x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ხუთი კოვიდით გარდაცვლილი პაციენტი დედოფლისწყაროდან
image


კოვიდ პაციენტის გარდაცვალების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა დედოფლისწყაროში. ორივე მათგანი სხვა ქალაქების კლინიკებში იწვა. 30 აგვისტოს ზემო მაჩხაანში მცხოვრები 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამავე დღეს კოვიდ გართულებით სოფელ ხორნაბუჯში მცხოვრები ასაკოვანი ქალიც დაიღუპა. 25 აგვისტოდან დღემდე 5 დედოფლისწყაროელი გარდაიცვალა. მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში დაიღუპა იმდენი ადამიანი, რამდენიც იანვრიდან 24 აგვისტოს ჩათვლით.


ეს ინფორმაცია დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაადასტურეს. მთავარი ეპიდემიოლოგის, ლალი ალადაშვილის განმარტებით, ბოლო დღეებში გარდაცვლილების რიცხვს 5 ადამიანი მიემატა. ორი მათთან რეგისტრირებული, სამიც თბილისიდან მოწვდილი.


ახლობლების განმარტებით, შუა ხნის მამაკაცი რუსთავის მარდალეიშვილის კლინიკაში იყო მოთავსებული. სავარაუდოდ, ლეტალური შედეგი დაგვიანებულმა მიმართვიანობამ გამოიწვია.



„ბავშვობის მეგობარია, არაფერი არ აწუხებდა, ძალიან აქტიური იყო. კლინიკაში ერთი კვირა იწვა და დამძიმდა. ვინც პროცესში იყო ჩართული, უყურადღებობაზე საუბრობენ. ჩამოვასვენეთ და მაშინვე დავკრძალეთ“ - აღნიშნავენ გარდაცვლილი მამაკაცის ახლობლები.


„ეს ქალბატონი სახლში მკურნალობდა. კვირაზე მეტი ბინაზე იმყოფებოდა, შემდეგ ჰაერის უკმარისობა დაწეყო და რადგან აქ კლინიკაში ადგილი არ იყო, თბილიში გადაიყვანეს. თქვეს, რომ გული გაუჩერდა, “ - აღნიშნავენ ადგილობრივები.


სულ კოვიდით გარდაცვალების 22 შემთხვევაა დაფიქსირებული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. აქედან გასულ წელს 12, ხოლო 10 პაციენტი იანვრიდან დღემდე.


ჯამში კოვიდ ინფექცია მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

0
273
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
273
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0