x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
გუჯა შვანგირაძე: "ათასობით ადამიანი შველას და დახმარებას სამედიცინო დაწესებულებებში კი არა, ინტერნეტში ეძებს."

image

" თუ გინდათ კოვიდრეალობა გაიგოთ, ნუ კითხულობთ კოვიდსტატისტიკას, ნუ უყურებთ ტელევიზიებს, ნუ ეძებთ ინფორმაციებს უცხოურ საიტებზე.
იქ არაა რეალობა.
რეალობა რომ დაინახოთ ქართულ სამედიცინო ფეისჯგუფებში უნდა შეხვიდეთ.
ხო, გამონახეთ ერთი საათი დრო და შედით რომელიმე ასეთ ჯგუფში და პოსტებს და კომენტარებს ჩაჰყევით.
ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოს, მაგრამ დაკვირვებულ თვალი შეამჩნევს სად არის სიმართლე.
იქ გაიგებთ, შველის თუ არა მართლაც ვაქცინა. რა ემართებათ აცრის შემდეგ.
როგორ გადააქვს კოვიდი აუცრელს და როგორ აცრილს. იქ ნახავთ, თუ რა ხდება საავადმყოფოებში და მიხვდებით, მართლაც როგორი ჩამოშლილი უნდა იყოს მთელი ჯანდაცვა და სამედიცინო სისტემა, თუკი ათასობით ადამიანი შველას და დახმარებას სამედიცინო დაწესებულებებში კი არა, ინტერნეტში ეძებს.
არც ადრე იყო ექიმების უმრავლესობის მიმართ დიდი ნდობა, მაგრამ დღეს ხომ საერთოდ ეს ნდობა ნულის ტოლი გამოდის, თუკი ადამიანები ექიმის მაგივრად თავისნაირებს ეძებენ, იმათ, ვისაც მათთნაირი ავადმყოფობის ისტორია და გამოცდილება აქვს.
ხო, თუ გინდათ რეალობა გაიგოთ გამონახეთ ერთი საათი დრო და შედით ასეთ ჯგუფებში.
და დაინახავთ, რამხელა თვალები აქვს იმედს, და რამხელა თვალები აქვს შიშს.
გაიგებთ, რა მოკლე ფეხები აქვს ტყუილსაც და რა უპატრონოა სიმართლეც." - წერს კანუდოსის თეატრის დირექტორი გუჯა შვანგირაძე
0
65
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0