x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
წარმატების ფორმულა ამერიკელი ბიზნეს–ტრენერისგან

ამერიკელმა ბიზნეს–ტრენერმა ჟულენ სმიტმა 20 მარტივი და ღირებული რჩევის ფორმულირება მოახდინა, რომელიც როგორც ახალგაზრდებს, ისე იმ ადამიანებს დაეხმარება, ვინც პროფესიის შეცვლა და ბიზნესის სფეროში კარიერის გაკეთება გადაწყვიტა.

image

1. მსოფლიოს უნდა, რომსხვების მიერდადგენილ წესებზე იყოთ დამოკიდებული. დაწყებული საბანკო გადარიცხვებით – სილამაზის სტანდარტების და საოცარი დიეტებით დამთავრებული. დაკავდით თვითგანათლებით, იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რადგან გაუნათლებელი ადამიანების მართვა და მათგან ფულის გამოძალვა უფრო ადვილია. კარგი განათლება კი, დამოუკიდებლობის, ბედნიერების და გამდიდრების გარანტიაა.


2. ბრმად ნუ ენდობით საგანმანათლებლო ინსტიტუტებს. ვიდრე ისინი სასწავლო გეგმებს ადგენენ, სისტემა ძველდება. სწავლა და პატივისცემის დამსახურება უკეთესია ლიდერობის და არა ვინმეს კუდში დევნით.


3. იმდენად ბევრი იკითხეთ, რამდენიც თქვენთვის იქნება შესაძლებელი. დაეუფლეთ სწრაფი კითხვის და დამახსოვრების ტექნიკას. თუმცა, ამის გარეშეც შეიძლება კვირაში 1 წიგნის წაკითხვა.


4. შეეცადეთ ურთიერთობა გქონდეთ ყველასთან და არა მხოლოდ რჩეულებთან. გახდით ურთიერთობების დიდოსტატი. ისწავლეთ ადამიანში იმის აღმოჩენა, რაც თქვენ მოგწონთ და როდესაც დაგჭირდებათ ამ თვისების ადამიანი, მას მიმართეთ.


image5. ნუ დაკარგავთ დროს მოკრძალებულობაზე. თავმდაბლობა — რწმენაა, რომლის დროსაც, თქვენ თენხმდებით პროცესზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ჭეშმარიტება კი საწინააღმდეგო მხარეს არის.


6. თუ რამე არ მოგწონთ, ვინმესთან ურთიერთობაში, თქვენ თავის დაღწევას, მხოლოდ მასთან ურთიერთობის გაწყვეტით შეძლებთ.


7. შეეცადედ მაქსიმალურად ხშირად გქონდეთ ურთიერთობა ადამაიანეთან, რომლებიც ასაკით თქვენზე უფროსები არიან. მათთან ურთიერთობის ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ მათ უკვე იციან ის, რაც თქვენთვის ცნობილი მოგვიანებით გახდება.


8. ეძებეთ ადამიანები, რომლებიც თქვენთვის საინტერესო სფეროში, უკეთესად ერკვევიან და მათთან გაატარეთ დრო. ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მნიშვნელოვანია შედეგიც: აღარ იქნებით საშუალო ჯგუფში, — გახდებით საუკეთესო, მაგრამ, ეს იმ შემთხვევასი, თუ იქნებით ამბიციური, მგრძნობიარე და გულისხმიერი.


9. დროთა განმავლობაში, თქვენ უფრო კონსერვატორი გახდებით. ეს ფაქტია. თქვენი გარემოცვა ბუშტის მაგვარ რაღაცას შექმნის, რომელიც «სტატუს კვოს» (მიმდინარე საქმეების მდგომარეობა) შენარჩუნების გარანტი იქნება. ამიტომ, ყველა სახის გიჟური იდეის რეალიზაცია ახალგაზრდობის ასაკში უნდა შეძლოთ, რადგან შემდეგ, სიფრთხილის გამო, ექსპერიმენტების ჩატარების სურვილი აღარ გექნებათ.


image10. მაქსიმალურად შეამცირეთ ხარჯები. ეს დაგეხმარებათ იმ იდეების განხორციელებაში, წინა პუნქტში რომ იყო საუბარი.


