x
image
პოკაჰონტასი
ვინ არის სელინ ჯენქი და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში (+ფოტოები)
image

სახელი და გვარი: სელინ ჯენქი
დაბადების თარიღი: 26 ივნისი, 1994 წელი
დაბადების ადგილი: სტამბოლი, თურქეთი
ეროვნება: თურქი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2016 წლიდან
ზოდიაქო: კირჩხიბი
სიმაღლე: 175 სმ
წონა: 55 კგ


ახალგაზრდა თურქი მსახიობი, სელინ ჯენქი, დაიბადა და გაიზარდა თურქეთში. იგი, წარმოშობით, მამის მხრიდან, ადანიდანაა. სცენის მიმართ ინტერესი გოგონას სკოლიდანვე გაუჩნდა. სელინს უფრო სერიოზული შეხება მსახიობის პროფესიასთან სტუდენტობისას მოუწია, როდესაც ინდუსტრიულ ინჟინერიას ეუფლებოდა. უნივერსიტეტში სწავლის ბოლო წელს, მან გაიცნო თურქი მსახიობი, ვაჰიდე პერჩინი, რის შემდეგაც მსახიობის პროფესიის შესასწავლად 35 Half Academy-ში წავიდა.

საბოლოოდ, სელინმა გადაწყვეტილება მიიღო და ძველ პროფესიას მსახიობობა არჩია. მან სწავლა განაგრძო სელჩუკის უნივერსიტეტში, თეატრის დეპარტამენტში, სამსახიობო ფაკულტეტზე.


პირველად, სელინი სცენაზე გამოჩნდა თეატრალურ სპექტაკლში "მკვლელობის ბალადა", 2016 წელს.


ბოლო დროს, ახალგაზრდა მსახიობს დიდი პოპულარობა მოუტანა თურქულმა სასიყვარულო დრამამ "ერთხელ ჩუქუროვაში" ("Bir Zamanlar Çukurova"), სადაც იგი გიულთენის როლს ასრულებს. სერიალის გადაღება 2018 წელს დაიწყო და ჯერ ისევ მიმდინარეობს.


სელინ ჯენქის ყველაზე დიდი ჰობი ექსტრემალური სპორტია. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ულამაზესი მსახიობი ჯერჯერობით დაოჯახებული არაა.



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






ასევე დაგაინტერესებთ:



როდის გამოვა სერიალის "ერთხელ ჩუქუროვაში" ახალი სეზონი და ვინ დაიკავებს მთავარი გმირის ადგილს

image



რა ხდება სცენის მიღმა სერიალში "ერთხელ ჩუქუროვაში" (+ფოტოები)

image



ჰანდე სორალი - ვინ არის მშვენიერი თურქი მსახიობი ქალი (+ფოტოები)

image









0
541
1-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
541
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0