x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
„ჩემი მულის დედამთილის მეზობელი აიცრა და მეორე დღეს მოკვდა"-დაუძველდათ მეთოდი ანტივაქსერებს
image

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნევროლოგი დავით მრელაშვილი, სამედიცინო პერსონალის სავალდებულო აცრასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:


„შეერთებულ შტატებში ექიმების 96%-ია აცრილი, და მათი უდიდესი ნაწილი აიცრა ყოველგვარი ვალდებულების გარეშე – საკუთარი ცოდნის, და შეგნების საფუძველზე.

– შეერთებული შტატების ყველა ცოცხალი პრეზიდენტი – ახლანდელი და ყოფილი აცრილია (ტრამპიც კი)



– აბსოლუტურად ყველა შტატის გუბერნატორი აცრილია (ჩვენთან მინიმუმ კახეთის გუბერნატორი ზუსტად ვიცი რომ აცრილია, იმედია სხვებიც)


– აშშ-ს კონგრესის და სენატის თითქმის 100% აცრილია


– მთელი სამხედრო პერსონალის 80%-ზე მეტი (და მალე იქნება 100%-მდე ისიც) აცრილია.


რიტორიკული კითხვა: აცრა რომ არაეფექტური ან მავნებელი იყოს, მსოფლიოს ერთპიროვნული სუპერ-სახელმწიფო (სხვა წამყვან ქვეყნებზე აღარ მაქვს ლაპარაკი) მთელ თავის მთავრობას, სამედიცინო პერსონალს და სამხედროებს „გაანადგურებდა“ თავისი ნებით? თუ ეს იმ სერიიდანაა „ჩინეთმა მესამე მსოფლიო ომი ისე მოიგო, რომ ერთი ტყვია არ გაუსვრია“.


თუ როგორ ფიქრობთ ამერიკას საკმარისად ჭკვიანი მეცნიერები არ ჰყავს, რომ სწორად გააანალიზოს არსებული ინფორმაცია და გადაწყვიტოს რა ჯობია?


შევეშვათ გაურკვეველი მოტივაციის ტროლ-ბოტების პოსტების გაზიარებას, და იმას, რომ „ჩემი მულის დედამთილის მეზობელი აიცრა და მეორე დღეს მოკვდა“ და ის ვაქცინამ მოკლა. დაუძველდათ მეთოდი ანტივაქსერებს და რადგან დღევანდელი რეალობა აშკარად არ ემთხვევა მათ შარშანდელ პროგნოზს – ახლა ვადა გადაწიეს – 2 წლის მერე დაიხოცებით აცრილებიო, რაც არანაირ მეცნიერულ ლოგიკაში არ ჯდება ვაქცინის მექანიზმიდან გამომდინარე (ADE/VADE-სთვისაც კი ნამეტანი გრძელი ვადაა).


ყოველდღე საქართველოში 150-200 ადამიანი გარდაიცვლება სხვადასხვა მიზეზით (იქიდან 70-80 კორონათი), და აუცილებლად დაემთხვევა ის, რომ იმ 25-30, 000 აცრილიდან იმ, ან წინა დღეს ვიღაც გარდაიცვლება მომდევნო დღეებში განსაკუთრებით ყველაზე ხშირი მიზეზებით – ინფარქტით ან ინსულტით.


პოზიტიური ასპექტიც რომ ვთქვათ – საქართველო მსოფლიოს ტოპ ხუთეულში შედის ექიმთა რაოდენობით ქვეყანაში (100, 000 მოსახლეზე), ასე რომ, თუ ის ექიმები, ვინც არ აიცრებიან, დროებით შვებულებაში გავლენ – ექიმების ნაკლებობა (რაოდენობრივი, ხარისხობრივზე არ მაქვს საუბარი) დიდი ალბათობით არ გვექნება :)”-წერს მრელაშვილი.

შეგახსენებთ, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სამედიცინო სექტორისათვის სავალდებულო ვაქცინაციის რეკომენდაციას იძლევა:

„მე მაგალითად, რეკომენდაციას გავაკეთებ და მიმაჩნია, რომ ჩვენ, ექიმები და სამედიცინო პერსონალი უნდა ვიყოთ მაგალითი. მე ყოველ დილას ჩემს დაწესებულებაში ვკითხულობ, ჩვენთან 82% არის აცრილი და ყოველ დილას ვკითხულობ, როდის უნდა ავიდეთ 90%-ზე. ჩვენთანაც, დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ ვართ 100% აცრილი და ყოველ დილას მჭირდება ახსნა-განმარტება ჩემს კოლეგებთან. 82% არ არის ცუდი მაჩვენებელი, რაც გვაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ მაგალითი უნდა ვიყოთ და 90-95% უნდა ვიყოთ აცრილი“, – განაცხადა "ფომრულას " ეთერში გამყრელიძემ.

1
402
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
402
  
0 1 1