ინგრედიენტები:
პომიდორი — 10 კგ.
წითელი ბულგარული წიწაკა — 10 კგ.
ნიორი — გემოვნებით (200 გრ-ს ფარგლებში)
დაფქული მწარე წიწაკა — გემოვნებით
მარილი — გემოვნებით
ასევე დაგჭირდებათ:
ალუმინის ქვაბი, ისეთი სიმაღლის, რომ მორევისას, კოვზი ქვაბის ძირს მისწვდეს;
ხორცის საკეპი მანქანა;
ხის კოვზი (გეძელი);
რეზინის ხელთათმანები (სქელი);
მომზადება:
I. გარეცხეთ და ყუნწები მოაჭერით პომიდორს > გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში > დადგით ცეცხლზე და დროდადრო ურიეთ, რომ ძირზე არ მიიწვას.
პომიდორი იმდენ ხანს უნდა ადუღოთ, ვიდრე ზედმეტი წვენი არ აორთქლდება და მასა არ შესქელდება.
შენიშვნა: ამ ეტაპზე, შეგიძლიათ ცეცხლი გათიშოთ და ტომატის ხარშვა მეორე დღეს გააგრძელოთ.
II. ვიდრე პომიდორი დუღს, ბულგარულ წიწაკა გარეცხეთ > ყუნწები და თესლი მოაცილეთ > გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში (წიწაკის დაჭრის და გატარების დროს, აუცილებლად გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანები).
III. როდესაც პომიდორი შესქელდება, ჩაასხით გატარებული ბულგარული წიწაკა ქვაბში. მასა გათხელდება > გააგრძელეთ დუღილის პროცესი, იქამდე, ვიდრე ისევ არ შესქელდება.
IV. დაამატეთ მანქანაში გატარებული ნიორი, დაფქული წიწაკა და მარილი.
V. შენელების შემდეგ, ადუღეთ კიდედვ 10-15 წუთი.
VI. ცეცხლი არ გათიშოთ და ისე ჩაასხით სტერილურ ქილებში. ქილა, მასის ჩასხმამდე, ქვაბიდან ამოსულ ორთქლზე 30 წამი გააჩერეთ, რომ ჩასხმის დროს არ გასკდეს > ჩასხმისთანავე დაახურეთ თუნუქის სახურავი > როდესაც მასას მთლიანად გაანაწილებთ, მოხუფეთ და მოხუფვა იმ ქილით დაიწყეთ, რომელშიც საწებელი პირველად ჩაასხით.