სამოქალაქო ალიმენტი გამიგია, მაგრამ ასეთი?! (კაცებო, იფიქრეთ სანამ ცოლს გაშორდებით!) 2012, 11 სექტემბერი, 19:18 კანადის ერთ-ერთ ქალაქში მოსამართლემ ცოლ-ქმრის გაყრისას უჩვეულო გადაწყვეტილება გამოიტანა: ყოფილ ქმარს დაავალა, ალიმენტი გადაეხადა როგორც თავისი ქალიშვილისათვის, ასევე ძაღლისთვის. ასე რომ, სენბერნარი ყოველთვიურად მიიღებს იმ თანხის თითქმის მესამედს, ანუ 150$-ს, რასაც მამა ქალიშვილის სარჩენად იხდის. ამის გარდა, მოსამართლემ ყოფილ ქმარს დააკისრა 2000$-ის გადახდა იმ თვეების საზღაურად, როცა ოჯახში აღარ ცხოვრობდა და მონაწილეობა არ მიუღია ძაღლის მოვლა-პატრონობაში. ქალიშვილის ნახვის უფლება მამას აქვს, მაგრამ ძაღლისა-არა. პ.ს: ბევრ ქართველს შეშურდება ძაღლის ბედი! 519 6-ს მოსწონს
|