სხვა დასახელდა მერლინ მონროს მკვლელობის სავარაუდო მიზეზი 2021, 14 სექტემბერი, 10:09
ამერიკელი მსახიობი მერლინ მონრო იმიტომ მოკლეს, რომ შეიტყო უცხოპლანეტელეთა შესახებ, რომელიც შემთხვევით იქნა გაშიფრული აშშ -ის პრეზიდენტთან, ჯონ კენედისთან ურთიერთობის დროს. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანელი მწერლის ნიკ რედფერნის წიგნში "Diary of Secrets: UFO Conspiracies and the Mysterious Death of Marilyn Monroe"(საიდუმლოების დღიური: ამო შეთქმულებები და მერლინ მონროს იდუმალი სიკვდილი) იუწყება გაზეთი The Sun-ი.
რედფერნის მტკიცებით, მსახიობი მოკლეს იმის გამო, რომ მან იცოდა საიდუმლო ინფორმაცია "ჩამოვარდნილი უცხოპლანეტელების და აშშ -ს სამხედრო ბაზებზე შენახული უცნაური სხეულების შესახებ". მიუხედავად მონროს გარდაცვალების ოფიციალური ვერსიისა - ნარკოტიკების დოზის გადაჭარბება - მწერალი დარწმუნებულია, რომ ეს არის საფარი, რომელიც შეიქმნა CIA-ს აგენტების მიერ, რათა უცხოპლანეტელთა შესახებ ინფორმაცია არ გაჟონილიყო მასებში. მერლინ მონრო გარდაიცვალა 1962 წლის 5 აგვისტოს, 36 წლის ასაკში. მსახიობის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ბარბიტურატების დოზის გადაჭარბებით მიღება, რომელიც მას დაენიშნა როგორც საძილე აბები. თუმცა, მისი გარდაცვალების დღიდან მოყოლებული აქამდე გრძელდება კონსპირაციული თეორიები მისი გარდაცვალების გარშემო;რომ ის თითქოს მოიშორეს ძმებმა კენედებმა, CIA -მ ან FBI -მ, თუ მისი სიკვდილი უბედური შემთხვევა იყო, მკვლელობა თუ თვითმკვლელობა. ცნობილია, რომ FBI მას დასდევდა 1955 წლიდან, იმის შიშით, რომ პოპულარული და გავლენიანი ვარსკვლავი შესაძლოა კომუნისტების მხარეს გადასულიყო. მერლინ მონროს თვითმკვლელობამ, რომელიც ფართოდ განიხილებოდა პრესაში გამოწვია ე. წ. "ვერტერის ეფექტი"(სუიციდის მასიური მიმბაძველობა), შედეგად ასეულობით ამერიკელმა მოიკლა თავი. მერლინ მონრო- ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი, ჰოლივუდში და მთელს მსოფლიოში ის სილამაზის ერთგვარი ხატია, კულტურის, მშვენიერების და მოდის იდეალი, რომელიც დღემდე აღფრთოვანებას იწვევს. იგი ცნობილი გახდა თავისი როლებით ფილმებში "ნიაგარა" (1953), "ჯენტლმენები ამჯობინებენ ქერებს "(1953), " შვიდი წლის თავზე (1955). მონროს შემოქმედების მიმართ კრიტიკოსთა დამოკიდებულება არაერთგვაროვანი იყო. მაგრამ რაც მთავრია, მსახიობი შეუყვარდა მაყურებელს, თამაშობდა სულელ, მაგრამ მომხიბვლელი ქერათმიანების როლს. ფილმში "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" (1959) მთავარი როლისთვის მონროს მიენიჭა "ოქროს გლობუსი" ნომინაციაში "საუკეთესო მსახიობი ქალი - "კომედია და მიუზიკლში" 650 3-ს მოსწონს
|