x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვიდეო დაიდოს, გელოდებით" - ნახეთ, რას პოსტს ავრცელებს ელისო კილაძე

image


გაზეთ "ქრონიკა+" - ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე კალაძე-გახარიას შეხვედრასა და კობახიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნულის დამადასტურებელ ვიდეო მტკიცებულების წარდგენას ითხოვს: "შეხვედრა მერიაში შედგაო, - კალაძემ. გახარიამ კალაძეს ფული მოსთხოვაო, -კობახიძემ. სუსი ყველაფერს უსმენს, კალაძეს მათ შორის, და შეხვედრის ჩანაწერი არ არსებობს? ფულის მოთხოვნის ვიდეო დაიდოს - გელოდებით. p.s. კრებსები იქნებოდა საინტერესო და შემდგომი ორიენტირი, კახი კალაძეც კი იმდენად გააკვირვა ირაკლი კობახიძის უტიფრობამ, გახარიასთან შეხვედრის ფაქტი მორცხვად დაადასტურა, ფულის მოთხოვნა არ უხსენებია. რას არ გაგაკეთებინებს ქართული პოლიტიკა - რვა სულის ძმაკაცობიდან, აღიარებამდე, დილა მშვიდობისა, თბილი-სი" - წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ კალაძისა და გახარიას შეხვედრის შესახებ გუშინ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, საკუთარი კანდიდატურა რომ არ დაეყენებინა, გახარია "ოცნებისგან" ფულს ითხოვდა, რასაც თავის მხრივ გიორგი გახარია უარყოფს და გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. მოგვიანებით, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გახარიასთან შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა: "თბილისის მერიაში მოხდა შეხვედრა, თუმცა არაფერი ისეთი, მითხრა, რომ აპირებდა თავისი კანდიდატურის დაყენებას და ეს რომ არ გამეგო ტელევიზიით", - განაცხადა კახა კალაძემ. გუშინ, როგორც გიორგი გახარიას მიერ საკრებულოების წევრობისა და მერობის კანდიდატების წარდგენისას გახდა ცნობილი, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატი თავად გიორგი გახარია იქნება.









0
1484
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1484