საქართველო "ისე იმ "გიჟთან" ერთად ვარ ნამყოფი..." - რას ჰყვება ელისო კილაძე 2021, 6 სექტემბერი, 0:06 გაზეთ "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეშახტეებთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მთავრობის მეთაურს მეტი სითამამისკენ მოუწოდებს: "Irakli Garibashvili ტყიბული მეშახტეების ქალაქია და ტურიზმი კი არა, უსაფრთხო სამუშაო გარემო და ხელფასების მომატებაა მთავარი პრობლემა! ისე შახტაში ჩასვლა არ გიცდია? იმ "გიჟთან" ერთად ვარ ნამყოფი მიწისქვეშ მინდელის შახტაში - პრეზიდენტი იყო და მეშახტის ვაგონით ჩავიდა ჟურნალისტებთან ერთად - 2006 წელს იყო ეგ ამბავი! შენ სად შეხვდი?!", - წერს ელისო კილაძე. "ჩვენი ვალია, რომ რაც შეგვიძლია გვერდში დაგიდგეთ, რაც მთავრობას შეუძლია, ბოლომდე დავიხარჯებით, დაგეხმარებით ყველაფერში, რაც გასაკეთებელია და რისი გამოსწორებაც შეიძლება, ერთად გამოვასწორებთ, " - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტყიბულში, კომპანია "საქნახშირში" დასაქმებულ მეშახტეებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად იმყოფებოდა. მეშახტეებმა პრემიერ-მინისტრთან საუბრისას, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, მათ შორისაა მეშახტეებისთვის საპენსიო ასაკის დაწევის, ტყიბულის მუნიციპალიტეტისთვის მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის აღდგენის, კურორტ “ცხრაჯვარის“ ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განაშენიანებისა და სამედიცინო ცენტრის აშენების საკითხები. მთავრობის მეთაურმა მინისტრებს მეშახტეების მიერ წამოწეული საკითხების უმოკლეს ვადაში განხორციელება დაავალა.693 შეფასება არ არის |