კაცმა ერთდროულად მეუღლე და ძვირადღირებული ავტომობილი დაკარგა... და რომელი უფრო ადარდებდა?
ცოლის დაკარგვის შემდეგ, კაცი პანიკაში ჩავარდა. მივიდა პოლიციის განყოფილებაში... მაგრამ, პოლიციელისგან ასეთ რეაქციას ნამდვილად არ ელოდა!
ქმარი: ჩემი ცოლი დაიკარგა. გუშინ მაღაზიაში წავიდა და ჯერ არ დაბრუნებულა.
პოლიციელი: მისი სიმაღლე მითხარით.
ქმარი: აბა, რა ვიცი? არასდროს გამიზომავს.
პოლიციელი: გამხდარია, თუ სრული?
ქმარი: არც გამხდარი და არც მსუქანი.
პოლიციელი: თვალის ფერი?
ქმარი: სიმართლე გითხრათ, ყურადღება არ მიმიქცევია.
პოლიციელი: თმის ფერი?
ქმარი: თითქმის ყოველ კვირა იცვლის და ახლა რა ფერის თმა აქვს, ვერ ვიხსენებ.
პოლიციელი: წასვლის წინ, რა ეცვა?
ქმარი: ყურადღება არ მიმიქცევია, – ალბათ, კაბა, შეიძლება, – შარვალიც.
პოლიციელი: მანქანით წავიდა?
ქმარი: დიახ.
პოლიციელი: ავტომობილის მარკა?
ქმარი: ლურჯი აუდი А8, ტურბინირებული ძრავით V6, მოცულობა 3.0 ლ. სიმძლავრე 333 ცხენის ძალა, აღჭურვილია რვა სიჩქარიანი ავტომატური გადაცემის ტიპტრონიკის კოლოფით, მექანიკურ მართვაზე გადასვლის რეჟიმით. და კიდევ, – წინა მარცხენა კარებზე პატარა ნაკაწრი აქვს… და ამ დროს, მამაკაცი ატირდა.
პოლიციელი: ნუ ნერვიულობთ… თქვენს მანქანას აუცილებლად ვიპოვით!






