მსოფლიო "ეს ყველაფერი ავღანეთის ტრაგედიით და ამერიკისთვის საშინელი სირცხვილით დასრულდა. იგივე ელის უკრაინას"-ვლადიმერ ჟირინოვსკი 2021, 1 სექტემბერი, 15:01
"უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი, რომელიც შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება, "ბაიდენის ფეხებთან იხოხებს იარაღის სათხოვნელად", უნდა ახსოვდეთ, როგორ დასრულდა შეერთებული შტატების "სამხედრო დახმარება" ავღანეთში."– რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ამის შესახებ დაწერა ოთხშაბათს, 1 სექტემბერს, თავის Telegram არხზე.
”ეს ყველაფერი ავღანეთის ტრაგედიით და ამერიკისთვის საშინელი სირცხვილით დასრულდა. იგივე ელის უკრაინას, რომელიც თავად, ნებაყოფლობით მისცემს ყველაფერს.. სამშობლოს, (...) და საბოლოოდ დარჩება განადგურებული “, - თქვა მან. აშშ-ს ექსპორტ-იმპორტის ბანკი (Eximbank) უკრაინას ეკონომიკურ დახმარებას გაუწევს 3 მილიარდი დოლარის ოდენობით. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის წინა დღეს. ქვეყნები ასევე ხელს მოაწერენ ორ მემორანდუმს ურთიერთგაგებისა და კომერციული თანამშრომლობის შესახებ. თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ვიზიტი ხელს შეუწყობს კიევსა და ვაშინგტონს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. 1 სექტემბერს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. ორი ქვეყნის ლიდერები გამოაცხადებენ ახალ ინიციატივებს კლიმატის კრიზისის დასაძლევად და უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მათ შორის ინვესტიციების მოზიდვით, რათა „ჩრდილოეთის ნაკადი 2" -ის პრობლემები გადაიჭრას. 290 3-ს მოსწონს
|