x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
სი ძინპინმა ბრძანა ბოლო მოეღოს ქალაჩუნა ბიჭების ეთერში გამოჩენას
image

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერმა სი ძინპინმა აუკრძალა ყველა მაუწყებელს ქალაჩუნა მამაკაცების ეთერში გამოჩენა. იტყობინება Associated Press.


ახალგაზრდებში პოპულარულ შოუ-პროგრამებში, ჩინეთის ხელისუფლებამ მოუწოდა მაუწყებლებს "ტრადიციულ ჩინურ კულტურას, რევოლუციური კულტურას და მოწინავე სოციალისტური კულტურის პროპაგანდას ენერგიულად შეუწყონ ხელი".


რადიოსა და ტელევიზიის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ჩინურმა კომპანიებმა „მტკიცედ უნდა მოუღონ ბოლო ქალჩუნების და სხვა არანორმალურ ესთეტიკის ტიპაჟების გამოჩენას ეთერში“.



ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ ჩინელმა ესტრადის ვარსკვლავებმა, სამხრეთ კორეელი და იაპონელი ცნობილი ადამიანების მაგალითზე, შეიძლება ცუდი მაგალითი მისცენ ახალგაზრდებს.


მანამდე ჩინეთის ხელისუფლებამ სკოლის მოსწავლეებს აუკრძალა ონლაინ თამაშების თამაში კვირაში სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში. აკრძალვა მიზნად ისახავს თინეიჯერეში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლას. არასრულწლოვნებისთვის ხელმისაწვდომია ერთ საათამდე თამაში პარასკევს, შაბათ -კვირას და დღესასწაულებზე.

0
112
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0