საზოგადოებრივი 10 დაკარგული ცივილიზაცია 2022, 25 ივლისი, 9:04 შუმერების გარდა, წარსულში, დედამიწაზე, სხვა ცივილიზაციებიც არსებობდნენ, ზოგი ცნობილი, ზოგი კი, არც ისე. ზოგიერთებმა არტეფაქტები დაგვიტოვეს, ზოგის სახელი კი, მხოლოდ ლიტერატურულ წყაროებშია შემორჩენილი... 1. მუ ან ლემურია სხვადასხვა საიდუმლო წყაროების მიხედვით, პირველი ცივილიზაცია დედამიწაზე, 78000 წლის წინ, გიგანტურ კონტინენტზე, ლემურიაზე (მუ) წარმოიქმნა და 52000 წლის მანძილზე იარსება. ის ძვ. წ. აღრ. 24 000 წ. მიწისძვრებმა გაანადგურა, რომელიც დედამიწის პოლუსების ცვლილებით იყო გამოწვეული.შესაძლოა, იმ დროს, მთელს დედამიწაზე, ერთი ენა და ერთი ხელისუფლება ყოფილიყო. კონტინენტზე განათლება იმპერიის კეთილდღეობის საფუძველს წარმოადგენდა. ყველა მოქალაქე გათვითცნობიერებული იყო პლანეტის და სამყაროს კანონებში, 21 წლისთვის, მათ ბრწყინვალე განათლება ეძლეოდათ. ხოლო, 28 წლის ასაკისთვის, იმპერიის სრულფასოვანი მოქალაქე ხდებოდა. 2. ატლანტიდა როდესაც მუს კონტინენტი ოკეანეში ჩაიძირა, დღევანდელი წყნარი ოკეანე ჩამოყალიბდა, ხოლო წყლის დონემ, დედამიწის სხვა ნაწილებში, საგრძნობლად იკლო. ლემურის არსებობის პერიოდში, ატლანტის ოკეანის პატარა კუნძულების ფართობი მნიშვნელოვნად გაიზარდა და იქ არსებულ არქიპელაგზე ატლანტიდის ცივილიზაცია ჩამოყალიბდა. ატლანტიდა მაღალი დონის ტექნოლოგიებს ფლობდა, იმაზე უფრო განვითარებულს, ვიდრე ჩვენი ცივილიზაცია ამჟამად. როგორც ნათელმხილველი ედგარ კეისი ამტკიცებდა, ატლანტებს საფრენი აპარატებს ჰქონდათ. ხოლო, კრისტალების მეშვეობით, დიდი რაოდენობით ენერგიას იღებდნენ. მან ასევე აღნიშნა, რომ ატლანტებმა ძალაუფლება ბოროტად გამოიყენეს, რამაც თავის მხრივ, მათი ცივილიზაციის განადგურება გამოიწვია. 3. რამას იმპერია საბედნიეროდ, ჩინეთის, ეგვიპტის, ცენტრალური ამერიკის და პერუს დოკუმენტური წყაროებისგან განსხვავებით, რამას ინდური იმპერიის უძველესი წიგნები შემორჩენილია. იმპერიის ნაშთების ერთი ნაწილი გაუვალმა ჯუნგლებმა შთანთქა. ხოლო მეორე – ოკეანის ფსკერზეა... და მიუხედავად არაერთი კატაკლიზმისა, ინდოეთმა თავისი უძველესი ისტორია შემოინახა და დღემდე მოიტანა. ინდურ ეპოსებში აღწერილია საჰაერო ტრანსპორტი, რომელსაც ძველ დროში, აქტიურად იყენებდნენ. გარდა ამისა, წყაროებში ნათქვამია, რომ ამ აპარატებს, გადაადგილება როგორც ჰაერში, ისე წყალქვეშ შეეძლო. სამწუხაროდ, ყველა ძველი ქალაქი გაქრა და მათთან ერთად, უძველეს დროში, მაღალგანვითარებული ტექნოლოგიების არსებობის მტკიცებულებაც. 