x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მადლობა პროფესიონალო"-სულ სხვა კუთხით დანახული ბელმონდო

image

"ბელმონდო სინამდვილეში ფრანგული გვარი არ არის, ის - სიცილიურია, სადაც დაიბადნენ ჟან-პოლის ბებია და ბაბუა, მამის მხრიდან... ამიტომაც იტალიელები ბელმონდოს თავისიანად თვლიან და ხუმრობითა და სიყვარულით ეძახიან „ილ ბრუტოს“ – „მახინჯს“... დახვეწილმა ფრანგებმა კი მას „შეარქვეს „ბებელი“ – „ბედით განებივრებული“, რადგანაც სწორედ ამ სახელწოდების ფილმში მონაწილეობისთვის მიიღო ჟან-პოლმა თავის საპატიო „სეზარი“...
ბელმონდო ძალიან მოუსვენარი იყო ბავშვობიდან... როდესაც ის სკოლიდან მესამეჯერ გარიცხეს, მშობლებმა, ზედმეტი „ენერგიის დახარჯვის“ მიზნით, ის კრივზე შეიყვანეს... 18 წლის ასაკში ის პარიზის ჩემპიონი გახდა და შევიდა საფრანგეთის ნაკრებში... მაგრამ 20 წლის ასაკში გააკეთა საბოლოო არჩევანი და მსახიობობა არჩია...
image
კრივი კი შესანიშნავად გამოადგა მომავალ პროფესიაში - ჯერ ეს ერთი, მთელი თავისი კინოკარიერის განმავლობაში, 52 წლის ასაკის ჩათვლით, ყველა ტრიუკს თავად ასრულებდა და მეორეს ერთი, კრივის ერთერთი მატჩის დროს ჩატეხილი ცხვირი - გახდა მისი განსაკუთრებული შარმის სიმბოლო///
ასე რომ, ჟან-პოლ ბელმონდომ დაამტკიცა, რომ ზოგიერთ მამაკაცს ამშვენებს არა მხოლოდ იარები, არამედ ჩატეხილი ცხვირებიც)))
უცებ პარალელი გავავლე ჩემს უსაყვარლეს ფრანგ მსახიობთან ლინო ვენტურასთან, რომელიც ასევე წარმოშობით იტალიელია, ასევე მოკრივეა, რასაც მისი ცხვირის< რბილად რომ ვთქვათ „არა ბერძნული ფორმა’ ადასტურებს, მაგრამ ბელომონდოსთან შედარებთ, მას ერთი „პრივილეგიაც“ გააჩნია - ბერძნულ-რომაულ ბრძოლებში მონაწილეობისას, ფეხის ტრავმაც მიიღო და ოდნავ კოჭლობს...
არ ვიცი, როგორ უძლებდა ასეთ 2 მამაკაცს გადამღებ მოედანზე მართლა უნაკლოდ მომხიბვლელი ალენ დელონი...
image
თავიდან, როდესაც ბელომონდო მივიდა პირველ კინოსინჯებზე, მას გამოუცხადეს, . რომ ასეთი გარეგნობით, შეუძლია ითამაშოს მხოლოდ ფსიქიკურად დაავადებულების როლები ან მონაწილეობა მიიღოს „საშინელებათა ფილმებში“, სადაც სიუჟეტით, მონსტრები დასდევენ ძალიან ლამაზ ქალბატონებს, სანამ დაახრჩობენ და შეჭამენ...
ბელმონდომ წყნარად მოისმინა განაჩენი და ცოტა ხანში გახდა კინოვარსკვლავი, რომელიც მოედანზე და ხშირად მოედნის მიღმაც, იპყრობდა ისეთი ულამაზესი ქალბატონების გულებს, როგორიც იყვნენ სოფი ლორენი, ურსულა ანდრესი, ჯინა ლოლობრიჯიდა, კლაუდია კარდინალე, ჟაკლინ ბისე, კატრინ დენევი, რაქელ უელჩი და სხვა...
image
თანაც ვინ ვის დასდევდა, კიდევ საკითხავია...
