x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
„ძალიან მაგარი ამბავია ხალხო, ვინც აცრილები ხართ...“ - გიორგი ფხაკაძე ვაქცინირებულებს მიმართავს
image

.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვიდეო ჩართვას აქვეყნებს და აცრილ მოქალაქეებს მიმართავს.

.


როგორც თავად ამბობს, აცრილებისთვის ძალიან კარგი ამბავი აქვს.

მისი ინფორმაციით, ახალმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს ყველაზე ნაკლებად ემართებათ „გრძელი კოვიდი“ და თუ ემართებათ მარტივად გადააქვთ.

.

.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას არალოგიკურ პანდემიას უწოდებს და პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს. ფხაკაძე მოქალაქეებს ინფექციისგან დასაცავად კონკრეტულ რჩევებს უზიარებს.

მედიკოსი მოქალაქეებს სიკეთის კეთებასა და პოზიტიურ მოვლენებზე ორიენტირებას სთხოვს.

.

„ეს ციფრები არის არჩევნების ბრალი.

ქვეყანაში არის ალოგიკური ეპიდემია ანუ, საარჩევნო

ეპიდემია+არაპროფესიონალიზმი.

.

ყველაზე პესიმისტური მეცნიერული გათვლებით სექტემბრის მე-3 კვირიდან კოვიდის მე-4 ტალღა უნდა წამოსულიყო ქვევით. და რას ვხედავთ?! დღეს ისევ დავკარგეთ 60 ჩვენი თანამოქალაქე. სამწუხაროდ, ეს პროგნოზიც ასრულდა. მე ვთქვი, რომ ახლა არჩევნების ჩატარება დამღუპველი იქნებოდა ქვეყნისთვის. შუა ეპიდემიის დროს წინასაარჩევნო აქტივობები - ეს დამღუპველია და შედეგსაც ვხედავთ. როდემდე?!

.

ხომ ხედავთ, რომ არავის არაფერი არ აინტერესებს... მიხედეთ საკუთარ თავს, მიხედეთ ახლობლებს და და ოჯახის წევრებს:

არ ჩაეხუტოთ ერთმანეთს (კოცნაც გადადეთ ცოტა ხნით);

მოკლე მანძილზე ნუ გამოიყენებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და, საერთოდ, მაქსიმალურად მოერიდეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას;

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნუ ლაპარაკობთ;

.

ტრანსპორტში კონდიციონერები გამორთული უნდა იყოს და ფანჯრები მაქსიმალურად ღია უნდა იყოს. ყველაზე უსაფრთხო ადგილი არის ღია ფანჯარასთან;

.

ტაქსიში „ორპირი გააკეთეთ“ 2 ფანჯარა ღია 2 ფანჯარა ამოწეული;

შენობებში ცენტრალური კონდიცირება უნდა იქნეს გამორთული და „ორპირი“ უნდა იქნეს შექმნილი, რათა რაც შეიძლება, მაქსიმალურად სუფთა ჰაერის ცირკულაცია ხდებოდეს;

.

გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე სახლიდან გასვლისას ყველგან.

ხშირად დაიმუშავეთ ხელები.

სანამ არის პფაიზერი ქვეყანაში, აიცერით.

.

არა ნეგატივს: აერიდეთ/წაშალეთ/დაბლოკეთ /აღარ ნახოთ - ყველა ნეგატიური ამბავი, ადამიანები და აერიდეთ ნეგატიურ გარემოს. ნეგატივი არის მავნე თქვენი ორგანიზმისათვის.

.

მიირთვით სუფთა წყალი, ამოიღეთ ხმარებიდან შაქარი, და მიირთვით სეზონური ხილი და ბოსტნეული.
გააკეთეთ მინიმუმ ერთი სიკეთე დღეში. ჯანმრთელობას გისურვებთ“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

0
142
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0