ფოტოგრაფია ფოტოებზე ასახული 10 ფაქტი, რომლის ახსნაც შეუძლებელია 2021, 22 ოქტომბერი, 9:22 ფოტოაპარატის გამოგონების შემდეგ, ადამიანები, ალბათ ფიქრობდნენ, რომ მათ, მომხდარი ფაქტის აღბეჭდვის შემთხვევაში, არაფერზე ფიქრი არ დასჭირდებოდათ. ბოლოს და ბოლოს, გამოსახულებაზე ხომ ის ფიქსირდება, რაც ფოტოგრაფის თვალწინ ხდება?.. და სამკითხაოც არაფერია! თუმცა, ამ ლოგიკური ვარაუდის მიუხედავად, ზოგიერთ ფოტოსურათს ახსნა არა აქვს! ეს ფოტოები უკვე ათწლეულებს ითვლიან, მაგრამ ახლაც კი, რთული კი არა, შეუძლებელია, იმის ახსნა, რაც მათზეა ასახული. შედეგად, ამ ფოტოების ირგვლივ, უამრავი გამოცანა და მითი გაჩნდა და ახლა უკვე რთულია, იმის გარკვევა, სად ტყუილია და სად მართალი... 1. მონსტრი ავსტრალიის წყლებში. 1964 წ, კუინზლენდი, ავსტრალია როგორც ცნობილია, ავსტრალიაში უამრავი გველი და სახიფათო მწერია. მაგრამ, არც მისი სანაპირო წყლებია უსაფრთხო... და ვიდრე გაქცევით თავს უშველიდნენ, გაბედულმა ადამიანებმა ეს სურათი გადაიღეს. 2. თანამგზავრი, რომელიც არავის ეკუთვნის შავი რაინდი – ასე ეძახიან ამოუცნობ თანამგზავრს, რომელიც დედამიწის ორბიტაზე მოძრაობს. წლების წინ, ის პირველად რომ დააფიქსირეს, კოსმოსურმა ქვეყნებმა ერთმანეთში გაიკითხედ და მისი პატრონი ვერ იპოვეს. ზოგი იმასაც ამბობს, რომ თანამგზავრი უცხოპლანეტელებს ეკუთვნის და მას ისინი, ჩვენზე დაკვირვებისთვის იყენებენ. 3. ჰესდალენის ნათება, ნორვეგია როგორც ცნობილია, ნორვეგია საუკეთესო ადგილია ჩრდილოეთის ციალზე დასაკვირვებლად. ხოლო, ჰესლადენის (ტრონფეიმის მახლობლად) იდუმალი ნათება, კიდევ ერთი მიზეზია სკანდინავიაში ჩასასვლელად. 4. დინოზავრი სამოქალაქო ომის დროს. 1861–1865 წწ. აშშ ითვლება, რომ დინოზავრები, პლანეტაზე ადამიანების გამოჩენამდე, დიდი ხნის წინ ამოწყდნენ. თუმცა, ამ ფოტოზე, რომელიც სამოქალაქო ომის დროს არის გადაღებული, ჩანს რომ ჯარისგაცები რაღაც არსებასთან დგანან, რომელიც პტეროდაქტილს (ლათ. Pterodactylus) გვახსენებს. 5. ადამიანი, რომელიც უცხოპლანეტელებს შეხვდა. 1967 წ. ტეხასის შტატი, აშშ ხანგრძლივი დროის მანძილზე, ზოგიერთები ამტკიცებდნენ, რომ უცხოპლანეტეებთა ჰქონდათ კონტაქტი. თუმცა, მათ არავინ უჯერებდა... და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სტეფან მიხალაკმა მტკიცებულება წარადგინა, ადამიანებმა ყურადღების გამახვილება დაიწყეს ამ ფაქტებზე. 6. გოლიათის მუმიფიცირებული თითი ფულის ბანკნიტის მოცილების შემთხვევაში, ადამიანი იფიქრებს, რომ ეს ჩვეულებრივი მუმუფიცირებული თითია. თუმცა, ეს, დღევანდელი რეალობისთვის, წარმოუდგენლად დიდი თითია, რომელმაც სერიოზული კითხვები გააჩინა, როდესაც მესაფლავეებმა იპოვეს. 7. «დამბო» ხეზე ამ ფოტოს შესახებ, არაფერია ცნობილი. როგორ მოხვდა საწყალი სპილო ფრინველის ბუდეში, – ვინ და რატომ ჩასვა იქ... ან იქნებ ეს ვინმეს ხუმრობაა? ამას, ალბათ, ვერასდროს გავიგებთ. მაგრამ, არასდროს დაგვავიწყდება, რომ ფრინველის ბუდეში სპილო ვნახეთ. 8. მობილური ტელეფონი, მის გამოგონებამდე შესაძლებელია, ეს ფოტო მუნჯი კინოს მოყვარულებისთვის ცნობილი იყოს, რადგან ის, ჩარლი ჩაპლინის მიერ, 1928 წელს გადაღებული ფილმის ერთ–ერთი კადრია. ფოტოზე, თითქოს ყველადფერი ლოგიკურია, ეტლში შებმული ზებრის გარდა. თუმცა, ასე არ არის. კიდევ უფრო დიდი «ამოვარდნა», უკანა ფონზე მიმავალი ქალია, რომელიც მობილურ ტელეფონზე საუბრობს. 9. უცხოპლანეტელების «შემოსევა». 1997 წ. ფენიქსი, აშშ ეს მოვლენა უამრავმა ადამიანმა დააფიქსირა და როდესაც მსგავს რამეს ხედავ, ერთადერთი, რაც თავში მოგდია, – უცხოპლანეტელები არიან. მსგავსი ამბავი 50–იან წლებშიც მოხდა. მაშინ აშშ–ს ხელისუფლებამ, ეს ფაქტი, ცაში სამეცნიერო ზონდების გაშვებით ახსნა. 1997 წ. მომხდარი ფაქტის ახსნა კი, არავის უცდია. 10. ბაბუა მისალოცად მივიდა... ყოველგვარი კონტექსტის გარეშე, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ხანდაზმული ქალბატონის ფოტოსურათ, რომლის უკანა ფონზე, ვიღაც შემთხვევით მოხვდა. თუმცა, ამ სურათის გადაღების მომენტისთვის, ქალი უკვე 13 წლის ქვრივი იყო, ხოლო, ადამიანი უკანა ფონზე, – მისი გარდაცვლილი მეუღლე იყო... არხის სხვა სიახლეები:887 3-ს მოსწონს
|