x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
მგლებთან გაზრდილი ბავშვების რეალური ისტორია

ეს ამბავი 1920 წელს მოხდა. მისიონერებმა, ინდოეთის ჯუნგლებში, მგლებს შორის, ორი პატარა გოგონა აღმოაჩინეს. მათ ბინოკლში ნათლად დაინახეს, რომ ნამდვილად ბავშვები იყვნენ, რომლებიც მგლის სოროში ცხოვრობდნენ.

მაშინ ინდოელებმა ძუ ლომი მოკლეს, ხვადი კი, გაიქცა. ხოლო, მგლის ლეკვები და ბავშვები თან წაიყვანეს. მოგვიანებით, გოგონები ბენგალის ტაძრის ბავშვთა სახლს (თანამედროვე პაშიმბანგა, ინდოეთი) მიაბარეს. იმ დროს, უკვე ცნობილი იყო დინა სანიჩარის ისტორია, რომელიც 1872 წელს, 6 წლის ასაკში, მონადირეებმა ჯუნგლებში აღმოაჩინეს. ასე, რომ, ეს ფაქტი არავის გაჰკვირვებია.


imageდინა სანიჩარი. ბიჭი–მგელი (რადიარდ კიპლინგის «ჯუნგლების წიგნის» (1894 წ.) მთავარი გმირის – მაუგლის პროტოტიპი)


გოგონებს ამალა და კამალა დაარქვეს. დაბანეს, თმა შეჭრეს და მოაწესრიგეს. პოვნის მომენტში, სავარაუდოდ, 7–8 წლისები უნდა ყოფილიყვნენ. ისინი ადამიანებს ერიდებოდნენ, რძეს და წყალს ლოკვით სვამდნენ, საჭმელს კი, პირით იღებდნენ და ხელებს, ჭამის დროს, არ იყენებდნენ. ნორმალურად ვერ დადიოდნენ, უფრო სწორედ, ოთხზე დარბოდნენ, თან ძალიან სწრაფად. დღე იმალებოდნენ, ღამე ფხიზლობდნენ და გამუდმებით, ბავშვთა სახლიდან გაქცევას ცდილობდნენ.

მათ კარგად ჰქონდათ განვითარებული ყნოსვა და უმი ხორცი უყვარდათ. გაფუჭებულ ხორცზეც კი არ ამბობდნენ უარს. და თუ, გაქცევას მოახერხებდნენ, ცხოველების ლეშით იკვებებოდნენ, რის გამოც, შემდეგ მუცელი სტკიოდათ. ამალა (უმცროსი), პოვნიდან 1 წლის შემდეგ, სწორედ ქუჩაში ნაპოვნი ცხოველის ლეშის ჭამის შემდეგ გარდაიცვალა.


imageსავარაუდოდ, ამალა და კამალა (ნახატი)


მგლებს შორის გაზრდილი გოგონები ტანსაცმელს ვერ ეგუებოდნენ და ტანზე არ იჩერებდნენ. ისინი თეძოზე ქსოვილის ტარებას ძლივს მიაჩვიეს, რომ მთლად შიშვლები არ ყოფილიყვნენ. ეშინოდათ ცეცხლის. საინტერესო ის იყო, რომ პოვნის მომენტში, მათი კანი, შედარებით სუფთა იყო. გაირკვა, რომ თუ შემთხვევით დაისვრებოდნენ, ბალახს ეხახუნებოდნენ და ტალახს ამ ხერხით იშორებდნენ.

გოგონებს ერთხელ ჩვილი მიუყვანეს, მაგრამ მათ ის დაკბინეს. ხოლო, შედარებით უფროს ბავშვებთან გაცნობის მცდელობა, მათი მხრიდან, ყმუილით, კბილების კრაჭუნით და ბავშვების დევნით დასრულდა.

გოგონების სახეზე ღიმილი არავის უნახავს და როგორც მგლები, ისე იქცეოდნენ: ღამ–ღამობით, ხან ყმუოდნენ, ლაპარაკი კი ვერ ისწავლეს.

ამალას გარდაცვალების შემდეგ, კამალა შინაურ ცხოველებს დაუმეგობრდა. ის დიდ დროს თხებთან ატარებდა, უყვარდა წიწილებთან ურთიერთობა. 2 წლის შემდეგ, მას მოულოდნელად, სიბნელის შიშები დაეწყო, ისწავლა საპირფარეშოში სიარული, ბანაობა და ძილის დროს, პლედის დაფარება.

ბავშვთა სახლში 7 წლის ცხოვრების შემდეგ, კამალამ სიტყვების მნიშვნელობის გაგება ისწავლა, მაგრამ ვერ ლაპარაკობდა და როდესაც რაღაც უნდოდა, თითო–ოროლა სიტყვას წამოიძახებდა ხოლმე. იცოდა რამდენიმე ათეული სიტყვა. 15 წლის ასაკში, რატომღაც თოჯინებით დაიწყო თამაში.

მაგრამ, 1929 წლის შემოდგომაზე, ავად გახდა და გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით დაადგინეს, გოგონას დაღუპვის მიზეზი ურემია იყო – ინტოქსიკაცია თირკმელების უკმარისობის დროს.

ასე დასრულდა ამალას და კამალას ისტორია.

ხოლო, პედიატრებმა დაადგინეს, რომ თუ ბავშვი ლაპარაკს დაბადებიდან პირველ წლებში არ ისწავლის და იზოლირებულია იქნება საზოგადოებისგან, 5 - 7 წლის შემდეგ, მისთვის ლაპარაკის შესწავლა, თითქმის შეუძლებელია. რაც შეეხება გარემო პირობებთან ადაპტაციას, ადამიანებს შორის 7 წლის ცხოვრების შემდეგ, კამამალამ, სწორი მიმართულებით, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო...

image

არხის სხვა სიახლეები:


* 10 უცნაური კანონი ძველ რომში

* ეგვიპტელ ქურუმებს ამინდის მართვა შეეძლოთ?!

* ცნობიერება, ცოდნა, ტვინის აქტივობა... – რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

* რა განსხვავებაა ყვითელსა და წითელ საზამთროს შორის?

* შოკისმომგვრელი ფაქტები ჩინეთის შესახებ

* 10 საოცარი დამთხვევა, რომლის დაჯერება ძალიან რთულია

* პარალიზებული ადამიანები მალე სიარულს შეძლებენ – ებრაელ მეცნიერთა აღმოჩენა

* იაპონელების 10 საინტერესო და სასარგებლო გამოგონება




0
928
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
928
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0