x
image
პოკაჰონტასი
17 საინტერესო ფაქტი ნელსონ მანდელას შესახებ, რომელიც შესაძლოა არც იცოდეთ
image


1. ნელსონ მანდელა, ადამიანი, რომელმაც შეცვალა სამყარო, გაიზარდა პატარა სოფელში და იყო ოჯახის პირველი წევრი, ვინც სკოლაში შევიდა. მისი მამა, რომელიც ტომთა მეთაურთა მრჩევლად მსახურობდა, გარდაიცვალა, როდესაც ბიჭი 9 წლის იყო. მანდელა იშვილა თემბუს მეფისნაცვალმა, მთავარმა ჯონგინტაბა დალინდიებომ.


2. 1952 წელს, მანდელამ და ოლივერ ტამბომ შექმნეს სამხრეთ აფრიკის შავკანიანთა პირველი იურიდიული ფირმა. "მე სწრაფად მივხვდი რას ნიშნავდა მანდელა და ტამბო ჩვეულებრივი აფრიკელებისთვის. ეს იყო ადგილი, სადაც მათ შეეძლოთ მოსულიყვნენ და ეპოვათ კარგი მსმენელი და კომპეტენტური მოკავშირე, ადგილი, სადაც მათ არ მოერიდებოდნენ და არ მოატყუებდნენ, ადგილი, სადაც ისინი ნამდვილად იამაყებდნენ, რომ საკუთარი კანის ფერის მამაკაცებს წარმოადგენდნენ."- წერდა მანდელა თავის ავტობიოგრაფიაში.


3. თავდაპირველად, იგი იყო პაციფისტი, შემდეგ კი იარაღი აიღო ხელში. მიუხედავად იმისა, რომ მანდელა მიმართული იყო არაძალადობრივი პროტესტისაკენ, სამოციანი წლების დასაწყისში შეცვალა თავისი პოზიცია და დაიწყო მთავრობის წინააღმდეგ საბოტაჟი. 1961 წელს მან დააარსა აფრიკის ეროვნული კონგრესის მებრძოლი ფრთები "ერის შუბი"(MK).



4. მანდელა შენიღბვის ოსტატი იყო და გენიალური, დაპატიმრებისგან თავის არიდებაში. მას შეარქვეს შავი პიმპერნელი მისი ტყვეობიდან გაქცევის ლეგენდარული უნარის გამო. ის ხშირად შენიღბული იყო როგორც საველე მუშაკი, მძღოლი, ან მზარეული.


5. იგი მძღოლის სამოსში იყო გამოწყობილი, როდესაც საბოლოოდ დააპატიმრეს. 1962 წელს, მანდელა საბოლოოდ დააპატიმრეს თანამემამულე აქტივისტ სესილ უილიამსთან ერთად, მანქანის მართვის დროს. თავის ბიოგრაფიაში მან დაწერა: "შევამჩნიე Ford V-8, რომელიც სავსე იყო თეთრი მამაკაცებით, მათ გვესროლეს მარჯვნიდან… იმ მომენტში ვიცოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში გაქცევები დასრულდა, დივერსიული ANC– ის სხვა ლიდერებთან ერთად."


6. მანდელას გამოსვლამ სასამართლო პროცესზე საერთაშორისო ყურადღება მიიქცია და გამოქვეყნდა, როგორც "მე მზად ვარ სიკვდილისთვის". ბედის ირონიით, სიკვდილით დასჯის მზადყოფნა დაეხმარა მას და მანდელას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.


7. ციხეში ის ახორციელებდა ჩანაწერების ფარულად გადაცემას. რობენის კუნძულზე დაპატიმრების დროს, მანდელა და სხვა პატიმრები, ტოვებდნენ ჩანაწერებს გადაყრილ ასანთის კოლოფებში, ჭუჭყიანი ჭურჭლის გროვების ქვეშ და ტუალეტის ავზებში, სწორედ ასეთი გზით ურთიერთობდნენ ისინი. ამ მეთოდების გამოყენებით მათ მოაწყვეს შიმშილობა და მიაღწიეს წარმატებას თავიანთი ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად.


8. მას ჰქონდა ციხიდან გამოსვლის შანსი, მაგრამ უარი თქვა. 1985 წელს, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა პიტერ ბოტამ მანდელას თავისუფლება შესთავაზა, თუ ის თანახმა იქნებოდა უარი ეთქვა შეიარაღებულ ბრძოლაზე. მან უარი განაცხადა ამ შეთავაზებაზე და თქვა: "რა თავისუფლებას მაძლევენ, სანამ ხალხის ორგანიზაცია აკრძალული რჩება? მხოლოდ თავისუფალ მამაკაცებს შეუძლიათ მოლაპარაკება. პატიმარს არ შეუძლია დადოს კონტრაქტები."


9. 1990 წლის 11 თებერვალს, ციხიდან გათავისუფლებისთანავე, მანდელამ მოუწოდა მხარდამჭერებს გაეზარდათ ზეწოლა სამხრეთ აფრიკის თეთრკანიან უმცირესობათა მთავრობაზე და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, შეენარჩუნებინათ სანქციები. "ახლა დროა გავაძლიეროთ ბრძოლა ყველა ფრონტზე", - უთხრა მან ხალხს. "ჩვენი ძალისხმევის განმუხტვა იქნება შეცდომა, რომელსაც მომავალი თაობები ვერ გვაპატიებენ."


