x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ყველაზე სასტიკი დიქტატორების გასტრონომიული კაპრიზები

image


კობრას "ჟარკოე". ჰალუცინოგენური ფესვი. ქათამი "KFC"– დან. ეს ყოველივე მე -20 საუკუნის ყველაზე სასტიკი დიქტატორების საყვარელი კერძებია. ვიქტორია კლარკისა და მელისა სკოტის წიგნი "დიქტატორთა ვახშამი: ტირანების უგემოვნებობის ცნობარი" მკითხველს ერთპიროვნული მმართველების ცხოვრების გასაოცარ ფაქტებზე უყვება, მათ შორის სუფრის მანერების, გასტრონომიული კაპრიზებისა და მოწამვლის შიშთან დაკავშირებული ფობიების შესახებაც. აქვე მოყვანილია ზოგიერთი რეცეპტიც.


image


კიმ ჩენ ირს ზვიგენის ფარფლისა და ძაღლის ხორცისგან მომზადებული წვნიანი განსაკუთრებით უყვარდა, და არც სალაზე ამბობდა უარს. ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს მიაჩნდა, რომ ძაღლის ხორცის წვნიანი მას ხელშეუხებლობასა და სიმამაცეს ანიჭებდა. გარდა ამისა, კიმ ჩენ ირი "Hennessy"- ის დიდი მოყვარულიც გახლდათ.


image


კიმ ჩენ ირი ჩრდილოეთ კორეას 1994 წლიდან 2011 წლამდე მართავდა, მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყანა ყველაზე ღრმა კრიზისში აღმოჩნდა, რაც მასობრივ შიმშილში გადაიზარდა. სანამ კორეელები შიმშილობდნენ, ლიდერს სპეციალურად გაწვრთნილი ქალების დიდი არმია ჰყავდა, რომლებსაც მის თეფშზე არსებული თითოეული ბრინჯის მარცვალი ზომის, ფორმისა და ფერის მიხედვით უნდა შეემოწმებინა.


image


ადოლფ ჰიტლერი ვეგეტარიანელი იყო და სიცოცხლის ბოლოს მხოლოდ კარტოფილის პიურესა და ბულიონს მიირთმევდა. ზოგი მიიჩნევს, რომ მის მიერ ვეგეტარიანული დიეტის დაცვა იდეოლოგიური მოტივებით იყო განპირობებული, თუმცა არსებობს მოსაზრება რომ ფიურერი ხორცის მიღებაზე უარს ქრონიკული შებერილობისა და ყაბზობის გამო ამბობდა.


image


ნაცისტური გერმანიის ლიდერი, ჰიტლერი ცნობილი იყო მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში უზარმაზარი ტერიტორიების დაპყრობითა და ებრაელების, ბოშების, სლავებისა და სხვათა მასობრივი განადგურებით. მას იმდენად ეშინოდა მოწამვლის, რომ სპეციალური 15 კაციანი დეგუსტატორთა ჯგუფიც კი ჰყავდა, რაიხსკანცლერი საკვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებდა, თუ 45 წუთის განმავლობაში არცერთი მათგანი არ მოკვდებოდა.


image


სსრკ-ს ლიდერს იოსებ სტალინს მშობლიური ქართული სამზარეულო ძალიან უყვარდა, რომელშიც ნიგოზი, ნიორი, ქლიავი, ბროწეული და ღვინო დომინირებდა.


image


ქეიფი და დროსტარება მას განსაკუთრებით ხიბლავდა, რომელიც ზოგჯერ ექვს საათსაც კი გრძელდებოდა. იოსებ ბესარიონისთვის რთულ მენიუს შეფების მთელი გუნდი საგანგებოდ ამზადებდა. სტალინს განსაკუთრებულ სიამოვნებას ასევე სასმელის მიღებაში კონკურენციის გაწევა ანიჭებდა.


image


იტალიელ დიქტატორს ბენიტო მუსოლინის უბრალო სალათი მსხვილად დაჭრილი ნივრით, ზეითუნის ზეთითა და ახალი ლიმონის წვენით შეზავებული უყვარდა. იტალიელი დიქტატორი ფრანგულ სამზარეულოს "არარაობად" მიიჩნევდა.


image


იტალიაში ფაშისტური პარტიის დამფუძნებელი და ტოტალიტარული სახელმწიფოს დამაარსებელი ბენიტო მუსოლინი სადილობას სახლში, მეუღლესთან რაკელთან და ხუთ შვილთან ერთად ამჯობინებდა. მუსოლინის ოჯახში სადილი ყოველთვის მკაცრად განსაზღვრულ დროს იმართებოდა, რომლის დროსაც ოჯახის ყველა წევრი სავსე თეფშით, მაგიდის გარშემო შემოკრებილი ოჯახის უფროსის მოლოდინში უნდა ყოფილიყო.


