x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
10 ყველაზე სასტიკი და უცნაური ტრადიცია მსოფლიოში

image
ბევრ კულტურას აქვს საკუთარი უნიკალური ტრადიცია, როდესაც საქმე ახალგაზრდების “მონათვლას" ეხება გაზრდის დროს. ზოგიერთ ტომში ბავშვები სწორედ ძველი ინიციაციის ტრადიციების მსხვერპლნი ხდებიან:

1. ბრაზილია, მატისის ტომი

ამ ტომში ახალგაზრდა ყმაწვილებს საშინელი ხერხებით ცდიან ვაჟკაცობაზე. მათ შხამს აწვეთებენ თვალებში, სცემენ და ამათრახებენ. “გამოცდა" სრულდება მაშინ, როდესაც ახალგაზრდას საკუთარი ხელით შეჰყავს ნემსით ხის ბაყაყის შხამი კანში.image

2. ახალი გვინეა- მატასის ტომი, პაპუასები

ამ ტომში ახალგაზრდამ უნდა გაიაროს განწმენდის ცერემონია. ამისთვის ისინი ხის წვრილი ჩხირების საშუალებით გულს ირევენ, ცხვირიდან სისხლს იდენენ და საბოლოოდ ენას იხვრეტენ.
image

3. ბრაზილია- სატერე-მავე

როდესაც ბიჭი 13 წლის ხდება, მას მტკივნეული გამოცდის გავლა უწევს. მას ხელებზე აცმევენ ჭიანჭველების ბუდიან ხელთათმანებს და 10 წუთის განმავლობაში აცეკვენებ, რაც მთავარია, ბიჭმა ხმა არ უნდა ამოიღოს და ტკივილს უნდა გაუძლოს. რიტუალის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებს ხელები 24 საათი ისევ ტკივათ.image

4. ახალი გვინეა- სამბიას ტომი

7 წლის ბიჭებს დედებს აშორებენ და მათ მამაკაცები ზრდიან. ამას მოჰყვება განწმენდის რიტუალი რაც მოიცავს ცხვირიდან სისხლის წასკდომას და ორგანიზმის გაწმენდას. გადა ამისა, ხშირად ბავშვებს სპერმასაც აყლაპებენ უფრო მამაკაცურები რომ გახდნენ.image

5. დასავლეთ აფრიკა- ფულას ტომი

ინიციაციის დროს ყმაწვიმები ერთმანეთის პირისპირ დგებიან და ერთმანეთს მათრახს ურტყამენ 3 ჯერ. ტომის წევრები მათ აკვირდებიან და საბლოოდ გამოავლენენ გამარჯვებულს, რომელმაც ყველაზე კარგად აიტანა ტკივილი და რომელიც ღირსეულია მამაკაცი ერქვას.image

6. ჩრდილოეთ დაკოტა- მანდანის ტომი

მანდანის ტომს აქვს ოკიპას ცერემონია, რომელიც 4 დღეს გრძელდება. ამ დროის განმავლობაში ახალგაზრდებს საშინელი ხერხებით ცდიან და აწამებენ. მათ არ აჭმევდნენ, არ ასმევდნენ და რაც მთავარია, მათ სახეზე ღიმილი უნდა ჰქონოდათ მაშინაც კი, როდესაც ნეკა თითს აჭრიდნენ.image

7. ავსტრალია- მარდუჯარას ტომი

ამ ტომში ბიჭს ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე სასქესო ორგანოდან ზედმეტ კანს აჭრიან. თითქოს ეს არაა საკმარისი და მოჭრილ ხორცს ძალით აყლაპინებენ, შემდეგ კი ბიჭი კოცონთან უნდა დაიხაროს ისე, რომ სისხლი ცეცხლზე მოხვდეს და განიწმინდოს.image

8. მელანეზიის კუნძული წყნარ ოკეანეში- ვანუატუს ტომი

ინიციაციის რიტუალის დროს ვანუატუს ტომის წევრები 30 მეტრის სიმაღლიდან ხტებიან, დასაჭერად კი მხოლოდ მცენარეები აქვთ.image

9. ინდონეზიის კუნძულები- მენტავაის ტომი

ამ ტომში გოგონა მიმზიდველად ითვლება, თუკი მას კბილები წვეტიანი აქვს. ასეთი ეფექტის მისაღებას კი ისინი ქვებით და სხვა სახეხი საშუალებით კბილბს იწვრილებენ.image

10. ჩრდილოეთ ამერიკა- ალგონკინის ტომი

ინიციაციის დროს ახალგაზრდებს სპეციალურ ნაყენს ასმევენ, რომელიც ნაწილობრივ მეხსიერების დაქვეითებას იწვევს. ითვლება, რომ ისინი ივიწყებენ ბავშვობას და ზრდასრულ ცხოვრება იწყებენ.image












0
769
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
769
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0