10. მანდელა გამოჩნდა სპაიკ ლის ფილმში. მან მოხუცი მალკოლმის როლი ითამაშა, მაგრამ უარი თქვა ლის სცენარის გარკვეული ხაზის გადმოცემაზე. მანდელამ უარი განაცხადა ბოლო სიტყვების წარმოთქმაზე "ნებისმიერი საშუალებით".


11. ANC– ის ტრიუმფამდე ბევრი შიშობდა, რომ სამხრეთ აფრიკა სამოქალაქო ომში ჩავარდებოდა და მასობრივი ძალადობრივი ანგარიშსწორება გარდაუვალი იქნებოდა. მაგრამ პრეზიდენტმა მანდელამ შექმნა ჭეშმარიტებისა და შერიგების კომისია, რომელიც იძიებდა ადამიანთა უფლებების დარღვევას აპარტეიდის დროს და დიდწილად თავიდან იცილებდა სისხლისღვრას.


12. მისმა პოლიტიკამ გადაარჩინა და გააუმჯობესა უამრავი ადამიანის სიცოცხლე. მანდელას ოფიციალური ბიოგრაფის, ენტონი სამპსონის თქმით, მისი ადმინისტრაციის დასასრულს, სამ მილიონი ადამიანი იყო უზრუნველყოფილი სატელეფონო კავშირით და უსაფრთხო სასმელი წყლით, 1.5 მილიონმა ბავშვმა მიიღო განათლება, 500 კლინიკა განახლდა, ან აშენდა, ორმა მილიონმა ადამიანმა მიიღო ელექტროენერგია, ასევე აშენდა 750, 000 სახლი, რომელიც უზრუნველყოფდა თავშესაფარს თითქმის სამი მილიონი ადამიანისათვის.


13. მან გამოიყენა სპორტი რასობრივად გაყოფილი ქვეყნის გასაერთიანებლად. მანდელას ეროვნული შერიგება მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიაჩნდა. როგორც აღწერილია ფილმში "ინვიქტუსი", სამხრეთ აფრიკამ უმასპინძლა 1995 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს. მიუხედავად იმისა, რომ შავკანიან აფრიკელებს სძულდათ რაგბის ეროვნული გუნდი, სპრინგბოქსი, მანდელამ მოუწოდა მათ მხარი დაეჭირათ გუნდისათვის. როდესაც სპრინგბოქსი ფინალში ახალ ზელანდიას დაუპირისპირდა, მანდელა გამოჩნდა მათი მაისურით, კაპიტანი ფრანსუა პიენაარის ნომრით ზურგზე. გუნდის გამარჯვების შემდეგ, პიენაარს ჰკითხეს, როგორი იყო "62, 000 გულშემატკივარი გყავდეს აქ სტადიონზე". მან უპასუხა: "ჩვენ არ გვყავს 62, 000 გულშემატკივარი, ჩვენ გვყავს 43 მილიონი სამხრეთ აფრიკელი."

image


14. ის ცდილობდა ბოლომდე გამოესწორებინა დაშვებული შეცდომები. მანდელა აღიარებდა, რომ პრეზიდენტობის პერიოდში, მან არ გააკეთა საკმარისი იმისათვის, რომ გადაელახა შიდსის კრიზისი, თუმცა, მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა, მისი მუშაობის დიდი ნაწილი მიმართული იყო ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაზე. 2002 წელს, მან დააარსა არაკომერციული ორგანიზაცია 46664 (მისი ციხის ნომერი), რომლის მიზანიც აივ-ინფექციის პრევენცია და მის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. 2005 წელს, მანდელამ განაცხადა, რომ მისი 54 წლის ვაჟი, მაკგათო მანდელა, სწორედ შიდსით გარდაიცვალა. მან სამხრეთ აფრიკელებს მოუწოდა შიდსი განეხილათ, როგორც "ჩვეულებრივი" დაავადება, ნაცვლად წყევლისა, რომლისთვისაც "ხალხი ჯოჯოხეთში მიდის და არა სამოთხეში".


15. 80 წლის ასაკში, მანდელა დაქორწინდა გრასა მეიჩელზე, რომელიც მოზამბიკის პრეზიდენტის, სამორ მეიჩელის ქვრივი გახლდათ. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მანდელასთან ქორწინება გრასა მეიჩელისთვის ნიშნავდა, რომ იგი ორი ერის პირველი ლედი იყო.

image


16. მანდელას იმაზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული, ვიდრე სხვა ნებისმიერს ისტორიაში. 1993 წლის მშვიდობის ნობელის პრემიის გარდა, მას აქვს 250-ზე მეტი ჯილდო, მათ შორის 50-ზე მეტი უნივერსიტეტის საპატიო ხარისხი. 2001 წელს, ის იყო პირველი ცოცხალი ადამიანი, რომელსაც გადასცეს კანადის საპატიო მოქალაქის ჯილდო. ამასთან, მანდელა იყო უკანასკნელი ადამიანი, ვისაც ლენინის მშვიდობის პრემია მიენიჭა.


17. მანდელას საპატივცემულოდ აღინიშნება გლობალური დღესასწაული. 2009 წელს, გაერომ განაცხადა, რომ ნელსონ მანდელას საერთაშორისო დღე აღინიშნებოდეს ყოველწლიურად, 18 ივლისს (მისი დაბადების დღე). ამ დღის მიზანია მანდელას მემკვიდრეობის პატივისცემა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ხელშეწყობა.






ასევე დაგაინტერესებთ:


11 ფაქტი, რომელიც ისტორიაზე შეხედულებას შეგიცვლით

image



12 ისტორიული ფაქტი, რომელიც შესაძლოა არც იცოდეთ

image

















0
194
შეფასება არ არის
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0