x
მეტი
  • 26.10.2021
  • სტატია:115250
  • ვიდეო:354174
  • სურათი:489063
The Pussycat Dolls-ის დაამარსებელი ნიკოლ შერზინგერს ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს
image

მომღერალს სურს სრული შემოქმედებითი კონტროლი დაამყაროს ჯგუფზე.


ქორეოგრაფმა რობინ ანტინმა, რომელმაც შექმნა პოპ ჯგუფი The Pussycat Dolls, უჩივის ვოკალისტს ნიკოლ შერზინგერს. მისი თქმით, შერზინგერი სავარაუდოდ უარს ამბობს ტურში მონაწილეობაზე, სანამ მას არ მიეცემა ჯგუფის სრული შემოქმედებითი კონტროლი და შემოსავლის ძირითადი წილი.


ჯერ კიდევ 2019 წელს ქალები შეთანხმდნენ, რის მიხედვითაც ნიკოლი იღებდა Pussycat Dolls Worldwide- ის აქციების 49% -ს. გარდა ამისა, მას ტურიდან ფიქსირებული შემოსავალი ერიცხებოდა. სანაცვლოდ ნიკოლ შერზინგერს უნდა მიეღო ჯგუფის გასტროლებში მონაწილეობა.



თუმცა, როგორც ჩანს, ჯგუფის სოლისტს სიხარბემ სძლია და მადა გაეზარდა. ახლა იგი აქციების 75% ითხოვს, გარდა ამისა "სრული შემოქმედებით კონტროლის" და "საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილებას".


"ტურის თარიღები ჩანიშნულია, მაგრამ ვერ დადასტურდება შერზინგერისგან თანხის გამოძალვის გამო", - ციტირებს საჩივრიდან ნაწყვეტს გამოცემა PEOPLE.

image

თავდაპირველად, Pussycat Dolls სცენაზე დაბრუნება შეუფერხებლად მიმდინარეობდა - ჯგუფმა გამოუშვა ახალი სინგლი 2019 წლის ბოლოს და 2020 წლის თებერვალში გაერთიანებული სამეფოს პროექტ X Factor სეზონის ფინალშიც მიიღო მონაწილეობა.


ამის შემდეგ, დაგეგმილი იყო ჯგუფის გასტროლები, მაგრამ პანდემიის გამო იგი გადაიდო. ევროპაში მიმდინარე წლის მაისშია დაგეგმილი პოპ ჯგუფის კონცერტები . თუმცა ნიკოლ შერზინგერის მიერ შექმნილი პრობლემების გამო ახლა "დადასტურებას ან არ დადასტურებას ექვემდებარება".

0
153
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0