ბელმონდოს ყავდა 2 ოფიციალური მეუღლე... ბოლოს დაშორდა 75 წლის ასაკში, - მესამეს გამო, რომელიც აღმოჩნდა ბროკერი და აფერისტი და ჟან-პოლი კინაღამ გააკოტრა...
მეგობრები ურჩევდნენ ბელმონდოს სასამართლოში ეჩივლა, მან კი წყნარად განაცხადა - „მე ვერ ვუჩივლებ სასამართლოში ფულისთვის ქალს, რომელიც ასე მიყვარდა“...
image
62 წლის ასაკში, ბელომონდომ გადაიტანა ინსულტი, 6 წლის შემდეგ კი განმეორებითი და იძულებული გახდა კინოში მონაწილეობაზე უარი ეთქვა...
ამიტომაც, ყველასთვის დიდი სიურპრიზი და სიხარული გახდა 74 წლის მსახიობის გადამღებ მოედანზე დაბრუნება... მან ფილმში „კაცი და მისი ძაღლი“ ითამაშა პენსიონერი შარლის როლი, რომელიც მეუღლემ ქუჩაში გამოაგდო, ძაღლთან ერთად... ძაღლს, რომელსაც ფილმში ქვია უბრალოდ „ჩემი ძაღლი“, სინამდვილეში ასრულებს ძაღლი, სახელად კლაპი და ისე ასრულებს, რომ მისი სახელი, სრულიად სამართლიანად, ტიტრებშია შეტანილი...
image
ფილმის მიხედვით, შარლი იმდენად ამაყია, რომ ერიდება მათხოვრობა და თავის ძაღლთან ერთად მთელ დღეებს ატარებს ქუჩაში...
საოცარია ის სცენა, როდესაც ბოლო ფულს მეგობარს აძლევს და დაინახავს, რომ ეზოს კვეთს ძალიან სიმპთიური მამაკაცი... ის მას სამათხოვროდ მორიდებულად ხელს გაუწვდის, მაგრამ როდესაც გაკვირვებული გამვლელი ჯიბიდან ფულს ამოიღებს, ბელმონდო ხელს უცებ მაღლა აწევს და ეტყვის - „მე მგონი, წვიმა წამოვაო“... ის კაცი ბოდიშს მოუხდის და მიდის...
ბოლოს შარლი-ბელმონდო თავის მოკვლას გადაწყვეტს და უნდა ვინმეს აჩუქოს თავის ძაღლი, მაგრამ არავის არ ჭირდება და უცებ დაინახავს ბედნიერ ოჯახს... „მისი ძაღლი“ კუდს გააქიცინებს და გაიქცევა ბავშვებთან... ცოტა რომ გაერთობა...
ბელომონდო იპარება რელსებისკენ...
ამ დროს, ძაღლი რაღაცას იგრძნობს და გამოეკიდება...
წარმოიდგინეთ - დგას ბელმონდო გვირაბის შესასვლელთან, რომელშიც უკვე მატარებელი გამოჩნდა“, ამ დროს ძაღლს დაინახავს და ქვებს ესვრის, რომ არ მიუახლოვდეს...
მერე მიხვდება, რომ ეს ძაღლი უმისოდ მაინც ვერ გადარჩება და დაუძახებს... ძაღლი ზედ შეახტება...
მოქრის მატარებელი და ბოლო წამში ბელმონდო ვერ წირავს მოსაკლავად ძაღლს და გადაისვრის... თვითონ კი უკან ვარდება...
მატარებელი რომ ჩაივლის, ბელმონდო ლიანდაგის ერთ მხარეზე წევს, დაბნეული ძაღლი მეორეზე და ბელმონდო ეუბნება - „მაპატიეო“...
აპატიებს...
ფილმის ბოლოს, შარლი და მისი ძაღლი ერთად სხედან პარკის სკამზე..
