x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ცნობილი ადამიანების სილამაზის ხრიკები წითელ ხალიჩაზე, რომელთა შესახებ მხოლოდ მათმა სტილისტებმა იციან

ცნობილების ყოველ გამოსვლას წითელ ხალიჩაზე ყოველთვის ათასობით ადამიანი ადევნებს თვალს, სწორედ ამიტომ, სტილისტები ყველაზე მეტს მუშაობენ იმისათვის, რომ მათი კლიენტები უნაკლოდ გამოიყურებოდნენ ფოტოკამერების წინ:

1. თმის ფერის პარიკები

ვარცხნილობისა და თმის ფერის ხშირი შეცვლა რა თქმა უნდა თმის სტრუქტურის დაზიანებას იწვევს, სწორედ ამიტომ, ცნობილები წითელ ხალიჩაზეც და ყოველდღიურადაც, პარიკებს ატარებენ.image

2. ფეხების კონტურინგი

გაგიკვირდებათ, და ფეხის კონტურინგიც არსებობს, მაგალითად, მერაია ქერის და ბლეიკ ლაივლის სტილისტი სწორედ ამ ხრიკს მიმართავს. იმისათვის, რომ ფეხები უფრო თხელი გამოჩნდეს, ბარძაყების შიდა მხარეს მუქ ტონალურ კრემს უსვას, რაც ჩრდილის ეფექტს ქმნის და ფეხებიც უფრო თხელი ჩანს.image

3. თვალის ჩრდილი ჭაღარის დასაფარად

მერაია ქერი სხვა ხრიკებსაც მიმართავს, მაგალითად, მისი სტილისტი თმაზეც ადებს თვალის ჩრდილს, ამით ღია ფერის თმაც იმალება და ვარცხნილობასაც მოცულობას ჰმატებს.image

4. საკონტროლო ფოტოსესია


წითელ ხალიჩაზე გამოსვლამდე, სტილისტები ცნობილებს ორჯერ უღებენ ფოტოს, ერთხელ ჩვეულებრივ განათებაზე დას მეორედ ფოტოკამერების ძლიერი განათების დროს. ამით იგებენ კაბას ლანდი ხომ არ გასდის, ან მაკიაჟი ხომ არ ირეკლება.image

5. ავტორუჯის რამდენიმე ფენა

რუჯის ექსპერტმა ჯეიმს რიდმა მოდელის, როუზი ჰანტინგტონ უაითლის იდეალური კანის საიდუმლო გაუზიარა ფანებს. საქმე იმაშია, რომ მნიშვნელოვანი გამოსვლების წინა დღეს, მოდელს სხეულზე ავტორუჯის 3 თხელ ფენას უსვამს, 10 წუთის ინტერვალით, ღონისძიების დღეს კი მხოლოდ კანის დამატენიანებელი დააქვს. ამგვარად რუჯი უფრო ბუნებრივი, გამძლე და ლამაზი გამოდის.image

6. ტონალური კრემი ფეხებისთვის

კჯრისტინა ჰენდრიკსი, რომელსაც ფაიფურივით თეთრი კანი აქვს, ფეხების იდეალური, ერთგვაროვანი ფერისთვის ტონალურ კრემს იყენებს. ის ჩვეულებრივ ლოსიონში ურევს ტონალურს და ფეხებზე ისვამს. მარტივია, იაფი და ჭკვიანური.image

7. კაბის ფერი კორექციის საცვლები

ამგვარ საცვლებს მხოლოდ სილუეტის კორექციისთვის არ იყენებენ. ცხელ დღეებში, იმისათვის, რომ ბარძაყები ერთმანეთს არ ეხახუნოს და უსიამოვნო შეგრძნება არ გამოიწვიოს, სტილისტები გამხდარ კლიენტებსაც ამ ხრიკს ურჩევენ.image

8. წებოვანი ლენტი დეკოლტესთვის

ღრმა დეკოლტის ტარება რა თქმა უნდა სახიფათოცაა, როცა ამდენი კამერა გიღებს, სწორედ ამიტომ, დეკოლტე თავის ადგილზე რომ გაჩერდეს, მას წებოვანი ლენტით აჩერებენ.image



0
420
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
420
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0