კოსმეტოლოგია თმის გახშირება და სწრაფად გაზრდა გსურთ? ამ ნიღბების მთავარი ღირსება მათი ხელმისაწვდომობაა 2021, 1 სექტემბერი, 13:46 თმას შეუძლია სრულიად შეცვალოს ადამიანის გარეგნობა. თუ კარგად მოვლილი, მბზინავი თმა გაქვთ, ამით დიდ შთაბეჭდილებას მოახდენთ ირგვლივმყოფებზე. სტატიაში წარმოდგენილი ორი ნიღბის მთავარ ღირსებას მათი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. ყველა ინგრედიენტს სამზარეულოში აღმოაჩენთ. მოძებნეთ სასწრაფოდ და ნუ დაიზარებთ ამ ძალზე მარტივი პროცედურის ჩატარებას. ეფექტი იმდენად შესამჩნევი იქნება, რომ რეგულარულად მოისურვებთ მის გამოყენებას. ნიღაბი, რომელიც ხელს უწყობს თმის ზრდისა და მის გახშირებას. ინგრედიენტები: – 2 ბანანი; – 1 კვერცხის გული; – 1 ჩ. კ. ლიმონის წვენი. აურიეთ ყველა ინგრედიენტი, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. წაისვით თმაზე და შეიხვიეთ პოლიეთილენის პარკით; შემდეგ პირსახოცით, მოსახვევით ან ქუდით დაითბუნეთ. ნახევარი საათის შემდეგ შეგიძლიათ დაიბანოთ ჩვეულებრივი შამპუნით. ამ პროცედურის მერე ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნებათ, რომ თავზე თმა გაგიორმაგდათ. ნიღაბი, რომელიც თქვენს თმას არა მხოლოდ ძალასა და ენერგიას, არამედ მბზინვარებასაც შემატებს! ინგრედიენტები: – 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი; – 1 ჭიქა კეფირი. სრულიად საკმარისი იქნება ეს ნიღაბი გაიჩეროთ ნახევარი საათის მანძილზე, იმისათვის რომ აქტიურად იმოქმედოს თმაზე. დაუთმეთ თქვენს თმას სულ რაღაც 30 წუთი, ეს ხომ მარტივია! თუ ამ ნიღბებს კვირაში 2-ჯერ მაინც გამოიყენებთ, თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება ისეთ თმის ვარცხნილობები, რომელზეც ადრე არც კი ოცნებობდით... ამის გაკეთება ნამდვილად მარტივია, ამასთან, ძალიან ეფექტურიც! ასევე დაგაინტერესებთ: რა დაემართება ჩვენს თმას, თუ ყავაზე უარს ვიტყვით მხოლოდ 1 ბუნებრივი ინგრედიენტი – კურნავს თირკმელებს, პანკრეასს, ღვიძლს და არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ხილზე, რომელიც ყველას რაციონში უნდა იყოს სისხლძარღვების გაწმენდა ორი პროდუქტის საშუალებით, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია რომელი ბუნებრივი ანტიბიოტიკებით უნდა გავიძლიეროთ ჯანმრთელობა და ავიმაღლოთ იმუნიტეტი? იცით, როგორ უნდა გაიწმინდოთ ფილტვები სწრაფად და ეფექტურად? მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც დაამარცხებს დიაბეტს, ალცჰეიმერსა და გაფანტულ სკლეროზს 176 4-ს მოსწონს
|