ძალიან სევდიანი სცენაა, მაგრამ რატომღაც გრჩება იმის იმედი, რომ ვიღაცა აუცილებლად ჩაივლის და მათ გადაარჩენს და შეიკედლებს, რადგანაც ისინი ყველაზე დიდ ჭეშმარიტებას ეზიარენ... ისინი ერთმანეთს ჭირდებიან და არცერთს არა აქვს უფლება მეორე დატოვოს...
აღსანიშნავია, რომ ამ ფილმში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ცნობილმა მსახიობებმა, მაგრამ მათთვის დარჩა მხოლოდ ეპიზოდური როლები... მაგალითად პოლონელი მსახიობი, დანიელ ოლბრიხსკი ასრულებს კეთილი ტაქსისტის როლს, რომელიც შარლს მგზავრობაში ფულს არ ართმევს, პარკში ჩამომჯდარი გიტარისტის როლშია - ცნობილი მსახიობი, ჟან გაბენის პრემიის ლაურეატი, ჩეკი კარიო, ხოლო ერთერთი მთლად გაბომჟებული ბომჟის როლს ასრულებს ანჟელიკასი და ჩვენი საყვარელი „ჟოფრეი“, - რობერ ოსეინი...
თავად ბელმონდომ, ამ ფილმზე მუშაობის დასეულებისას, ბრძანა - „95 ფილმში გადამიღეს, 40-ზე მეტი როლი ვითამაშე სცენაზე, მაგრამ ეს ფილმი არ გავს არაფერს, რაც აქამდე შემიქმნია შემოქმედებაში და ცხოვრებაში... მე არასდროს არ ვყოფილვარ იმდენად ბედნიერი, როგორც ამ ფილის გადაღების დროს“...
გთხოვთ, ნახეთ ეს ფილმი „კაცი და მისი ძაღლი“... ასეთი ბელმონდო არ გინახავთ არასდროს... მართლა უდიდესი მსახიობია...
ამ ფილმმა ხომ თავისთავად დამასევდიანა, მაგრამ კიდევ უფრო დამწყდა გული იმაზე, რომ მივხვდი - ჟან ბელმონდომ თავისი ნამდვილი დანიშნულება აღმოაჩინა უკვე 74 წლის ასაკში... ის არავითარ შემთხვევაში არ იყო არც კომედიური მსახიობი და არც ბოევიკებში პოლიციელებისა და სუპერმენების როლების შემსრულებელი... ის ღრმად დრამატული ამპლუას მსახიობი გახლდათ...
image
კიდევ ერთი დეტალი - ბელმონდო წლების განმავლობაში მეგობრობს ალენ დელონთან... ზოგჯერ ჩხუბობენ კიდევაც, მაგრამ ძალიან უყვართ ერთმანეთი, ხშირად ურთიერთობენ და გულწრფელად პატივს სცემენ ერთმენეთის შემოქმედებას...
image
ეს იშვიათობაა... როგორც წესი, წარმატებული კაცები ვერ იტანენ კონკურენციას და მეგობრობენ მათზე ნაკლებად პოპულარულ და წარმატებულ ადამიანებთან...
ასე რომ, ეს ორივე მსახიობისთვის კომპლიმენტია...
ბელმონდოს საოცარი იუმორის გრძნობა აქვს...
image
ძალიან მიყვარს მისი ცნობილი ფრაზა, -
„ქალები, რომლებიც 30 წელს ცილდებიან, ყველაზე მომხიბვლელი ქალები არიან, მაგრამ მამაკაცები, რომლებიც 30-ს ცილდებიან, უკვე იმდენად ბებრები არიან, რომ ეს არ ესმით...“-წერს სოციალურ ქსელში ლელა ანჯაფარიძე
image
შეგახსენებთ, ლეგენდარული ფრანგი მსახიობი, 6 სექტემბერს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
image
0
425
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
425
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0