საბუნებისმეტყველო იშვიათი ფერის და სილამაზის ყაყაჩო 2021, 31 აგვისტო, 9:22 ცისფერი ყაყაჩო Meconopsis (ყაყაჩოს მსგავსი) betonicifolia და Meconopsis grandis ყაყაჩოების საერთო სახელია. ეს მცენარე საკმაოდ დიდი ზომის არის. მის ღეროზე, ზაფხულის დაწყებისთანავე, დიდი ცისფერი ყვავილები იშლება და სამი კვირის მანძილზე ყვავის. ცისფერი ყაყაჩოები, ბოტანიკოსისთვის, წმინდა გრალივით იყო. ეს ყვავილი, მკვლევარევს ას წელზე მეტ ხანს ემალებოდა. მიკონოპსისის შესახებ ლეგენდა, 200 წლის წინ, გავრცელდა ხალხში, როდესაც ხმა გავარდა, გამოგნებელი ყვავილის შესახებ, რომელიც ჰიმალაის მაღალ მთებში იზრდებოდა. ამბობდნენ, რომ ამ მცენარეს, მუქი ცისფერი, თუ კაშკაშა ლურჯი ყვავილები ჰქონდა. ბევრი ამ ამბავს გამოგონილად თვლიდა, რადგან ყველასათვის ცნობილი იყო რომ ყაყაჩოების სულ 4 ფერი არსებობდა: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი და თეთრი. თუმცა, ისეთებიც იყვნენ, მისი არსებობის შესახებ რომ დაიჯერეს და ძებნა დაიწყეს. ერთ-ერთი პირველი, ვინც ცისფერი ყაყაჩოს მოსაძებნად და მისი თესლის ბრიტანეთში ჩამოსატანად, 1848 წ. ნეპალში და ჩენეთში გაემგზავრა, ყვავილებზე ყველაზე დიდი «მონადირე», ინგლისელი ჯოზეფ ჰუკერი ((Joseph Hooker) იყო. მას მთებში სიარული ძალიან გაუჭირდა და ადგილზე მისასვლელად, უდიდესი ფიზიკური ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდა. გარდა ამისა, ადგილობრივებმა ის ჯაშუშად მიიჩნიეს და დააპატიმრეს. მხოლოდ საერთაშორისო დიპლომატიის ჩარევის შედეგად და რამდენიმე თვიანი პატიმრობის შემდეგ, ის გაათავისუფლეს. ხოლო, ნეპალში მოგზაურობიდან ორი წლის თავზე, ევროპული საზოგადოება ჰუკერის ცისფერმა ყაყაჩოებმა აღაფრთოვანა, რომელიც, მოგზაურობიდან ჩამოტანილი თესლით, თავადვე გაახარა. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ ჯოზეფ ჰუკერი პირველი ევროპელი არ იყო, ვინც ცისფერი ყაყაჩოები ნახა. ლეგენდის თანახმად, ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს ყვავილები ნახა, ასევე ყვავილებზე «მონადირე», ბეტი შერეხი იყო. მან ცისფერი ყაყაჩოების მდელო საზმარში ნახა და დილით, რომ გაიღვიძა, იქიტკენ წავიდა, რა მიმართულებითაც სიზმარში მიდიოდა და ულამაზესი ცისფერი ყვავილები აღმოაჩინა. დღეს, ამ ყვავილების უკვე 50-მდე სახეობაა აღრიცხული, რომლებიც ტიბეტში, დასავლეთ ჩინეთში და ჰიმალაის მთებში იზრდება. აღნოშნული რეგიონების გარდა, ცისფერი ყაყაჩოების ერთი სახეობის – Meconopsis horridula-ის ნახვა ისლანდიაში, დიდ ბრიტანეთში და საფრანგეთში შეიძლება. ცისფერი ყაყაჩაო მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომლის სიმაღლე, დაახლოებით, ერთი მეტრია. მცენარის ყვავილოვან ღეროზე რამოდენიმე კოკორი გამოდის, რომელიც, ყვავილობის პერიოდის მანძილზე, რიგ-რიგობით იშლება. ყვავილის დიამეტრი 5-10 სმ-ია, გვირგვინის ფურცლების რაოდენობა – 4-8 ცალია. ხოლო, ყვავილის სიცოცხლის ხანგრძლივობა – 7 დღე არის. ხოლო, თუ ატმოსფეროს ტემპერატურა 30 გრადუს აღემატება, კოკორი არ იშლება. კარგად იტანს გადარგვას და მისი გამრავლება ადვილი შესაძლებელია, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხოლოდ იმ რეგიონებში, სადაც ტემპერატურა მაღალი არ არის. ცისფერი ყაყაჩო ისევე, როგორც ყაყაჩოების ყველა სახეობა, ქიმიურად აქტიური მცენარეა. ის რთული სახეობის ალკოლოიდებს შეიცავს, რომელიც ხშირ შემთხვევაში, შხამიანია. მას, საუკუნეების მანძილზე, აღოსავლეთის მედიცინაში იყენებენ. 1. კატა და ძაღლი კოვიდვაქცინის ნაცვლად?! 2. 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა იყოს გერანი (ბალბა) ყველა ოჯახში 3. იცით რატომ არ უყვართ ებრაელები? 4. ბავშვი აუზიდან ამოსვლის შემდეგ, აუზის წყლით დაიხრჩო. რა არის “მშრალი" დახრჩობა. ამის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს 5. ჩვილებს დამაწყნარებლებს აძლევდნენ და ტომრებით ნაგავს აყოლებდნენ – გეტოში გადარჩენილი ბავშვების ისტორია 6. ისტორიაში შესული ყველაზე ცნობილი მეძავი ქალები 7. ეს აღარ უნდა განმეორდეს! ოსვენციმის ბებიაქალის ანგარიში 86 3-ს მოსწონს
|