მსოფლიო სსრკ- აშშ - ავღანეთი... ეს ყველაფერი რაღაც ალოგიკურია 2021, 12 სექტემბერი, 3:15 სსრკ ავღანეთში იყო 10 წელი. მის მხარდაჭერილ რეჟიმს უპირისპირდებოდა პრაქტიკულად ყველა, . ოპოზიციას აქტიურად და ღიად ეხმარებოდა დასავლეთი, პაკისტანი, ირანი, ჩინეთი, ცალკეული იაპონელი მოხალისეებიც კი იბრძოდნენ მოჯაჰედების მხარდამხარ. აშშ ავღანეთში უკვე 20 წელია. მის გარდა, მთავრობას მხარს უჭერს თითქმის ყველა ცივილიზებული ქვეყანა. ოპოზიციას - თალიბანს ღიად მხარს არ უჭერს არავინ, მაქსიმუმ ჰქონდეთ მხარდაჭერა პაკისტანის რაღაც წრეებში, ჩინური იარაღის გარკვეული მიწოდებები. ჯამში, ეს ზღვაში წვეთია იმ მხარდაჭერასთან რაც სსრკ-ს დროინდელი ავღანეთის მთავრობის ოპოზიციას გააჩნდა. სსრკ-ს ავღანეთიდან გასვლის შემდეგ ნაჯიბულას რეჟიმმა 3 წელიწადზე მეტი გაძლო, როდესაც ის დაემხო, სსრკ აღარც არსებობდა. აშშ ჯერ არც გასულა ავღანეთიდან, ხოლო აშრაფ ღანის მთავრობა პრაქტიკულად დამხობილია - ამ წუთებში თალიბანი უკვე ქაბულის გარეუბნებში იმყოფება. ყველა ძირითადი ქალაქი რამდენიმე დღეში დაეცა. ეს ყველაფერი ლოგიკაში რთულად ჯდება. 158 1-ს მოსწონს
|