x
image
მადამ ფისუნია
მანგა და კომიქსი
image

კომიქსი ვიზუალური ხელოვნების ფორმაა, რომელიც შედგება გამოსახულებებისა და ტექსტის კომბინაციისაგან. თავდაპირველად გამოიყენებოდა კარიკატურების ილუსტრაციისთვის და გასართობად სასაცილო და ტრივიალური ისტორიებით, თუმცა დროთა განმავლობაში ის განვითარდა და ლიტერატურულ ფორმად იქცა მრავალი სუბჟანრებით.

კომიქსი პატარა, გრაფიკული მოთხრობაა.

პერსონაჟების ნათქვამი კომიქსში სპეციალურ ჩარჩოშია მოთავსებული, ჩარჩო წვერით ამ პერსონაჟის გამოსახულებას უერთდება, რომელიც ამ სიტყვებს წარმოთქვამს. კომიქსი მარცხნიდან მარჯვნივ “იკითხება”. როგორც ჩვეულებრივი ტექსტი.
კომიქსი შედგება:
ნახატისგან;
ტექსტისგან;
გარკვეული გრაფიკული ნიშნებისგან.


ყოველი ნახატი, როგორც წესი, სწორკუთხა ჩარჩოში თავსდება. ეს წესი მხოლოდ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ირღვევა.

მაგალითად აფეთქების შემთხვევაში.


კომიქსებში ხშირად გამოიკენება გარკვეული პირობითი ნიშნები, რომლებიც გმირის განწყობას რაიმე ქმედებას წარმოგვიდგენს.
მაგალითად:
ვარსკვლავი- პერსონაჟმა რაღაც იტკინა, ან თავში რაღაც მოხვდა; პარალელური ხაზები სისწრაფეს, სწრაფ მოძრაობას გადმოგვცემს; ელვა – პერსონაჟი გაბრაზდა; ნათურა – პერსონაჟს რაღაც იდეა მოუვიდა; გულები – პერსონაჟი შეყვარებულია; კითხვისა და ძახილის ნიშანი -პერსონაჟი გაოცებულია და ა.შ.

ჩარჩოების გამოყენებას თავისი წესები აქვს: თუ ჩარჩოში მოცემულ ტექსტს ისეთი პერსონაჟი ამბობს, რომელიც სურათზე არ ჩანს, ჩარჩოს წვერი სურათის ჩარჩოზეა მიერთებული – ანუ ხმა გარედან მოდის. თუ პერსონაჟმა რამე ხმამაღლა არ თქვა და მხოლოდ გაიფიქრა, ჩარჩოს ტვეტი არ უკეთდება და პერსონაჟს მხოლოდ პატარა “ჩარჩოებით” უერთდება. ყვირილი ზიგზაგისებრი ხაზით შესრულებულ ჩარჩოში თავსდება, თანაც უფრო მსხვილი ასოებით.

კომიქსი ამბავს ძირითადად მოძრაობით და სახის გამომეტყველებით გადმოსცემს. ადამიანის მსგავსი სახის გამომეტყველება აქვთ აგრეთვე ცხოველებს, მაგალითად, უოლტ დიზნის ცნობილ პერსონაჟებს – მიკი მაუსს, დონალდს და ა.შ.

ხშირად მოძრაობაც კომიქსში გარკვეული ნიშნებით გადმოიცემა – ხაზების, ასოების მეშვეობით.

ამერიკულ ბაზარზე ბევრი კომიქსი თუ კომიქს კომპანიაა, მაგრამ მათ შორის გიგანტები მხოლოდ ერთეულები არიან
ყველაზე გაყიდვადი კომიქს-კომპანიებია

1-MARVEL
2-DC
3-IMAGE COMICS
4-IDW Publishing
5-Dark Horse Comics

არსებობს კომიქსური სტილის წიგნებიც, მათ შორისაა ჩემთვის უსაყვარლესი მარჯან სატრაკის „პერსეპოლისიც“.

ხშირად აიგივებენ კომიქსებს იაპონურ მანგებთან, თუმცა მათ შორის განსხვავება უზარმაზარია…

მანგა მართლაც რომ კომიქსის იაპონური შესატყვისია. ხანდახან მას კომიკუ_საც ეძახიან. იაპონიაში, ყველა ასაკის ადამიანი კითხულობს მანგას.

იგი შეიცავს ფართო სპექტრს ჟანრებს:

მოქმედებით-სათავგადასავლო;

რომანი;

სპორტისა და თამაშების;

ისტორიული დრამა;

კომედია;

ფანტასტიკა და ფანტაზია;

მისტიკური;

დეტექტიური;

ჰორორი (საშინელებათა);

კომერციული;

სექსუალური....

პორნოგრაფიულიც კი....

1950 წლიდან მოყოლებული, მანგა უკვე სტაბილურად გახდა ძირითადი ნაწილი იაპონური საგამომცემლო ინდუსტრიისა,

"მანგა", როგორც ტერმინი გამოიყენება იაპონიის გარეთ, როგორც იაპონიაში ნაწარმოები კომიქსი.

კონჯით დაწერილი სიტყვა მანგა, შესაძლოა ვთარგმნოთ როგორც "ექსპრომტი ესკიზები".


მანგის სახეობები:

შოუჯო-მანგა გოგოებისათვის; (პატარა გოგონებისთვის)

შოუნენ-მანგა ბიჭებისთვის; (პატარა ბიჭებისთვის)

ჯოსეი-მანგა ქალებისთვის;

სეინენ-მანგა მამაკაცებისთვის;

სეიჯინ-ზრდასრულითათვის ( სადაც სექსუალური გახსნილობაა ნაჩვენები);

ბიშონენი- იაპონურად „ლამაზ ბიჭს“ ნიშნავს, -გამოიყენება შესაბამისი პერსონაჟების მქონე მანგების დასამახასიათებლად.

ბიშოჯო- იაპონურად „ლამაზ გოგოს“ ნიშნავს, და გამოიყენება შესაბამისი პერსონაჟების მქონე მანგების დასამახასიათებლად.

მაჰო–შოჯო - „ჯადოქარი გოგოები“. მანგა მაგიური ძალის მქონე გოგოზე.

მაჰო–შონენ- „ჯადოქარი ბიჭები“. მანგაში მაგიურ ძალას ბიჭები ფლობენ.

მექა -მანგა გიგანტური რობოტების შესახებ.

რომანტიკა:

ეჩჩი - მანგა ეროტიკის ელემენტებით;

იაოი - მანგა გეებზე

იური- მანგა ლესბოსელებზე;

შონენ–აი - მანგა გეებზე ნაკლები ეროტიკით;

შოჯო–აი-მანგა ლესბოსელებზე ნაკლები ეროტიკით;

ჰენტაი-პორნოგრაფიული, ზედმეტად ეროტიკული მანგა...

და რაც მთავარია, ყველასათვის საყვარელ ანიმეს, უმთავრესად მანგების მიხედვით იღებენ...

ყველაზე დიდი განმასხვავებელი ნიშანი მანგასა და კომიქსს შორის არის მათი წაკითხვის სტილი, მანგა კომიქსისგან განსხვავებით საპირისპირო მხრიდან იკითხება.



0
44
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0