4. ოსირისის ცივილიზაცია ატლანტიდის არსებობის დროს, ხმელთაშუა ზღვის აუზის ხეობები დიდი ნაყოფიერებით გამოირჩეოდა. იმ ტერიტორიებზე ცივილიზაცია ჩამოყალიბდა, რომელმაც შემდგომში, ეგვიპტის ცივილიზაციას ჩაუყარა საფუძველი. ეს ცივილიზაცია დღეს ოსირისის სახელით არის ცნობილი. ატლანტიდაზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ, ხმელთაშუა ზღვის დონემ აიწია და მის სანაპიროზე მდებარე ქალაქები წყლის ქვეშ აღმოჩნდა. როგორც არქეოლოგები ამბობენ, ამ ზღვის სამხ. სანაპიროებთან 200–ზე მეტი ჩაძირული ქალაქია. 5. გობის უდაბნოს ცივილიზაციები გობის უდაბნოს ადგილზე, ატლანტიდის აყვავების პერიოდში უიღურების ცივილიზაცია არსებობდა. თუმცა ახლა, ის უსიცოცხლო, მზით გამომწვარი რეგიონია. თუმცა, ზოგიერთი წყაროს ცნობით, ამ ადგილზე ცივილიზაცია ჯერ კიდევ ატლანტებამდე არსებობდა, რომელიც ლემურებმა მუს კატასტროფამდე გაანადგურეს და იქ იმპერიის უხუცესებმა საკუთარი შტაბ–ბინა გადაიტანეს. 6. ტიუანაკო ტიუანაკო – უძველესი იმპერიის ცენტრი იყო და ისევე, როგორც მუზე და ატლანტიდაზე, მშენებლობა მეგალითური მასშტაბით მიმდინარეობდა. მისგან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით პუმა პუნკუს ნანგრევებია, მასიური მეგალითური ადგილი, სადაც უდაბნოს პლატოზე, ზღვის დონიდან 3600 მ. სიმაღლეზე 100 ტონიანი, Н-ბლოკებია მიმოფანტული. ეს ერთ-ერთი უდიდესი მეგალითებია დედამიწაზე. ისეთი წარმოდგენა იქმნება, რომ აქ წარმოუდგენელი მასშტაბის კატასტროფა მოხდა. არქეოლოგები დღემდე ვერ ხვდებიან, რა მიზნებისთვის გამოიყენებოდა ეს გიგანტური სტრუქტურები. 7. მაია ცენტრალურ ამერიკაში აღმოჩენილ მაიას პირამიდები, კუნძულ იავაზე აღმოჩენილი პირამიდების იდენტურია. მაგ., სუკუჰის პირამიდა იავის ცენტრში და პირამიდა ცენტრალურ ამერიკაში. ასეთი მსგავსება, ამ ცივილიზაციების კავშირებზე მიუთითებს. შესაძლებელია, იავაზე, საუკუნეების მანძილზე, ბევრი რამ დაიკარგა, მაგრამ მაიასთან დაკავშირებით, საქმე სხვაგვარადაა. ის თავისი არსებობით, თავს დღესაც გვახსენებს... მაია მათემატიკასა და ასტრონომიაში წარმოუდგენლად დიდ ცოდნას ფლობდა, რაც კალენდრის შექმნით დასტურდება. მათ არხები გაჰყავდათ და ქვის ქალაქებს აშენებდნენ. წარმატებას მიაღწიეს სოფლის მეურნეობაშიც: მოჰყავდათ გოგრა, ბამბა, ხილი, პარკოსნები და სხვა. მოიპოვებდნენ მარილს. 8. ძველი ჩინეთი ძველი ჩინეთი, სხვა ცივილიზაციების მსგავსად, მუს უზარმაზარი კონტინენტიდან დაიბადა. უძველესი ჩინურ ჩანაწერებში, აღწერილია ციური ეტლების არსებობის და ნეფრიტის წარმოების შესახებ, რომლებსაც ისინი მაიას უზიარებდნენ. როგორც მეცნიერები ამბობენ, ძველ ჩინურ და მაიას ენას შორის, მსგავსება არსებობს. ახლა, ამ კავშირებზე, რამის თქმა ძნელია. თუმცა, ძველ ჩინეთზე თუ ვისაუბრებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მათ ბევრი რამ გამოიგონეს: ტუალეტის ქაღალდიდან დაწყებული –მიწისძვრის დეტექტორით დამთავრებული. მათ შორის სარაკეტო ტექნოლოგიები და ბეჭდვის მეთოდები. 