საზოგადოებრივი 20 უცნაური და საინტერესო ისტორიული ფაქტი 2021, 12 სექტემბერი, 9:33 1. ოფიციალურად, ყველაზე ხანგრძლივი ომი მსოფლიო ისტორიაში, ნიდერლანდებს და სილის არქიპელაგს (The Isles of Scilly) შორის მიმდინარეობდა — ის 1651 წ. დაიწყო და 1986 წ. დასრულსა. 2. 1952 წ. ალბერტ აინშტაინის ისრაელის პრეზიდენტის პოსტის დაკავება შესთავაზეს, მან კი, უარი თქვა. 3. პიზის კოშკის საძირკველი, 1173 წელს, ფაქტიურად, მშენებლობის დაწყებისთანავე დაიხარა. მშენებლობა შეაჩერეს და მხოლოდ 100 წლის შემდეგ განაახლეს. ასე, რომ, ის სწორედ არასდროს მდგარა. 4. ჯორჯ ვაშინგტონს არასდროს უცხოვრია თეთრ სახლში, რადგან ის სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს შენდებოდა. 5. ნაპოლეონმა ყველაზე დამამცირებელი და სამარცხვინო მარცხი «ფუმფულების არმიასთან» განიცადა... ეს 1807 წ. მოხდა, როდესაც დიდი ნადირობისთვის, მისმა ორგანიზატორმა 3000-მდე კურდღელი შეიძინა. მაგრამ, ნადირობა უცნაურად დასრულდა. გაგრძელება >>> 6. ყველაზე ხანმოკლე ომი ისტორიაში 1896 წ. ბრიტანეთს და ზანზიბარს შორის იყო. ის 38 წუთს მიმდინარეობდა და საომარი მოქმედებების დროს, 570 ზანზიბარელი დიღუპა. 7. კარლ მარქსი, ერთ დროს, ამერიკული გაზეთის New-York Daily Tribune კორესპონდენტი იყო. 8. კიმ ჩენ ირმა (ჩრდ. კორეის ყოფილი მეთაური) 6 ოპერა დაწერა. 9. უფროს კლასებში სწავლის დროს, აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტი რ. რეიგანი მაშველად მუშაობდა და 77 კაცი გადაარჩინა. 10. 1912 პარიზის ბავშვთა სახლმა, სახსრების მოზიდვის მიზნით, საქველმოქმედო ლატარია ჩაატარა, რომლის მთავარი პრიზი — ნამდვილი ახალშობილი იყო. 11. ახალი ორლეანის ერთ–ერთმა მცხოვრებმა მეკობრეები დაიქირავა, რომ წმ. ელენეს კუნძულზე მყოფი ნაპოლეონი გადაერჩინა. 12. «ჩაუძირავი ლაინერი» — ასე ეძახდნენ «ტიტანიკს» პრესაში. ის ორმაგი ძირით და 19 წყალგაუმტარი განყოფილებით იყო დაცული, რაც მას, პრაქტიკულად, ჩაუძირავად აქცევდა. გემის მთავარი კონსტრუქტორის თომას ენდრიუსის თქმით, «ტიტანიკი» წყლის ზედაპირზე გაჩერება იმ შემთხვევაშიც შეძლებდა, თუ მისი 4 განყოფილება წყლით აივსებოდა… 13. გაერთიანებული სამეფოს მეფე – ჯორჯ I (1660–1727 წწ.) გერმანელი იყო. 14. I მსოფლიო ომის დაწყების მომენტისთვის, აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალებშ 18 მფრინავი მსახურობდა და მხოლოდ 12 თვითმფრინავი ჰქონდათ. 15. ისლანდიის პარლამენტი — ყველაზე ძველია მსოფლიოში. ის 930 წელს არის დაარსებული. 16. ლონდონის დიდი ხანძრის დროს, რომელიც 1666 წ. მოხდა, მხოლოს 8 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხანძარში, 13 500–ზე მეტი სახლი დაიწვა. 17. 1520 წ. ივნისში ინგლისის მეფემ ჰენრი VIII და საფრანგეთის მეფემ ფრანსუა I ერთობლივი წვეულება გამართეს, რომელიც დღევანდელი შეფასებით, 19 მლნ. დოლარი დაჯდა. ზეიმი 18 დღის მანძილზე გრძელდებოდა, ხოლო მიზეზი — ახალგაზრდა მონარქების მეგობრობა იყო. 18. XVIII – XIX სს. ხალხს ცოცხლად დამარხვის ისე ეშინოდა, რომ უსაფრთხო კუბოები გამოიგონეს. მასში ჩაყენებული მოწყობილობა «გარდაცვლილს», მიწის ზემოთ მყოფებისთვის, სიგნალის გაგზავნის საშუალებას აძლევდა. 19. 1800 წ. მსოფლიოში 1 მლრდ. ადამიანი ცხოვრობდა. დღეს, 220 წლის შემდეგ, პლანეტის მოსახლეობა, თითქმის, 8 –ჯერ (7, 6 მლრდ.) გაიზარდა. 20. თანამედროვე შეფასებით, გაიუს იულიუს კეისარი და მალის იმპერიის მმართველი მუსა I უფრო მდიდრები იყვნენ, ვიდრე ამჟამად, 100 მლრდ–ს მფლობელი ჯეფ ბეზოსი. კვლევის თანახმად, რომის იმპერიის დამაარსებელის ქონება დღეს რომ არსებობდეს, — 4, 6 ტრილიონ დოლარად შეფასდებოდ. ხოლო, მუსა I ქონება, საერთოდ, «აღურიცხავი» იყო. არხის სხვა სიახლეები:ანეკდოტები და ფრაზები კარგი განწყობისთვის
კაცმა ერთდროულად მეუღლე და ძვირადღირებული ავტომობილი დაკარგა... და რომელი უფრო ადარდებდა? 10 ფასდაუდებელი რჩევა, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია 10 მნიშვნელოვანი ფაქტი ალკოჰოლის შესახებ, რომელიც უნდა ვიცოდეთ 30 სასაცილო და საინტერესო ფოტო, გუნება–განწყობის ასამაღლებლად ფოტოშოპის გარეშე: ფოტოები სერიიდან – «Вау, ნუთუ ეს მართლა იყო?» 629 3-ს მოსწონს
|