თავადაც გაფრთხილდით, რომ არ გამოვლინდეს თქვენი ბნელი მხარე. შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, ვინც დიდი ხანი არ გინახავთ ან ეძებდით. ზოგიერთი კი მიაგნებს დიდი ხნის წინ დაკარგულ ნივთს.


გამოავლინეთ გარშემო მყოფების მიმართ თანაგრძნობა, მზრუნველობა. სიყვარული. თუ გულით იმოქმედებთ, გაგიადვილდებათ საერთო ენის გამონახვა მტრებთანაც კი. ზოგიერთი გააფორმებს მისთვის მნიშვნელოვან ხელშეკრულებას. შეთანხმებას, დოკუმენტს. ზოგი მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებას, იმ საქმეზე, რასაც აკეთებდით აქამდე ან დაიწყეთ მარტის ახალმთვარეობაზე.


როგორც უკვე გითხარით, სავსემთვარეობაზე მომატებულია ემოციურობა და ენერგია. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ყველაზე მეტი ავარია, საყოფაცხოვრებო ტრავმა ამ დღეს (პლუს/მინუს 2 დღე) ხდება. ამიტომ, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოთ. ამასთან, რადგან სავსემთვარეობა თევზებში ხდება და ნეპტუნიც აქტიურია, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი ალკოჰოლური და მათრობელა საშუალებების მიღებისგან. გაფრთხილდით მედიკამენტებთან (დოზირებასთან), ქიმიურ პრეპარატებთან, საყოფაცხოვრებო ქიმიასთან. გაუფრთხილდით ფეხებს, ტერფებს.


სავსემთვარეობის შემდეგ მთვარე კლებას იწყებს და ეს საუკეთესო პერიოდია მავნე ჩვევებთან (ალკოჰოლთან, მოწევასთან) დასამშვიდობებლად. გაძელით 21 დღე და მერე შეიძლება აღარც გაეკაროთ. კარგ შედეგს მოგიტანთ მედიტაცია, ლოცვები, სიკეთის კეთება (სიტყვით, ნივთით).


სავსემთვარეობა, რა თქმა უნდა, ყველა ნიშანზე იმოქმედებს, მაგრამ განსაკუთრებულად თევზებსა და ქალწულებზე აგრეთვე, ვერძისა და სასწორის პირველ დეკადაში დაბადებულებზე. კირჩხიბებსა და მორიელებს კარგი შედეგის, პასუხის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გელით.


კარგი იქნება, თუ სავსემთვარეობას ბუნებაში გაატარებთ, წყლის პირზე, მაგრამ მაინც ფრთხილად იქნებით (ნუ მოინდომებთ ზღვის გადაცურვას, განსაკუთრებით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ). ან თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. იყავით მადლიერი ყველაფერი იმისთვის, რაც გაქვთ. მოიცილეთ უარყოფითი თვისებები, შიშები და ნახავთ, რომ თქვენი ცხოვრება ჯადოსნურად შეიცვლება უკეთესობისკენ.

ბედნიერ სავსემთვარეობას გისურვებთ!



ასევე ნახეთ:



რატომ არის 2021 წელი ასეთი მძიმე, რისთვის ემზადება სამყარო და როდისთვის გვპირდებიან პლანეტები ვითარების გაუმჯობესებას - ასტროლოგის პროგნოზი

როგორ აისახება ფიქრები და ემოციები ჩვენს ცხოვრებაზე - მეცნიერები შოკისმომგვრელ შედეგებამდე მიდიან



"კიბო არ არის მომაკვდინებელი, ის ბოლო გაფრთხილებაა, რომ..." - ამერიკელი ფსიქოლოგის საოცარი დასკვნა დაავადების მიზეზებსა და მკურნალობაზე

ყველა ავადმყოფობის სათავე ჩვენს ფსიქიკაშია - რომელ ავადმყოფობას რა იწვევს და როგორ უნდა მოვირჩინოთ თავი


სიღარიბის მშობელი მენტალიტეტია და არა ყოფა - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშია



მიეცი ადამიანებს უფლება, იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი - ჯეფ ფოსტერის გენიალური წერილი

0
767
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
767
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0