x
image
თამილა გურაშვილი
გიორგი კანდელაკის აზრით კოვიდის ივერმექტინით მკურნალობის ხელაღებით უარყოფა არასწორია

image

"ძალიან მოკლე კომენტარი მინდა გავაკეთო ივერმექტინთან დაკავშირებით. რამდენიმე ჩვენმა კოლეგამ და მეგობარმა ბოლო ხანებში სიხარულით გვამცნო, რომ ე.წ. ელგაზარის კვლევა ივერმექტინზე აღმოჩნდა დარღვევებით ჩატარებული და პუბლიკაცია გაიწვიეს. და ამ ფაქტის ინტერპრეტაცია ისე მიაწოდეს საზოგადოებას, თითქოს ივერმექტინს სარგებელი არ აღმოაჩნდა.
მინდა გითრხათ რომ დღეისათვის ჩატარებულია ივერმექტინზე 25 რენდომიზირებული კვლევა, რომელთა მეტაანალიზის ფორმატში წარმოდგენა მუდმივ რეჟიმზე იდება სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე, იხილეთ მაგალითად ამ ლინკზე: https://ivmmeta.com/#fig_fpr
ალგაზარის კვლევა ამოღებულია უკვე მეტაანალიზიდან და ამით საერთოდ არაფერი იცვლება მთლიან მონაცემებში, კვლავ ფიქსირდება 58%-იანი სიკვდილიანობის შემცირება. ვითარებაში როდესაც მძვინვარებს პანდემია და 25 რენდომიზირებული კვლევის შედეგი გიჩვენებს რომ ჯამურად 58%-იანი კლება გაქვს სიკვდილიანობაში ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს, ჩემის აზრით ძალიან არასწორია ხელაღებით მისი უარყოფა, მხოლოდ იმიტომ რომ რომელიღაც ოცდამეექვსე კვლევა აღმოჩნდა პრობლემატური.
თუ მომდევნო კვლევები დადებენ მკვეთრად განსხვავებულ რეზულტატს, რა თქმა უნდა ჩვენც შევიცვლით აზრს. პირადად მე ვუყურებ მტკიცებულებებს და არ მაქვს წინასწარი განწყობები მედიკამენტის შეფასებისას." - წერს ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი
1
139
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
139
  
2021, 9 სექტემბერი, 16:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1