საქართველო "ოოო, სენსაცია იქნება" - რას წერს ნიკა გვარამია 2021, 2 სექტემბერი, 16:16 "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პარტია "საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატად, გიორგი გახარიას დასახელებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. გვარამიას თქმით, დიდი შანსია რომ ნიკა მელია პირველი ადგილით მეორე ტურში გადავიდეს, ხოლო მისივე თქმით, ნამდვილი სენსაცია იქნება "ქართული ოცნება" 2 ოქტომბრის თვითმართველობის არჩევნებში თუკი 33 % -ს აიღებს: "ოოო, დიდი ამბავია, ამასობაში. ნიკა მელია vs კახა კალაძე vs გახარია - სერიოზული თბილისური დერბია. ძალიან მაღალი შანსით, მელია პირველი ადგილით გადავიდეს მეორე ტურში. P.S. თბილისში 43%-ზე მეტი კი არა, 33% რომ აიღოს "ქართულმა ოცნებამ", სენსაცია იქნება. Kakha Kaladze კახა კალაძე ქართული ოცნება / Georgian Dream რას გავხართ, რანაირი წაშლილ - მოჯღანულები დგახართ? "ამ ვიდით რამდენს ბედავთ"? - ასე გამოეხმაურა გვარამია კალაძის მიერ დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატების წარდგენას. როგორც გიორგი გახარიას მიერ საკრებულოების წევრობისა და მერობის კანდიდატების წარდგენისას გუშინ გახდა ცნობილი, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატი თავად გიორგი გახარია იქნება.707 შეფასება არ არის |