x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"შენ ზევითა ხარ, მე ქვევიდან… ისე მათრია, ამ წუთამდე ვერ გავიგე რას მერჩის…" - ვისზე საუბრობს ინგა გრიგოლია

image


"ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციის" წამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და იმის შესახებ წერს თუ როგორ უყვირა მას ტელეფონში ბოლო ხმაზე პარლამენტის ყოფილმა წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ის და მისი ტელეკომპანია სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა: "დიმიტრი ლორთქიფანიძეს მოვუთაგივარ. აიღე ტელეფონიო. ეთერში ვიყავი(გეთქვათ ვინმეს მისთვის), ’ ეთერის მერე ვურეკავ და მიკივის, შენ როგორც დირექტორს, პასუხს მოგთხოვო – (იმ სუსის კრებსში ყოფილა. ოღონდ აზრზე არ ვიყავი), უთხარით ვინმემ, მე არ ვარ დირექტორი (უკვე კაი ხანია), მერე-საინფორმაციოს უფროსი ხარო, ვუთხარი, არ ვარ მე ის, შენ ვინც გგონივარ, არც საინფორმაციოს უფროსი ვარ, პატარა ადამიანი ვარ ამ ტელევიზიაშითქო და მაინც მიკივლა, უნდა გიჩივლოო და რა გავაკეთო? შენ ზევითა ხარ, ბატონო დიმიტრი და მე ქვევიდან. ერთი რიგითი, არაპრომაკოველი, აბა, როგორ აგიმღვრევ წყალს? მოკლედ, ისე მათრია, ამ წუთამდე ვერ გავიგე რას მერჩის და თან დირექტორი ვგონივარ ა, კიდე ინგა გრიგოლიაო, გაგიჟდა ეს მგონი, პრიმაკოვიჩი"- წერს ინგა გრიგოლია. შეგახსენებთ, რომ პრორუსი უფლებადამცველის გაღიზიანება გუშინ, "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ კრებსებში მისი გვარის ხსენებას მოჰყვა, სადაც ის სუს-ის "დანოსების" მიხედვით, ივერი მელაშვილს მკვლელობით ემუქრებოდა. ლორთქიფანიძის თქმით, ის აღნიშნულ ტელეკომპანიასთან დაკავშირებას ცდილობდა თუმცა უშედეგოდ. მისივე თქმით, "ტვ პირველმა" სიუჟეტი ეთერში ისე გაუშვა, რომ მას, როგორც ბრალდების მთავარ ფიგურანტს, არც კი დაკავშირებია – ამის შესახებ დიმიტრი ლორთქიფანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: "ინგა გრიგოლია, უპასუხე ჩემს ზარს, გირეკავ!!! შენი ჟურნალისტები უტიფრად ცრუობენ პირდაპირ ეთერში, რომ თითქოს, მე მათ ზარებს არ ვპასუხობ!!!! ეს ტყუილია!!!! ველაპარაკე ყველას, ვინც დარეკა, მათ შორის მიშა სესიაშვილს, "ფორმულას" ჟურნალისტს, "ობიექტივის" ჟურნალისტს პრესის ჟურნალისტებს!!!!!" – ვკითხულობთ უფლებადამცველის პოსტში.



0
899
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
899