დიეტოლოგია ეს დიეტა იაპონიაში იმდენად პოპულარული გახდა, რომ ქვეყანაში ბანანის დეფიციტი შეიქმნა 2021, 17 სექტემბერი, 9:01 დიეტის უამრავი ვარიანტი არსებობს, რომელსაც რეალურად შეუძლია, ადამიანს ჭარბი წონის მოცილებაში დაეხმაროს. მაგრამ, დიეტის დაცვის დროს, მთავარი მხოლოდ წონის შემცირება არ არის! შეგვიძლია, მაგ., კეტო–დიეტა დავიცვათ, ან ჩვენთვის შესაფერისი მონო–დიეტა ავირჩიოთ. მაგრამ, ყველაზე მთავარი ის არის, − მოგვეწონება თუ არა ის, რისი ჭამაც მოგვიხდება?! და ამ ფონზე, ბანანის დიეტა, ნამდვილად რომ, გემრიელად ჟღერს – ვის არ უყვარს ეს ხილი (სინამდვილეში, კენკრა)?.. და გამოხმაურების მიხედვით, ეს დიეტა, მართლაც რომ კარგ შედეგს იძლევა. პირველად ამ მეთოდით გახდომის შესახებ, 2008 წ. იაპონიაში ალაპარაკდნენ. ბანანის დიეტა ჰიტოსი ბატანაბმა და მისმა მეუთლემ სუმიკომ შექმნეს. ჰიტოსი პროფილაქტიკურ მედიცინას საწვლობდა, ხოლო მეუღლე ფარმაცევტი იყო. მამაკაცმა ბანანის დიეტით, 17 კგ. დაიკლო. ხოლო, მას შემდეგ, რაც ამის შესახებ სოციალურ ქსელებში დაწერა, ქვეყანაში ბანანის მწვავე დეფიციტი შეიქმნა. როგორც უკვე მიხვდით, დიეტის მთავარი ინგრედიენტი – ბანანია. მისი მთავარი პრინციპი კი, იმაში მდგომარეობს, რომ ყოველ დილით, 2 ბანანი უნდა მიირთვათ, 2 ჭ. თბილ წყალთან ერთად. დღის დანარჩენი რაციონი მსუბუქ და ჯანსაღი საკვებისგან უნდა შედგებოდეს. ალბათ, ბევრს გაუჩნდება კითხვა წყალთან დაკავშირებით. ამიტომ, აქვე განვმარტავთ, რომ თბილი წყალი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და ორგანიზმიდან ტოქცინები გამოჰყავს. რაც შეეხება თავად დიეტას, ის ეფექტური იმიტომ არის, რომ ბანანი დიდი რაოდენობით მინერალებს და ვიტამინებს შეიცავს, რომელიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. ერთი საშუალო ბანანის შემადგენლობა კი ასეთია: კალიუმი: 450 მგ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთი ბანანი ორგანიზმს, В6 ვიტამინის დღიური ნორმის 35%, С ვიტამინის 20% და მაგნიუმის 10% უზრუნველყოფს. მაგრამ, ბანანის დიეტის ყველაზე დიდი უპირატესობა, სხვა დიეტებთან შედარებით, იმაში მდგომარეობს, რომ ბანანი დიდი რაოდენობით კალიუმს შეიცავს, რომელსაც ორგანიზმიდან სითხის გამოყვანა შეუძლია. გარდა ამისა, ის თავის ტვინსთვის ჟანგბადის მიწოდების პროცესს აუმჯობესებს, უდიდეს როლს ასრულებს უჯრედების კვებაში, აუმჯობესებს გულის კუნთის მდგომარეობას, აბალანსებს არტერიულ წნევას და ა. შ. საუზმე ყოველთვის ერთი და იგივეა: 2 ბანანი და 2 ჭიქა თბილი წყალი; 3 დღიანი დიეტა თუ წონის დაკლება სასწრაფოდ გინდათ, შეგიძლიათ ბანანის 3 დღიანი დიეტა დაიცვათ. მაგრამ, დიეტის დაწყების წინ, კონსულტაცია ექიმთან გაიარეთ! რადგან მკაცრი დიეტის დაცვის მომხრე, არც თერაპევტები არიან და არც ექიმი–დიეტოლოგები. თუმცა, ექსპრეს–გახდომაში, ეს დიეტა ნამდვილად რომ დაგეხმარებათ. ამ მეთოდით გახდომას თუ გადაწყვეტთ, 3 დღის მანძილზე მხოლოდ ბანანი უნდა მიირთვათ და წყალი სვათ. გარდა ამისა, შეგიძლიათ მიიღოთ 3-4 ჭ. ნაკლებად ცხიმიანი რძე ან უცხიმო მაწონი. 