11. სტატუსის, საგნებით და უძრავ-მოძრავი ქონებით ამაღლების ნაცვლად, აიმაღლეთ გამოცდილებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პარიზში გამგზავრება უკეთესი იდეაა, ვიდრე ანტიკვარული კარადის ყიდვა. კვლევა აჩვენებს, რომ ასეთი არჩევანი, ცხოვრებისგან მიღებული კმაყოფილების დონის გაზრდას უწყობს ხელს, რაც შრომის ნაყოფიერებაზე აისახება.


12. თუ ხელმოკლედ ცხოვრობთ, მოაგვარეთ საკუთარი ფინანსური მდგომარეობა. გამოიყენეთ ინტერნეტი, ის დაგეხმარებათ აუქციონზე რაღაცის იაფად შეძენაში. თუ დღეს მხოლოდ ხელფასით ცხოვრობთ, ჯერ მომდევნო 1 თვე დაგეგმეთ, — როდესაც საქმეები უკეთესად წაგივათ, დაგეგმეთ 3 თვე, შემდეგ, 6 და ბოლოს 1 წელი. მიზანი — იმ მომენტამდე მიღწევა, როდესაც 5 წლის წინასწარ დაგეგმვას შეძლებთ.


13. ისწავლეთ დაგეგმარება. ეს კარგად ავითარებს ლოგიკურ აზროვნებას, მეხსიერებას და წარმოსახვის უნარს.


14. დაიცავით თავი ჭარბი წონისგან. ეს ძალიან ცუდი რამ არის, რაც წარმატების მოპოვების მსურველ ადამიანს შეიძლება შეემთხვეს.


image15. ისწავლეთ კერძების მომზადება. სამზარეულოში «ტრიალის» უნარ-ჩვევები თქვენს ცხოვრებას ძალიან გაამარტივებს: ჯერ ერთი კვება ყოველდღიური საქმიანობა კი არა, სასიამოვნო დროის გატარება იქნება და ფულსაც დაზოგავთ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია (რაც მზა კერძი და მისი სახლში მოტანა ჯდება, შეგიძლიათ იგივე თანხით, რამდენიმე დღის პროდუქტი შეიძინოთ).


16. ყოველთვის კარგად გამოიძინეთ. ძილი და კერძების მომზადება ცოდნა ჭარბი წონისგან დაგიცავთ. თუ ფიქრობთ, რომ «იმ ქვეყნად გამოვიძინებ» ან «ჯერ კიდევ ბევრი საქმე მაქვს, ძილისთვის დრო არა მრჩება», მაშინ გეტყვით — «გამოუძინებელი – არაეფექტურია», ძილისთვის გამოყოფილი დროს შემცირება არანაირად არ დაგეხმარებათ.


17. იქონიეთ ყოველდღიური ჩანაწერების დღიური. ნუ ენდობით თავის ტვინში ჩამონტაჟებულ მეხსიერებას. ენდეთ მხოლოდ ჩანაწერებს.


18. დაისახეთ დიდი მიზანი და დახმარების შანსი მიეცით შემთხვევითობას (ფორტუნას). მას თუ არ დაისახავთ, რაღაც, რა თქმა უნდა მოხდება. თუმცა, თუ დაისახავთ — შანსები გაიზრდება.


19. გახდით რამეში პროფესიონალი. დახარჯეთ 5 წელი, რომ რამე ისწავლოთ. შემდეგ, თუ მოინდომებთ სხვა სფეროში მოღვაწეობას, — პროფესია შეიცვალეთ. მაგრამ, თავიდან რამე აირჩიეთ.


20. ნუ ეცდებით სხვების გადაკეთებას. უკეთესია, ისეთები ადამიანი იპოვოთ, ვინც თქვენს მოთხოვნებს შეესაბამებ.


image

არხის სხვა სიახლეები:


10 სულელური მითი, რომლისაც ფილმების გამო გვჯერა


ანეკდოტები და ფრაზები კარგი განწყობისთვის


ეს დიეტა იაპონიაში იმდენად პოპულარული გახდა, რომ ქვეყანაში ბანანის დეფიციტი შეიქმნა


სამოთხე ნარკომანებისთვის – ეპოქა, რომელშიც «მთავარი წამალი» ჰეროინი, ოპიუმი და მორფინი იყო


30 სასაცილო და საინტერესო ფოტო, გუნება–განწყობის ასამაღლებლად


ჩაიწერეთ და სულ თან ატარეთ – სამყაროს 8 უნივერსალური კანონი


პენსიაზე 22 წლის გოგონას სხეულით – მეცნიერებმა მარადიული ახალგაზრდობის «ელექსირს» მიაგნეს

0
135
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0