საზოგადოება დევრიმ ოზქანი - ვინ არის მშვენიერი თურქი მსახიობი (+ფოტოები) 2021, 3 სექტემბერი, 10:39
სახელი და გვარი: დევრიმ ოზქანი დაბადების თარიღი: 2 სექტემბერი, 1998 წელი დაბადების ადგილი: მუღლა, თურქეთი ეროვნება: თურქი პროფესია: მსახიობი კარიერა: 2017 წლიდან ზოდიაქო: ქალწული სიმაღლე: 168 სმ წონა: 52 კგ თურქი მსახიობი, დევრიმ ოზქანი, დაიბადა თურქეთის ქალაქ მუღლაში, საშუალო კლასის ოჯახში. დევრიმის დედა დიასახლისი გახლდათ, მამა - პენსიაზე გასული ოპერატორი, ხოლო უფროსი და - ბანკირი. გოგონამ ბავშვობა და სკოლის წლები მილასში გაატარა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, დევრიმ ოზქანმა სწავლა განაგრძო მუღლა სიტკი კოჩმანის უნივერსიტეტში, ბოდრუმის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, საშემსრულებლო ხელოვნებისა და სამსახიობო ფაკულტეტზე. ახალგაზრდა მსახიობი ასე იხსენებს ბავშვობის წლებს: "სასიამოვნო სამეზობლო, შესანიშნავი მეზობლური ურთიერთობები, გულწრფელობა. ეს ყველაფერი არის ის, რაც ქმნის ჩემს ახლანდელ პიროვნებას. კარგი იქნება ერთი წუთით შემეძლოს დაბრუნება იმ დღეებში, როდესაც ქუჩაში ვთამაშობდი. მე ეროვნული ძიუდოისტი ვარ. იმ დროს, ჩემთვის სპორტი იყო ყველაფერი, თუმცა ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იყო თეატრი. არასოდეს დამავიწყდება ის დრო, როდესაც ნამდვილად შევხვდი თეატრს უმაღლეს სასწავლებელში, გადავდე ჩემი შვიდი წლის სპორტული კარიერა და ვთქვი: "მე ვიქნები მსახიობი". ასე რომ, გადავწყვიტე მსახიობი გავმხდარიყავი და დავიწყე ამისთვის მუშაობა." სამსახიობო კარიერაში, დევრიმს პირველი წარმატება მოუტანა სატელევიზიო პროექტმა Rüya ("ოცნება"), იფექის როლით. ბოლო დროს, თურქი მსახიობი გადაიღეს კრიმინალურ დრამაში Ramo ("რამო"), სადაც იგი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პერსონაჟს განასახიერებს. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, დევრიმ ოზქანი ამბობს, რომ შეყვარებული არასდროს ყოფილა. ფილმოგრაფია: 2020 - Ramo ("რამო") - ნეჰირი 2019/2020 – Vuslat ("შეხვედრა") - ფერიდე 2017/2018 – Vatanım Sensin ("შენ ხარ ჩემი სამშობლო") - ჰავა 2017 – Rüya ("ოცნება") - იფექი ასევე დაგაინტერესებთ: ესრა ბილგიჩი - ვინ არის მშვენიერი თურქი მსახიობი ქალი (+ფოტოები) როდის გამოვა სერიალის "ერთხელ ჩუქუროვაში" ახალი სეზონი და ვინ დაიკავებს მთავარი გმირის ადგილს 270 შეფასება არ არის
|