image


უგანდის ყოფილი დიქტატორი, გენერალი იდი ამინი შემწვარ თიკანზე, მანიჰოტზე და ფეტვის პურზე გიჟდებოდა. ასევე დღეში ის 40 ცალ ფორთოხალსაც მიირთმევდა, ვინაიდან თვლიდა რომ ეს "ბუნებრივი ვიაგრა" იყო. მოგვიანებით, საუდის არაბეთში გადასახლებული თავს ძირითადად "KFC"- ში ქათმითა და პიცით ინებივრებდა.


image


იდი ამინმა არჩეული მთავრობა სამხედრო გადატრიალებით დაამხო და თავი პრეზიდენტად გამოაცხადა. ის უგანდას რვა წლის განმავლობაში უსასტიკესი მეთოდებით მართავდა. მისი მმართველობის პერიოდში დაახლოებით 300 ათასი მოქალაქე დაიღუპა. იდი ამინს ისეთი პერიოდიც ჰქონდა, როდესაც ის ყოველივე ბრიტანულს აღმერთებდა და საღამოს ჩაის დალევის ტრადიციაც კი შემოიღო. ასევე დადიოდა ჭორები მისი კანიბალიზმით გატაცებასთან დაკავშირებით.


image


კამბოჯელ დიქტატორს პოლ პოტს ხბოს, გარეული ღორისა და გველის ხორცი უყვარდა, ასევე მის მენიუში ხშირად შეხვდებოდით ახალ ხილს, ბრენდის და ჩინურ ღვინოს. "წითელი ქმერების" ლიდერი ასევე კობრას "ჟარკოეზე" უარს თითქმის არასდროს ამბობდა.

image


პოლ პოტმა და მისმა კომუნისტურმა "წითელი ქმერების" მოძრაობამ საზოგადოების გარდაქმნის მკაცრი პროგრამა შეიმუშავა, რასაც 2 მილიონამდე კამბოჯელის სიცოცხლე შეეწირა. მაშინ როდესაც პოლ პოტი მდიდრულ დღესასწაულებს მართვდა, მის ქვეშევრდომებს მხოლოდ ბრინჯის რამდენიმე მარცვლისა და წყლის მიღების უფლება ჰქონდათ.


image


რუმინეთის ლიდერს ნიკოლაე ჩაუშესკუს ვეგეტარიანული ლაზანია კვერცხისა და არაჟნის სოუსით განსაკუთრებით უყვარდა, ასევე მის საყვარელ კერძებს შორის იყო რუმინული ჟელეიანი კობრი და მარტივი პომიდვრის, ხახვისა და ბრინზას სალათი სტეიკით.


image


ჩაუშესკუ სოციალისტურ რუმინეთს 1965 წლიდან 1989 წლამდე მართავდა. როგორც ცნობილია ის არ მიირთმევდა ისეთ საკვებს, რომელიც სათანადოდ შემოწმებული არ იყო და ოფიციალურ ღონისძიებებზეც საჭმელს ყოველთვის თეფშიდან იატაკზე ყრიდა.


image


ეკვატორული გვინეის პირველ პრეზიდენტს - ფრანსისკო მასიას ნგემას, რომელმაც ქვეყნის მოსახლეობის ორი მესამედი პოლიტიკურ ლტოლვილად აქცია და რომლის დროსაც ეკვატორულ გვინეას "აფრიკულ დაჰაუს" უწოდებდნენ, ბანგის დალევა უყვარდა, რომელიც კანაფისა და იბოგას ყლორტებისგან მზადდებოდა და ჰალუცინოგენური თვისებებით გამოირჩეოდა.


image


მასიას ნგემა გასტრონომიული ჩვევების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, თუმცა გავრცელებული ჭორების თანახმად, ის კანიბალი იყო და მაცივარში თავის ქალების კოლექციას აგროვებდა.


image


ჰაიტელი დიქტატორი ფრანსუა დიუვალიე, იგივე პაპა დოკი, 1950 -იან წლებში როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა უკვე დიაბეტით იყო დაავადებული და თან გულის პრობლემებიც აწუხებდა, 1971 წლისთვის, სიკვდილის წინ, მას ცოლი საკვებს კოვზით აჭმევდა.

image


როგორც ცნობილია, სადილის შემდეგ პაპა დოკს გართობა განსაკუთრებით უყვარდა, ამიტომ ტრაპეზის შემდეგ როგორც წესი, ის კატაკომბებში ჩადიოდა, რომლის სისხლისფრად შეღებილი კედლების პატარა ნაპრალებიდან საკუთარი მტრების ტანჯვა - წამებას თვალყურს ყურადღებით ადევნებდა.







0
956
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
956