x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134544
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
გარდაიცვალა "შერბურული ქოლგების" ვარსკვლავი ნინო კასტელნუოვო
image
გარდაიცვალა იტალიელი მსახიობი ნინო კასტელნუოვო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ANSA ავრცელებს.


ფილმის "შერბურული ქოლგების" ვარსკვლავი გარდაიცვალა რომში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. ის 84 წლის იყო.

მსახიობის გარდაცვალება დაადასტურა მისმა მეუღლემ კრისტინამ და ვაჟმა ლორენცომ .

”ოჯახი დიდი ტკივილს განიცდის ძვირფასი ნინოს დაკარგვის გამო და ითხოვს გაგებას და კონფიდენციალურობას ამ რთულ მომენტში”, ​​- ნათქვამია ნათესავების განცხადებაში.


image

მსახიობი დაიბადა 1936 წლის 28 ოქტომბერს ლეკოში (იტალია). 1959 წელს შედგა მისი დებიუტი ფილმში "დაწყევლილი დაბნეულობა". მთავარმა როლმა ფილმში "შერბურული ქოლგები", რომელშიც მან ითამაშა კატრინ დენევთან ერთად, მას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. ფილმი ნომინირებული იყო კინოაკადემია "ოსკარის" ჯილდოზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის, ხოლო კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო მოიპოვა.

ნინო კასტელნუოვოს სხვა ცნობილი ნამუშევრებია " როკო და მისი ძმები" "ინგლისელი პაციენტი", სიყვარული წვიმაში", "ახალი სამყარო", "L'Emmerdeur" და სხვა .

2005 წელს მსახიობი გლაუკომამ სრულიად დააბრმავა და ამის შემდეგ მას პრაქტიკულად აღარ თამაშობდა ფილმებში.

image


0
291
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0