x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მსოფლიო კინოს ლეგენდა 88 წლის ასაკში მარტოობაში გარდაიცვალა

image

მსოფლიო კინოს ლეგენდა, ფრანგი მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო, რომელიც ცნობილია არაერთი სახელგანთქმული ფილმით, გარდაიცვალა 88 წლის ასაკში. მსახიობის გარდაცვალება მისმა ადვოკატმა დაადასტურა, ის პარიზში, საკუთარ სახლში იპოვეს.

image

ბელმონდო დაიბადა 1933 წლის 9 აპრილს, საფრანგეთში, ნეინ-სურ-სენში. მისი მამა, პოლ ბელმონდო იყო სკულპტორი, დედა, მადლენი - ფერმწერი. მსახიობობა მაშინვე არ მოსულა ჟან პოლთან, მიუხედავად იმისა, რომ ის ბავშვობიდან ოცნებობდა ამ პროფესიაზე.

image


მან მოღვაწეობა დაიწყო, როგორც მოკრივემ. მისი დებიუტი რინგზე შედგა 1949 წელს. მოგვიანებით, სახის ფიზიკური დაზიანებების და ჯანმრთელობის გაუარესების გამო (მას ტუბერკულოზი დაუდგინეს), მსახიობი იძულებული გახდა დაეტოვებინა სპორტი. ჟანმა საბოლოოდ დაამარცხა ტუბერკულოზი და აიხდინა ოცნება, ის ეზიარა დრამატულ სკოლას, ოცი წლის ასაკში ჩააბარა ეროვნული დრამატული ხელოვნების კონსერვატორიაში.

image

ბელმონდომ მსახიობობა დაიწყო ‘50 -იან წლებში, თავდაპირველად, კინოში გადასვლამდე, მუშაობდა თეატრში. მისი დებიუტი შედგა ’57 წელს ფილმში „ცხენზე, ფეხით და ავტომობილით“, მაგრამ ის არ გამოდგა წარმატებული, ფილმის გაშვებამდე ცოტა ხნით ადრე სცენები მისი მონაწილეობით ამოჭრეს. ამას მოჰყვა კიდევ ერთი ეპიზოდური როლი ფილმში "იყავი ლამაზი და გაჩუმდი", სადაც ასევე დამწყები მსახიობი, ალენ დელონი მონაწილეობდა, მაგრამ მონტაჟის დროს სცენები მათი მონაწილეობით ისევ ამოჭრეს.


image

მოგვიანებით მსახიობი თანამშრომლობდა ფრანგული ახალი ტალღის ავტორ ჟან-ლუკ გოდართან, რომელმაც არაერთი შედევრი შექმნა მისი მონაწილეობით, მათ შორის ‘60-იან წლებში კ/ფ "უკანასკნელ ამოსუნთქვამდე", რომელმაც ბელმონდოს წარმატება მოუტანა. ფილმი ახალი ტალღის დასაბამად იქცა და მსოფლიო კინემატოგრაფში მნიშვნელოვან ნამუშევრად მიიჩნევა. მან ასევე ითამაშა ფრანსუა ტრიუფოს და კლოდ შაბროლის ფილმებში, ასევე სხვა ცნობილ ფრანგ რეჟისორებთან. თავიდან მიიჩნევდნენ, რომ ჟან პოლს გაუჭირდებოდა რომანტიული პერსონაჟების და ქალთა გულთამპყრობელის როლების მორგება, მისი დაზიანებული ცხვირის და არც თუ შესანიშნავი გარეგნობის გამო, ის ხომ სულ 1, 79 მ. სიმაღლის იყო. თუმცა სულ მალე ბელმონდო სექს-სიმბოლოდ იქცა და ქალების დიდი მოწონება დაიმსახურა, სწორედ მისი მამაკაცური გარეგნობის წყალობით.

image

ბელმონდო ფრანგულ კინოში კომერციულად ყველაზე წარმატებულ მსახიობად ითვლებოდა 1986 წლამდე. ფრანგულ კინოში მუშაობის გარდა, ის გამოჩნდა რამდენიმე იტალიურ ფილმშიც, განსაკუთრებით კარგად ახსოვს ის მსოფლიოს კინომოყვარულებს სოფია ლორენთან პარტნიორობით ისეთი ცნობილი ფილმებიდან, როგორიც იყო ვიტორიო დე სიკას ოსკაროსანი კ/ფ „ჩოჩარა“. მსახიობმა მუშაობა განაგრძო 1970-იან და 1980-იან წლებშიც, ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი, როგორც საფრანგეთის, ასევე მსოფლიოს მასშტაბით.

image

ბელმონდომ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ჯოს ბომონის როლით ფილმში „პროფესიონალი“. 1989 წელს კი გახდა საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს - სეზარის გამარჯვებული, მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის, კლოდ ლელუშის ფილმში „ბედით განებრივებული“. თუმცა, მან უარი თქვა ჯილდოს მიღებაზე, რადგან მისი ავტორი იყო სეზარ ბალდაჩინი, რომელიც თავის დროზე არ აღიარებდა ბელმონდოს მამის, მოქანდაკე პოლ ბელმონდოს ნამუშევრებს.

1995 წელს ბელმონდომ შეასრულა მთავარი როლი კლოდ ლელუშის ფილმში „საბრალონი“. მსახიობმა, ალენ დელონის მსგავსად, საკუთარი კონოპროდუქციის შესაქმნელად დააფუძნა კომპანია Cerito (ეს ბებიის ქალშვილობის გვარი იყო).

image


ბელმონდომ 2001 წელს გადაიტანა ინსულტი, რის შემდეგაც დიდი ხნით შეწყდა მისი სამსახიობო კარიერა. თუმცა, 2008 წელს, 75 წლის ასაკში ის დაბრუნდა გადასაღებ მოედანზე და შეასრულა როლი ფრენსის იუსტერის ფილმში „ადამიანი და ძაღლი“. მოგვიანებით მან ინტერვიუში აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ 95 ფილმში და 40 სპექტაკლში შევქმენი როლები, ამ გადაღებებზე ისეთი ბედნიერი ვიყავი, როგორც არასდროს.“ 2015 წელს მან გამოაცხადა მისი სამსახიობო კარიერის დასრულების შესახებ.

image


მსახიობი ორჯერ იყო განქორწინებული. მისი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, პატრიცია ბელმონდო, გარდაიცვალა 1994 წელს. მსახიობს დარჩა სამი შვილი და ექვსი შვილიშვილი, მათ შორის არცერთი არ გაჰყვა მამის კვალს, თუმცა ვაჟი, პოლ ბელმონდო დროდადრო ჩანს ფილმებში, ის არის ყოფილი ავტო მრბოლელი. მიუხედავად მრავალრიცხოვანი ოჯახისა და უამრავ ქალთან სასიყვარულო ისტორიებისა, ბელმონდო სიცოცხლის ბოლო წლები მარტოობაში გაატარა.


By Georges Biard,

0
195
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
195
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0