x
image
პოკაჰონტასი
13 საინტერესო ფაქტი რომის პაპზე, რომელიც შესაძლოა არც იცოდეთ
image


1. რომის პაპი, ფრანცისკე, პირველი ლათინოამერიკელია, რომელიც ხელმძღვანელობს რომის კათოლიკურ ეკლესიას. იგი წარმოშობით არგენტინიდანაა, კერძოდ ბუენოს აირესიდან. ფრანცისკე, ასევე ცნობილია, როგორც ხორხე მარიო ბერგოლიო. იგი, ასევე პირველი პაპია იეზუიტთა ფრაქციიდან, რომელიც ეკლესიას ხელმძღვანელობს.

image




2. სანამ Villa Devoto-ს საეპარქიო სემინარიაში შევიდოდა, პაპმა ფრანცისკემ დაამთავრა სპეციალური ტექნიკური სკოლა, სადაც ქიმიას სწავლობდა.



3. 1964-1965 წლებში, პაპი ასწავლიდა ლიტერატურასა და ფსიქოლოგიას სანტა ფეში Immaculate Conception College-ში, ხოლო ერთი წლის შემდეგ, იგივე მიზნით ბუენოს აირესში წავიდა, Colegio del Salvatore-ში. თუმცა, ფრანცისკემ მალე შეწყვიტა მასწავლებლობა, რადგან 1986 წელს, ფრაიბურგში, მან მიიღო დოქტორის ხარისხი თეოლოგიაში.

image




4. რომის პაპის იოანე პავლე II-ის გარდაცვალების შემდეგ, 2005 წელს, ხორხე ბერგოლიო (როგორც მაშინ იყო ცნობილი რომის პაპი ფრანცისკე) ხმების რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილზე იყო პაპის კონკლავში. გამარჯვებული კი გახდა პაპი ბენედიქტ XVI (იგივე ჯოზეფ რაცინგერი).


5. BBC-ის ცნობით, რომის პაპად არჩევის შემდეგ, ერთ დილას, ფრანცისკე სრულიად მარტო, მალულად გავიდა ვატიკანიდან, რომის ბაზილიკაში სალოცავად.


6. მიუხედავად იმისა, რომ პაპები ჩვეულებრივ მდიდრულ უბნებში ცხოვრობენ, პაპმა ფრანცისკემ უარი თქვა ამ ტრადიციაზე და საცხოვრებლად უბრალო და პატარა ბინა არჩია.


7. ფრანცისკეს საოცრად უყვარს სელფის გადაღება. იგი რეგულარულად სიამოვნებს იღებს თაყვანისმცემლების გარემოცვაში ფოტოების გადაღებით, თუმცა, ეს ნაბიჯი გამოწვევაა მისი უსაფრთხოების თვალსაზრისით.image




8. ფრანცისკეს, როგორც პაპის, პირველი საერთაშორისო ვიზიტი იყო ბრაზილიაში, 2013 წლის ივლისში. აქ ადამიანებმა პირველად შეამჩნიეს ის, რამაც ბევრი გააკვირვა, მაგალითად, როდესაც ფრანცისკემ სიღარიბის დაძლევა პაპის გეგმის ნაწილად აქცია. მათ ასევე გაუკვირდათ პაპის ღია დამოკიდებულება გარემოს, გეი საზოგადოებისა და ქალთა უფლებების მიმართ.


"ჩვენ არ ვეთანხმებით ყველაფერში მას, მაგრამ მე ვაღიარებ, რომ ის განსხვავებულია, შესაძლოა იმიტომ, რომ სამხრეთ ამერიკელია" - განუცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ, საულო პალასიომ, New York Times-ს, რომის პაპის ბრაზილიაში სტუმრობისას.image




9. ის ერთადერთი პაპია, რომლის ფოტოც ჟურნალ "Rolling Stones"-ის გარეკანზე დაბეჭდეს. 2014 წლის იანვრში კი, გამოვიდა ფილმი სახელწოდებით "Pope Francis: The Times They Are A-Changin'".

image




10. ფრანცისკემ გამოუშვა ალბომი სახელწოდებით Wake Up, სადაც შესულია საგალობლები მისი შესრულებით. ასე რომ, ის შეიძლება უფრო მეტად შესაფერისიც კი იყო "Rolling Stones"-ის ყდისთვის, ვიდრე ჩვენ გვგონია.image





11. სპეციალურად რომის პაპისთვის შექმნილი მანქანა, რომლითაც ფრანცისკე გადაადგილდება მოგზაურობისას და ხალხის ფართო მასებში გავლისას, არის სრულიად ტყვიაგაუმტარი, ტრადიციული Popemobile, თუმცა, CNN-ის თანახმად, პაპი ფრანცისკე მისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას მოიხსენიებს, როგორც "სარდინის ქილა"-ს და ამბობს, რომ ურჩევნია ხალხთან უფრო ახლოს იყოს. ასე რომ, მას ხშირად ხედავენ ისეთი მანქანებით, როგორიცაა Fiat და Jeep Wrangler.image




12. ფრანცისკეს, მოზარდობისას სერიოზული ინფექცია შეხვდა და ჩაუტარდა ოპერაცია, რომლის დროსაც მას ერთი ფილტვი ამოუღეს.



13. ფრანცისკე პირველი პაპია, რომელსაც მიენიჭა წოდება "წლის პიროვნება". ცერემონიების დროს ბავშვების კურთხევის შეწყვეტა და მათთან ჩახუტება, ავადმყოფების მონახულება და ნაკლებად იღბლიანი ადამიანების ადვოკატირება, ეს მხოლოდ ის მცირე ჩამონათვალია, რის გამოც ფრანცისკე ცნობილია, როგორც "ხალხის პაპი". სწორედ, მთელი რიგი ამ მიზეზების გამო, 2013 წელს, იგი წლის პიროვნებად დასახელდა.image








ასევე დაგაინტერესებთ:



17 საინტერესო ფაქტი ნელსონ მანდელას შესახებ, რომელიც შესაძლოა არც იცოდეთ

image









0
194
1-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0