7 დღიანი დიეტა შენიშვნა: ქვემოთ მხოლო სადილის და ვახშმის მენიუა წარმოდგენილი. რაც შეეხება საუზმეს, ის ყოველთვის ერთნაირია – 2–3 ბანანი (ზომას გააჩნია) და 2 ჭ. თბილი წყალი. I დღე სადილი: ბრინჯი მოთუშული ბოსტნეულით, ან ახალი სალათით. ვახშამი: ბოსტნეულის სუპი ან გრილზე მომზადებული ქათმის მკერდი, თეთრი და მწვანე ფერის ბოსტნეულით. II დღე სადილი: უცხიმოდ მომზადებული თინუსი, კარტოფილის პიურე და პომიდორი. ვახშამი: მყარი ხარისხის პასტა, მოთუშული ბოსტნეულით. III დღე სადილი: ბოსტნეულის სუპი ან გრილზე მომზადებული ქათმის მკერდი და კიტრი. ვახშამი: თევზი და გრილზე მომზადებული, ან მოთუშული ბოსტნეული. IV დღე სადილი: ბრინჯი ისპანახით და მოხარშული ჭარხლის სალათი. ვახშამი: ქამასოკო გრილზე და ორაგულის სტეიკი. V დღე სადილი: ბოსტნეულის სუპი და ერთი ნაჭერი გახუხული პური. ვახშამი: მოხარშული ქათმის ფრთა, კომბოსტოს სალათი, კიტრი და მწვანე ხახვი. VI დღე სადილი: თევზის სუპი და ერთი ნაჭერი პური. ვახშამი: ქათმის მკერდი და ბოსტნეულის სალათი. VII დღე სადილი: ფრინველის ხორცი გრილზე და მოხარშული ბოსტნეული. ვახშამი: გამომცხვარი ბადრიჯანი, კიტრი ან კომბოსტოს სალათი. ასეთი დიეტა, მხოლოდ პირველ 3 დღეში, 3 კგ. ჭარბი წონისგან გაგათავისუფლებთ. ხოლო, 7 დღიანი ვარიანტის შემთხვევაში, 4 კგ–ს დაიკლებთ. გარდა ამისა, დიეტა თქვენი ორგანიზმის მსუბუქად და ბუნებრივად გაწმენდას უზრუნველყოფს. აქვე გთავაზობთ ბანანის კიდევ ერთ დიეტას, რომლის მენიუ მხოლოდ ბანანისგან შედგება. ასევე, საღამოს საათებში, შეგიძლიათ 1 ჭიქა უცხიმო კეფირიც მიიღოთ. აღსანიშნავია, რომ ამ დიეტაში შეზღუდვა არ არსებობს და რამდენიც გინდათ, იმდენი ბანანი შეგიძლიათ მიირთვათ. დიეტოლოგები ამბობენ, რომ თუ ადამიანს შიმშილის გრძნობა აწუხებს და მას ბანანის ჭამა არ უნდა, ე. ი. მშიერი არა არის. ამიტომ, უნდა დაიცადოთ და შემდეგ ბანანი მიირთვათ. გაგრძელება >>>
არხის სხვა სიახლეები:ანეკდოტები და ფრაზები კარგი განწყობისთვის რა ხდებოდა ოსმალეთის სულთნის ჰარემში? – რეალური ფაქტები «ვაქცინა მხოლოდ 6 თვის მანძილზე მოქმედებს» – განაცხადა ისრაელის COVID–მენეჯერმა 30 სასაცილო და საინტერესო ფოტო, გუნება–განწყობის ასამაღლებლად გლორია პირესი – რატომ დატოვა ბრაზილიური სერიალების ვერსკვლავმა სამშობლო და როგორ ცხოვრობს ახლა? ყველაზე კეთილი და დიდსულოვანი ადამიანები – ანგელოზის სულის მქონე 3 ზოდიაქოს ნიშანი 758 4-ს მოსწონს
|