სხვა ცნობილი სახეების შეშლილი თაყვანისმცემლები და ფანატიკოსები. ნაწილი I 2021, 15 სექტემბერი, 9:49 უკვე იშვიათობა აღარ არის, რომ სტალკერები ცნობილ ადამიანებს და სექს-სიმბოლოებს ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაჰყვებიან და სიცოცხლეს უმწარებენ. ზოგ შემთხვევაში ფანატიკოსები იმდენად ფსიქიურად გაუწონასწორებელნი არიან, რომ ადეკვატურობის ზღვარს სცილდებიან, რათა თავიანთი კუმირის ყურადღება მიიპყრონ. დანტე სოიუ-გვინეტ პელტროუს ფანატიკოსი2000 წელს, დანტე სოიუს ოჰაიოდან, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობა დაენიშნა იმის გამო, რომ მსახიობის მშობლების სახლში გაგზავნა სექს-სათამაშოები და ათეულობით წერილი. სოიუ დარწმუნებული იყო, რომ ასეთი მეთოდით გვინეტისადმი მზრუნველობას იჩენდა და სიყვარულს ავლენდა. სასამართლოზე იგი გაჰყვიროდა: "თუ მამაკაცი ქალს უპირობო სიყვარულს ჩუქნის-ქალი კურთხეულ არს." კლინიკიდან გამოსვლიდან სამი წლის შემდეგ სოიუმ Twitter-ზე აქაუნთი შექმნა, სადაც იტყობინებოდა, თუ რა გააკეთა ცხოვრებაში ვარსკვლავის დევნის გარდა. ის თავის თავს "ორატორს და სახალხო ორატორს" უწოდებდა. დანტემ გამოუშვა წიგნი "როგორ მივიღოთ ღმერთისგან საოცრებები, " რომელიც ამაზონზე 18 დოლარად იყიდება. 2016 წელს პელტროუმ ისევ შეიტანა საჩივარი დანტეზე. ეს უკანასკნელი ისევ უგზავნიდა მას წერილებს და საჩუქრებს სექსუალური კონტექსტით. "მე მსურს, რომ შენ ყოველთვის გრძნობდე სიყვარულს. შენ უიმედოდ დაკარგული ხარ. შენ უნდა მოკვდე. მოკვდე, რათა ქრისტე დაგეუფლოს."-წერდა სოიუ წერილებში. სასამართლომ გაამართლა 66 წლის ფანატიკოსი: ის მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სოიუს არ ჰქონდა მიზნად პელტროუს დაშინება, მხოლოდ ბოდიშის მოხდა სურდა. ედვარდ ჯონსი-დედოფალ ვიქტორიას ფანატიკოსიმე-19 საუკუნის ლონდონის გაზეთები ხშირად იტყობინებოდნენ ბუკინჰემის სასახლეში უკანონო შეღწევების თაობაზე. 1938 წელს, ვინმე ედვარდ ჯონსი გამოიჭირეს სასახლის გასახდელში: მას დედოფლის საცვალი მოეპარა და შარვალში ჩაეტენა. დაკითხვაზე განაცხადა, რომ მხოლოდ პრაქტიკულ გამოკვლევებს აწარმოებდა თავის წიგნისთვის სასახლის შესახებ. მას შემდეგ რაც ჯონსი კიდევ რამდენიმეჯერ დაიჭირეს სასახლეში შიშველი, სამეფო ოჯახმა გადაწყვიტა რადიკალური ზომებისთვის მიემართა: ედვარდ ჯონსი დედოფლის ბრძანებით მოიტაცეს და სამეფო ფლოტზე სამუშაოდ იძულებით გაამწესეს. ჯონ ჰინკლი-ჯოდი ფოსტერის და რონალდ რეიგანის ფანატიკოსიმას შემდეგ, რაც ჯოდი ფოსტერმა სახელი გაითქვა ფილმით "ტაქსისტი", სადაც მეძავის როლი ასრულებს, მას თაყვანისმცემელი გამოუჩნდა ჯონ ჰინკლის სახით. მამაკაცი ისე იყო 14 წლის ჯოდით გატაცებული, რომ როცა ფოსტერი იელის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, ჰინკლიც საცხოვრებლად მასთან ახლოს გადავიდა. იგი ყოველდღიურად უგზავნიდა წერილებს ჯოდის, ტოვებდა მის კართან ლექსებს და ცდილობდა ტელეფონით დაკავშირებას. როცა