x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მინდა რაღაც ვთქვა მიტროპოლიტ ანდრია გვაზავაზე" - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი

image


პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მიტროპოლიტ ანდრია გვაზავასთან დაკავშირებით საგანგებო პოსტს ავრცელებს, რომელსაც ასევე თქვენ უცვლელად გთავაზობთ: "მინდა რაღაც ვთქვა ამ ყველაფერზე, მასზე (მიტროპოლიტ ანდრია გვაზავაზე), ფარისევლობაზე და სიყალბეზე, მაგრამ რაღაც შინაგანი მიჭერს და მბორკავს. არადა ჩემი შემაკავებელი, რომ რაც მინდა ვთქვა, არაფერი არსებობდა აქამდე. სჯობს არაფერი ვთქვა და უბრალოდ ველოდო ასევე შინაგან ხმას, რომელიც ოდესმე ეკლესიისკენ (და არა ღმერთისა და რწმენისკენ) მომაბრუნებს. თუმცა ნაწილობრივ უკვე ვთქვი რაც 2007 წელს უნდა მეთქვა მისთვის. სუს-ის ფაილებიდან [16.05.20, 16:41:40] Akaki Nemsadze: გორის და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ, ძმასთან გია გვაზავასთან საუბრისას უარყოფითად შეაფასა პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილის და პოლიტიკური პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგი უგულავას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების ფაქტი. მიტროპოლიტის თქმით, ზემოხსენებული პიროვნებების პატიმრობიდან გათავისუფლება უარყოფითად აისახება მოქმედი ხელისუფლების იმიჯზე და მნიშვნელოვნად შეილახება პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” ავტორიტეტი, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად იმოქმედებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე" - წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.





0
617
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
617