სხვა ნაყინი საუზმეზე? თუ რატომ უნდა მივირთვათ, იაპონელი მეცნიერები გვეტყვიან 2021, 16 სექტემბერი, 16:27 ინტერნეტში თავისუფლად შეძლებთ მოიძიოთ რჩევები იმის შესახებ თუ ჯანსაღად როგორ უნდა ისაუზმოთ. ზოგიერთმა რეკომენდაციამ შესაძლოა გაგაკვირვოთ, სხვები კი – უბრალოდ სასაცილოდ მოგეჩვენოთ. თუმცა, დღეს, სტატიაში ნამდვილად საოცარ ახალ ამბავს გთავაზობთ საუზმის შესახებ. თანახმად კვლევისა, რომლის შედეგებიც ჟურნალში Body and Soul გამოქვეყნდა, საუზმეზე ნაყინის მიღება ხელს უწყობს თქვენს ინტელექტუალურ განვითარებას. დიახ, ნამდვილად არ მოგესმათ. თუ საუზმეზე ამ უგემრიელეს ცივ ნუგბარს მიირთმევთ, მისგან საოცარ ბონუსებს უნდა ელოდოთ. კვლევები ტარდებოდა პროფესორ იოშიჰიკო კოგას ხელმძღვანელობით კიორინის უნივერსიტეტში (ტოკიო).ექსპერიმენტში მონაწილეთა ნახევარი ყოველ დილით 3 სუფრის კოვზ ნაყინს ჭამდა. მოხალისეთა მეორე ნახევარი კი ჩვეულებრივ საუზმობდა. საუზმის შემდეგ ყველა მონაწილე ტესტებს აკეთებდა კომპიუტერში. როგორც აღმოჩნდა, ისინი, რომლებიც ნაყინს მიირთმევდნენ, უფრო მშვიდად იყვნენ. აღენიშნებოდათ ყურადღების უკეთესი კონცენტრაცია და შესაბამისად, გაცილებით სწრაფად ამუშავებდნენ მიღებულ ინფორმაციას და ასრულებდნენ ტესტებს. როგორც პროფესორი კოგა აღნიშნავს, ნაყინი პოზიტიურად მოქმედებს ყურადღების მობილიზებაზე და აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. პროფესორი იოშიჰიკო კოგა სპეციალისტია ფიზიოლოგიის დარგში. მან კლინიკური ექსპერიმენტების მთელი სერია ჩაატარა და საკმაოდ საინტერესო შედეგები მიიღო. მოგვიანებით კვლევები ცივი წყლის გამოყენებით გაიმეორა. ექსპერიმენტის მონაწილეებს გაღვიძებისთანავე უნდა დაელიათ ერთი ჭიქა ცივი წყალი. ამ შემთხვევაშიც აღინიშნა ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება. თუმცა, მაჩვენებლები არ იყო ისე მკვეთრად გამოხატული, როგორც ნაყინის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ნაყინში, რომელიც ბავშვობიდან ასე ძალიან გვიყვარს, არის რაღაც განსაკუთრებული. სავსებით შესაძებელია, რომ ეს მთელი საიდუმლო უკავშირდებოდეს ჩვენს ემოციურ დამოკიდებულებას ამ ნუგბარის მიმართ. იმისთვის რომ ნაყინით ყოველდღიური საუზმის სარგებელი განისაზღვროს გრძელვადიან პერსპექტივაში, ნამდვილად აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარება. მანამდე კი...
ასევე დაგაინტერესებთ: ამ საშუალებამ მისი სიცოცხლე იხსნა – როგორ დაამარცხა ირლანდიელმა დენ მაქ დონალდმა მე-4 სტადიის სიმსივნე 9 მარტივი საშუალება ძვლოვანი სისტემის გასაძლიერებლად – როგორ ვებრძოლოთ ოსტეოპოროზს ფეტვის 5 საოცარი თვისება, რომლის შესახებაც არ გსმენიათ მეცნიერებმა მკერდის კიბოს გამომწვევი ძირითადი მიზეზები დაასახელეს 5 ვარჯიში ხერხემლისთვის, რომელიც ტკივილისგან გაგათავისუფლებთ მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც დაამარცხებს დიაბეტს, ალცჰეიმერსა და გაფანტულ სკლეროზს ნეირობიოლოგი მარკ მეტსონი ხსნის, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პერიოდული მარხვა 84 5-ს მოსწონს
|