მსახიობმა დააიგნორა სტალკერის ყველა მცდელობა, ჰინკლიმ უცნაური ნაბიჯი გადადგა-მან თავდასხმა მოაწყო პრეზიდენტ რეიგანზე, რათა ვარსკვლავზე შთაბეჭდილება მოეხდინა. მას შემდეგ, როცა ფოსტერმა თავისი სექსუალური ორიენტაცია აღიარა, აღშფოთებულმა ჰინკლიმ განცხადება გააკეთა: "ეს ინფორმაცია რამდენიმე ათეული წლის წინ იქნებოდა სასარგებლო. მე რომ მცოდნოდა ის, რომ ჯოდისთან შანსები არ მექნებოდა, არ მივიღებდი პრეზიდენტზე თავდასხმის გადაწყვეტილებას." დონეტ ნაიტი-კეტრინ ზეტა-ჯონსს სდევნიდადონეტ ნაიტის სურდა "კეტრინი აეკუწა და მისი ნაწილები ძაღლებისთვის მიეგდო". ამასთან ნაიტიმ კარგად იცოდა მსახიობისა და მისი მეუღლის, მაიკლ დუგლასის სახლის ადგილმდებარეობა. უმუშევარ დონეტ ნაიტს მაიკლ დუგლასი მისი ფილმებიდან შეუყვარდა. როცა ტაბლოიდებიდან შეიტყო, თითქოს კეტრინი ქმარს ღალატობდა, ქალმა გადაწყვიტა შური ეძია "ძვირფასი ადამიანისთვის". 2003 წლიდან 2004 წლამდე დონეტმა მახიობს კეტრინს რამდენიმე მუქარის წერილი გაუგზავნა. მან თანამზრახველიც კი გამონახა-ტელეწამყვანი ბარბარა უოლტერსი რეგულარულად ღებულობდა თხოვნებს მკვლელობის თანამონაწილე გამხდარიყო: "როცა ჩვენ ბოლოს მოუღებთ ამ მეძავს, ვეღარ იქნება სიმპათიური მსახიობი, ვეღარავინ იცნობს მას! თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებს, ისე მოკვდება. მაიკლი ბოლოსდაბოლოს ბედნიერი იქნება." სასამართლომ ნაიტს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. როცა განთავისუფლდა, შეეცადა ვარსკვლავური წყვილისთვის პატიება ეთხოვა: "შესანიშნავი იქნებოდა რომ მაპატიოთ, იმისთვის რომ შევძლო კოლეჯში დაბრუნება და სწავლის დასრულება." დონეტ ნაიტი სწავლობდა...ბავშვთა ფსიქიური ჯანმრთელობის ექსპერტების სპეციალობაზე. ტომას ბროდნიკი-სელენა გომესს სდევნიდაბროდნიკი ამტკიცებდა, რომ "საუბარი ჰქონდა ღმერთთან და უფალმა გაანდო მისი დანიშნულება"-ახალგაზრდა მსახიობის და მომღერლის სელენა გომესის მკვლელობა. ტომასს ბრალდებები მოუხსნეს მტკიცებულებების არქონის გამო, თუმცა აუკრძალეს მსახიობთან მიახლოება. ბროდნიკიმ Twitter-ზე აქაუნთი შექმნა გასისხლიანებული გომესის ფოტოთი. მან თავის თავს "შურისმაძიებელი და არა უბრალოდ შეშლილი" უწოდა.
სტატიის გაგრძელებაგადახედეთ სხვა სტატიებსაც:ცნობილი სახეების შეშლილი თაყვანისმცემლები და ფანატიკოსები. ნაწილი II 59 ათასიდან 4 მილიონამდე - რამდენად გაიყიდა ყველაზე ძვირფასი კოსტიუმები კინოს ისტორიაში რატომ არ უყვართ ის ჰოლივუდში და სხვა საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ ცნობილი სახეები, რომლებიც თურმე ერთმანეთის ნათესავები არიან სელებრითების შვილები, რომლებსაც ვერც კი გაარჩევთ მშობლებისგან სხვადასხვა რომანის გმირები საბჭოთა და საზღვარგარეთის კინოს მსახიობების შესრულებით სელებრითების "სახის დეფექტები" მსხვილი ხედით, რომლებიც მათ არ აკომპლექსებთ კიანუ რივზი და სხვა ცნობილები, რომლებსაც ცოლად უბრალო ქალბატონები ჰყავთ 290 5-ს მოსწონს
|