1959 წელს არქეოლოგებმა რამდენიმე ათასი წლის წინ დამზადებული ალუმინის ლენტები აღმოაჩინეს, რომლის მიღება ნედლეულიდან, მხოლოდ ელექტროენერგიის გამოყენებით არის შესაძლებელი. 9. ძველი ეთიოპია და ისრაელი ბიბლიის ტექსტებიდან და ეთიოპური «კებრა ნეგასტიდან» ცნობილია, რომ ამ რეგიონში მაღალგანვითარებული ცივილიზაცია არსებობდა, რომელიც საფრენ აპარატებს ფლობდა და ტაძრებს ისეთ ბლოკებზე აშენებდა, როგორიც ბაალბექშია. მაგ., სოლომონის ტაძარი, რომელიც მეგალითური მშენებლობის კიდევ ერთი ნიმუშია, აღთქმის კიდობნის შესანახად შეიქმნა. 10. აროე და მზის სამეფო წყნარ ოკეანეში მას შემდეგ, რაც 24 000 წლის წინ, მუ ოკეანეში ჩაიძირა, წყნარი ოკეანის კუნძულებზე სხვადასხვა რასის წარმომადგენლები დასახლდნენ. მათი ისტორიული სამშობლო ინდოეთი, ჩინეთი, აფრიკა და ამერიკა იყო. პოლინეზიის, მელანეზიისა და მიკრონეზიის კუნძულებზე ჩამოყალიბებულმა აროეს ცივილიზაციამ არაერთი მეგალითური ნაგებობა შექმნა, მათ შორის პირამიდებიც. მაგ., ახალი კალედონიაში ცემენტის სვეტები იპოვეს, რომელიც ძვ. წ. აღრ. 10950 წლით არის დათარიღებული. ამავე ცივილიზაციის ნაწილს წარმოადგენდა აღდგომის კუნძულზე მდებარე პაციფიდია, რომელზეც უზარმაზარი ქანდაკებები ჯერ კიდევ შემორჩენილია. ახალი ზელანდიის და ტაიტის პოლინეზიელებს და აღდგომის კუნძულის მოსახლეობა, დღემდე სჯერა, რომ მათ წინაპრებს ფრენა შეეძლოთ და კუნძულიდან კუნძულზე საჰაერო გზით მოგზაურობდნენ. ყველაფერი კი ასე დაიწყო: უძველესი წყაროების მიხედვით, ყველაზე ადრეული ცივილიზაცია დედამიწაზე, ჯერ კიდევ პალეოზოურ ერაში (551 - 245 მლნ. წწ.) გაჩნდა. ხოლო, კონკრეტულად, ჩვენი ცივილიზაციის წინამორბედი ცივილიზაცია, პლანეტაზე 3 მზის შემდეგ (იშვიათი მოვლენა, – როდესაც მზის და მის მახლობლად მდებარე ორი ვარსკვლავის ორბიტა იკვეთება და დედამიწიდან ერთდროულად, 3 ვარსკვლავი, ანუ 3 მზე ჩანს. უკანასკნელად ეს, დაახლოებით, 600 000 წლის წინ მოხდა) გამოჩნდა. გაგრძელება >>> * უცნაური ფოტოები, ფოტოშოპის გარეშე* აღიარებული სილამაზე – XX საუკუნის ყველაზე ლამაზი 10 ქალბატონი* პლაჟის ფრენბურთი და მოხერხებული ფოტოგრაფი (15 ფოტო)* მეცნიერებმა დედამიწაზე უცხოპლანეტელების კვალი აღმოაჩინეს* ეს ბუნებრივი საშუალება 100% მოგიგვარებთ უძილობის პრობლემას და გაგიუმჯობესებთ ჯანმრთელობას* 10 უცნაური კანონი ძველ რომში* მგლებთან გაზრდილი ბავშვების რეალური ისტორია597 2-ს მოსწონს
|